კატეგორია: სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო, გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო – ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები

კვარაცხელია და დავითაშვილი შეყვარებულებთან ერთად ამღერდნენ - ვიდეო

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების მიხედვით, ათეულში გადაინაცვლეს ირაკლი აზაროვმა, რომლის ღირებულება 3 მლნ ევროა, ასევე, 21 წლამდელთა ასაკში გაბრიელ სიგუამ – 2,5 მლნ ევროთი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, […]

„ლევან შენგელიას აქვს მცირე მოტეხილობა“ – საქართველოს ნაკრების ექიმი 

„ლევან შენგელიას აქვს მცირე მოტეხილობა“ - საქართველოს ნაკრების ექიმი 

„ახლა მომოვიდა რენდგენის დასკვნა – ლევან შენგელიას აქვს მცირე მოტეხილობა” – ნაკრების ექიმი, დათო ხარაბაძე ინფორმაციას ავრცელებს. ექიმი ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ დაჭიმულობა აღენიშნებოდა.

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 52 ათასი გულშემატკივარი დაესწრება

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 52 ათასი გულშემატკივარი დაესწრება

ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 52 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. ქსელში გაშვებიდან თითქმის ხუთ საათში ყველა ბილეთი გაიყიდა. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე“ შთამბეჭდავ სანახაობას ელოდება ბერძნული მედია. გამოცემა newsit.gr-ის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრების დიდი კონცენტრაციის მიუხედავად, არც საბერძნეთის ნაკრები იქნება მარტო. სტადიონზე თამაშს ბერძნების 600 გულშემატკივარი დაესწრება.

მერაბ დვალიშვილი – „მომიყვანეთ ეგ მსუქანი! ჩემპიონთან ჩხუბი მსურს…“

მერაბ დვალიშვილი - „მომიყვანეთ ეგ მსუქანი! ჩემპიონთან ჩხუბი მსურს...“

UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა. ბრძოლის შემდეგ მერაბმა განაცხადა, რომ მისი შემდეგი სამიზნე შონ ო’მალი იქნება. „ძალიან ამაყი ვარ, რადგან ბევრი ვიშრომე. ადვილად არასდროს არაფერი მიმიღია, თუმცა როდესაც ბევრს იშრომებ, ეს აუცილებლად დაფასდება. დღეს ყველაფერმა მაგრად ჩაიარა. უმაგრესი გუნდი და მხარდამჭერები მყავს. ახლა […]

მარათონში მსოფლიო რეკორდის მფლობელი კელვინ კიპტუმი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

მარათონში მსოფლიო რეკორდის მფლობელი კელვინ კიპტუმი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

კენიელი მორბენალი კელვინ კიპტუმი, რომელმაც 2023 წელს მარათონში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა კენიის დასავლეთით, 11 თებერვალს მოხდა. კიპტუმი საჭესთან იჯდა. სპორტსმენთან ერთად დაიღუპა მისი მწვრთნელი გერვაის ჰაკიზიმანა. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, ჰოსპიტალიზებულია. კიპტუმს მონაწილეობა უნდა მიეღო მარათონში როტერდამში, რომელიც აპრილში უნდა გაიმართოს. ამასთან, ის […]

ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს – ქართველი სპორსტსმენი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს

ტოჩინოშინი შვილს მიმართავს - „რაც დაიბადე, ჩემო ანგელოზო, თუმცა სულ ორჯერ გნახე და არც კი მიცნობ“

ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს. ქართველი სპორსტსმენი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს. გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ტოკიოში ჩატარდა. იყო ტრადიციული ცერემონია  – ლევან გორგაძეს სიმბოლურად თმაა მოაჭრეს. ამ ცერემონიაში კი მოქმედი და ყოფილი სუმოისტები მონილეობდნენ. ტოჩინოშინის დებიუტი სუმოში 2006 წელს შედგა. ქართველი სპორტსმენი სუმოს უმაღლეს დივიზიონში იყო. გორგაძე ფლობს იმპერატორის თასს, ასევე ოძეკის – ერთ-ერთ უმაღლესს წოდებას.

 ინგლისის პრემიერლიგის მატჩის დროს ფეხბურთელს გული გაუჩერდა

 ინგლისის პრემიერლიგის მატჩის დროს ფეხბურთელს გული გაუჩერდა

  ინგლისის პრემიერლიგის გუნდის „ლუტონ თაუნის“ კაპიტანს, ტომ ლოკიერს მატჩის დროს გული გაუჩერდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა პრემიერ-ლიგის მე-17 ტურის დროს მოხდა, როდესაც „ლუტონი“ „ბორნმუტს“ ეთამაშებოდა. 29 წლის ფეხბურთელმა გონება დაკარგა, რის გამოც მატჩი შეჩერდა. მოგვიანებით კლუბმა დაადასტურა, რომ ლოკიერს გული გაუჩერდა. ახლა ის კლინიკაში იმყოფება, სადაც დამატებით კვლევებს იტარებს. მისი მდგომარეობა […]

რატომ ატირდა პირდაპირ ეთერში თემურ ქეცბაია

რატომ ატირდა პირდაპირ ეთერში თემურ ქეცბაია

გადაცემა „სთორის” სტუმარი, ყოფილი ფეხბურთელი და კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია იქნება. ის მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს. როგორც გადაცემის ანონსიდან ვიგებთ, მშობლებზე საუბრის დროს, მას თვალზე ცრემლი მოადგა.

საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

2023 წლის პირველ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა. ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ ფიფა-ს რეიტინგის 183-ე გუნდთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ის ფეხბურთელები გამოიყვანა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში ნაკლები სათამაშო დრო ეთმობოდათ. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე : დაამარცხა და ნორვეგიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

„კვარადონა“ – ლელა წურწუმია რომის სტადიონიდან 

„კვარადონა“ - ლელა წურწუმია რომის სტადიონიდან 

რომში „რომასთან“ სტუმრად ჩასული „ნაპოლი“  ოსიმენის გოლით დაწინაურდა და თამაში ანგარიშით 0:1 დასრულდა. კვარაცხელიას საგულშემატკივროდ იყო ჩასული ლელა წურწუმია და მისი მეუღლე, მამულიჩა. როგორც კადრებიდან ირკვევა, მათ ერთად დასხდომა ვერ შეძლეს. ამასთან დაკავშირებით, მომღერალი სახალისო ვიდეოსაც აქვეყნებს.