კატეგორია: შემთხვევა

“ყვირიან, მოკვდაო” – რა ხდებოდა კინო საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე?

ცოტა ხნის წინ  საშინელი ავარია მოხდა კინო საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე. “ყვირიან მოკვდაო, ადგილზე პატრულის ბევრი ეკიპაჟი და სასწრაფოა, თუმცა ზუსტად არვიცი რა ხდება” – იტყობინება ადგილიდან ჩვენი კორესპოდენტი, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობს. ჯერ-ჯერობით მეტი არაფერია ცნობილი. დრონი

“მიხაილოვის საავადმყოფო” იწვის – ხანძარს 12 ბრიგადა აქრობს

აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

თელავი-გომბორის გზაზე ”სოკარის” ბენზინმზიდი აფეთქდა

დღეს თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გადავარდა და აფეთქდა.  სოფელ კობაძესთან მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 10-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცეცხლი სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს. საწვავით სავსე სატვირთო მანქანა კომპანია „სოკარს“ ეკუთვნის. ბენზინმზიდი მთლიანად დაიწვა. – ინციდენტის შედეგად სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი […]

გორში ბებია და შვილიშვილი CO-თი მოიწამლნენ

გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის თემში, ბებია და შვილიშვილი CO-თი მოიწამლნენ. ოჯახის წევრები შემთხვევას ქარიან ამინდს უკავშირებენ და გაზქურის გაუმართაობას გამორიცხავენ. შემთხვევა დაახლოებით 18 საათზე მოხდა. სოფელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ბრიგადის ექიმებმა ისინი, ინტოქსიკაციის ნიშნებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს. მოკვლევას გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების […]

რუსთაველზე ერთმანეთს 7 მანქანა დაეჯახა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 16 თებერვლის ღამეს მასშტაბური ავტოავარია მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთმანეთს 7 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა არიან დაშავებულები. ორი მათგანი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ~ მოძრაობაც შეჩერებული იყო. იმედინიუსი

ხანძარს ხუდადოვზე 59 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ხუდადოვის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. გარდაცვლილი 59 წლის მამაკაცია. ხანძარი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და სააგენტოს მონაცემებით 70 კვადრატული მეტრია დამწვარი. სივაისჯი

ხანძარი ვაკის ეკლესიასთან – საერთო საცხოვრებელში დამწვარია 70 კვ. მ

თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებლის მხოლოდ ერთ სართულს მოედო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, საერთო საცხოვრებლის შენობა ხის კონსტრუქცისგანაა აშენებული და ამიტომ ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დროულად განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 70 კვადარატული მეტრის ფართობი. ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ბათუმში ახალგაზრდა გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა

ბათუმში, აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაზე, მიკროავტობუსი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი

რუსთავში მანქანამ 30 წლის კაცი გაიტანა

გვიან ღამით, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველთა თქმით, 30 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. “ნისანის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, გადასასვლელზე ფეხით მიმავალ მამაკაცს შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ნიუპოსტი

ბათუმში საცხოვრებელ სახლში გაზქურა აფეთქდა

მ.აბაშიძის 60 ნომერში, საცხოვრებელ სახლში გაზქურა აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv ავრცელებს. გაზქურის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა სახანძრო სამაშველო ბრიგადა უსაფრთხოების მიზნით გამოიძახეს. მეზობლები ყვებიან, რომ აფეთქების დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ამიტომ რისკების თავიდან ასაცილებლად, სასწრაფო და სახანძრო ბრიგადებს დაურეკეს, რომლებიც ადგილზე მალევე მივიდნენ. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სახიფათო არაფერია.

akhalitaoba.ge © 2017-2018