კატეგორია: შემთხვევა

ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ახმეტაში კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა

ახმეტაში კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა

უბედური შემთხვევა  კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარმა  რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და  კაცს დაეცა. 79 წლის  პენსიონერი  ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რუსთაველის გამზირზე, სახლიდან შუშა ჩამოვარდა და კონტროლიორს დაეცა – ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, სახლიდან შუშა ჩამოვარდა და კონტროლიორს დაეცა - ვიდეო

რუსთაველის გამზირზე სახლიდან შუშა ჩამოვარდა და კონტროლიორს თავში მოხვდა. ვიდეოს, სოციალურ ქსელში, „ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

„იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ძაღლმა გაკაწრა… ძაღლს ცოფი დაუდასტურდა” – სეს

„იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ძაღლმა გაკაწრა… ძაღლს ცოფი დაუდასტურდა” – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებაში საუბრობს. „იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნულ […]

ვაჟა-ფშაველაზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა

ვაჟა-ფშაველაზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადა, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

 კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

 კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, თელავს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის ტყეში, ცეცხლის რამდენიმე კერაა. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრშია გაჩენილი. სტიქიის ზონაში ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა. ათობით მეხანძრე- მაშველი სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა. მეხნძრე- მაშველებს, ხანძრის ქრობის პრიცესში, ადგილობრივებიც ეხმარებიან. ცეცხლის კვამლი ადგილობრივებმა გუშინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. რა […]

ვარკეთილში 2 ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა

ვარკეთილში 2 ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა

„ჩემი „ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს: „ვარკეთილი, დღეს 2 ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა . დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია“

„მიწისძვრა მეგონა, ყველაფერი შეზანზარდა… ძლიერი აფეთქების ხმა იყო“ – აფეთქება ვაზისუბანში

„მიწისძვრა მეგონა, ყველაფერი შეზანზარდა... ძლიერი აფეთქების ხმა იყო“ - აფეთქება ვაზისუბანში

ხანძარი ვაზისუბანში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ კორპუსში, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა იყო. გაზი აფეთქებულა, რომ გაითიშა. დარჩა ეტყობა ვინმეს მოშვებული. „მიწისძვრა მეგონა, ისე შეზანზარდა ყველაფერი“. „გაზი იყო გათიშული, პატრონს ჩართული დარჩა ალბათ“

 სანზონაში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

 სანზონაში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სანზონაში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. საბედნიეროდ დაშავებული არავინაა. გავრცელებულ კადრებში იქვე შეკრებილი ადგილობრივები ჩანან. ფაქტის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ჯერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. დედაქალაქის მერიაში კი გვითხრეს, რომ აღნიშნული, ავარიული კორპუსიდან მოსახლეობა გაყვანილი იყო, პერიმეტრი შემოღობილი. ასევე კორპუსი ჩანაცვლების პროგრამაშია ჩასმული. […]