კატეგორია: წიგნები

”ქალი გამოვიდა საღალატოდ” – ოტია იოსელიანის რომანი ”ახალ თაობასთან” ერთად

”ქალი გამოვიდა საღალატოდ” - ოტია იოსელიანის რომანი ”ახალ თაობასთან” ერთად

22 თებერვლიდან ”ახალ თაობასთან” ერთად გაიყიდება ოტია იოსელიანის ”ქალი გამოვიდა საღალატოდ”. ფასი გაზეთთან ერთად 12 ლარი. ოტია იოსელიანი ქალის სულიერ სამყაროში ღრმად ჩახედულ მწერლადაა მიჩნეული მკითხველებისა თუ პროფესიონალი ლიტერატურათმცოდნეების მიერ. წინამდებარე წიგნშიც ამ თემაზე დაწერილი ნაწარმოებებია წარმოდგენილი, რომელთაგან რომანს ”ქალი გამოვიდა საღალატოდ” გამორჩეული ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში. მასში ავტორი იმ ერთი დღის ამბავს გვიყვება, როცა […]

ჯონათან სვიფტი – გულივერის მოგზაურობა

ჯონათან სვიფტი - გულივერის მოგზაურობა

“მე მიყვარს კითხვა” – 19 თებერვლიდან გაზეთ “ახალ თაობასთან” ერთად იყიდება ამ სერიის წიგნი – ჯონათან სვიფტი ”გულივერის მოგზაურობა”. ფასი გაზეთთან ერთად 7 ლარი. ამ წიგნის პირველი გამოცემიდან ორ საუკუნეზე მეტი გავიდა. აღმოჩნდა კი ჭკუის სასწავლი სახელმძღვანელო ეს წიგნი, როგორც ავტორი ვარაუდობდა? რას ემართლებოდა მართალი გულივერი თავისი დროის საზოგადოებას, რომელსაც იგი ჯოგს უწოდებს? რაში სდებდა ბრალს თავის ხალხს? […]

სულხან საბა ორბელიანი – სიბრძნე სიცრუისა

სულხან საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა

“მე მიყვარს კითხვა” – 12 თებერვლიდან გაზეთ “ახალ თაობასთან” ერთად იყიდება ამ სერიის წიგნი – სულხან-საბა ორბელიანი ”სიბრძნე სიცრუისა”. ფასი გაზეთთან ერთად 7 ლარი. გენიალურ ნაწარმოებში ,,სიბრძნე სიცრუისა’’ სულხან-საბა ორბელიანი მიმართავს ხალხურ სასაუბრო ენას, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ქართული პროზის განვითარებაზე. იგავ-არაკების ფორმის სიუჟეტის მწერალი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრიცნიპებს და მის საფუძვლად შრომას, გონებრივ და ფიზიკურ წვრთნას მიიჩნევს; […]

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი – მონტესუმას ასული

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი - მონტესუმას ასული

“მე მიყვარს კითხვა” – 5 თებერვლიდან გაზეთ “ახალ თაობასთან” ერთად იყიდება ამ სერიის წიგნი – ჰენრი რაიდერ ჰაგარდის ” მონტესუმას ასული”. ფასი გაზეთთან ერთად 8 ლარი. მსოფლიო ლიტერატურამ “მონტესუმას ასული” აღიარა როგორც საუკეთესო ისტორიული რომანი, რომელიც ოდესმე დაწერილა ისტორიულ-გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქის თემაზე. წიგნის შექმნამდე ავტორმა იმოგზაურა მექსიკაში, რათა თავად ეგრძნო ოდესღაც აყვავებული ცივილიზაციის იდუმალება. ამ რეალისტურ […]

რევაზ ინანიშვილი – რჩეული მოთხრობები

რევაზ ინანიშვილი - რჩეული მოთხრობები

“მე მიყვარს კითხვა” – 29 იანვრიდან გაზეთ “ახალ თაობასთან” ერთად იყიდება ამ სერიის წიგნი – რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები. ფასი გაზეთთან ერთად 9 ლარი ლიტერატურათმცოდნეები რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას ,,სულის პურს’’, ,,სულის ქურაში’’ გამოწრთობილს უწოდებენ. მისი ხელისგულისოდენა მოთხრობები თითქოს თვალს გვიხელს და ჯადოსნური სიცხადით გვიჩვენებს ჩვენი სამშობლოს ავკარგიან ცხოვრებას, გვამოგზაურებს ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველ ლირიკულ სამყაროში და […]

ქართული დეტექტივის შედევრი ”მონანიება” გაზეთ ”ახალ თაობასთან” ერთად

შიო გვეტაძის ”მონანიება” გაზეთ ”ახალ თაობასთან” ერთად

25 დეკემბრიდან გაზეთ ”ახალ თაობასთან” ერთად გაიყიდება ქართული დეტექტივის ერთ-ერთი შედევრი, შიო გვეტაძის ”მონანიება.” ფასი გაზეთთან ერთად 4 ლარი. თოვლიან ქუთაისში გვიან ღამით ბოროტმოქმედები ქურდავენ ტყეშელიაძის ბინას. მოულოდნელად იღვიძებს ბინის პატრონი, ქურდებთან ბრძოლას იწყებს და ერთ-ერთ ბანდიტს მძიმედ დაჭრის. ბანდიტი გარბის. იწყება გამოძიება, რომლის დროს გამოჩნდება კანონიერი ქურდი საშკა ჩერქეზი, რომელიც მთელ იმდროინდელ საბჭოთა ქურდულ სამყაროს […]

ნამდვილი დეტექტივი – მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი

ნამდვილი დეტექტივი - მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი

5 ივნისიდან ახალ თაობასთან ერთად გაიყიდება სერია ნამდვილი დეტექტივის წიგნი გილბერტ ჩესტერტონი მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი ფასი გაზეთთან ერთად 8 ლარი წიგნი პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ჩესტერტონის დეტექტიური მოთხრობების ციკლის ბოლო კრებულს წარმოადგენს. მამა ბრაუნი გარეგნულად არაფრით წააგავს თავის სახელგანთქმულ “კოლეგებს” – შერლოკ ჰოლმსსა თუ ერკიულ პუაროს. იგი ჩია, პროვინციელი კათოლიკე მღვდელია, არც რაიმე სისტემა […]

ნამდვილი დეტექტივი – წყლის ფორმა

ნამდვილი დეტექტივი - წყლის ფორმა

29 მაისიდან ახალ თაობასთან ერთად გაიყიდება სერია ნამდვილი დეტექტივის წიგნი ანდრეა კამილერი წყლის ფორმა ფასი გაზეთთან ერთად 8 ლარი ზღვისპირა იტალიური ქალაქის უმდიდრესი ადამიანი და არაფორმალური მმართველი საკმაოდ პიკანტურ ვითარებაში იღუპება. ყველა დაინტერესებულია ამ საქმით  რომის პაპიდან დაწყებული პროვინციელი მოსამართლით დასრულებული, მაგრამ არავის სურს საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა, ერთი რიგითი კომისრის გარდა. მოკლედ, ეს […]

დინა რუბინა – პეტრუშკას სინდრომი

დინა რუბინა  - პეტრუშკას სინდრომი

25 მაისიდან გაზეთ ახალ თაობასთან ერთად გაიყიდება დინა რუბინა პეტრუშკას სინდრომი ფასი გაზეთთან ერთად 9 ლარი. „პეტრუშკას სინდრომი“ დინა რუბინას ყველაზე დრამატული რომანია. გასული საუკუნის შუა წლებში დაბადებული რუსი მწერალი ქალი XXI საუკუნეშიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თანამედროვე ავტორად რჩება,

ნამდვილი დეტექტივი – კაცი იწვა მკვდარი

ნამდვილი დეტექტივი - კაცი იწვა მკვდარი

22 მაისიდან გაზეთ ახალ თაობასთან ერთად გაიყიდება სერია ნამდვილი დეტექტივის წიგნი – ნაიო მარშის კაცი იწვა მკვდარი. ფასი გაზეთთან ერთად 8 ლარი დეტექტივი როდერიკ ალეინი ინგლისის ერთ-ერთ რესპექტაბელურ სახლში ,, მკვლელობანას” თამაშის დროს მომხდარ ნამდვილ მკვლელობას იძიებს. მსხვერპლი მონღოლური წარმოშობის რუსული სარიტუალო ხანჯლით არის მოკლული. ჩნდება ვერსია ,,რუსულ კვალზე”, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მკვლელობის […]