კატეგორია: სამართალი

ამოღებულია „კოკაინი,” „ლსდ,” „მეთადონი…” – ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს

ამოღებულია „კოკაინი," „ლსდ," „მეთადონი..." - ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის კოკაინი, ელესდე, მეთადონი, “ალფა პვპ” და “მეფედრონი”, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება “კეტამინი”. გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკის გასაღება სოციალური აპლიკაცია ტელეგრამის მეშვეობითაც ხდებოდა. ბრალდებულები ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.

ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 13 წლის გოგო, რომელიც სავარაუდოდ გათხოვდა, იპოვეს

ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 13 წლის გოგო, რომელიც სავარაუდოდ გათხოვდა, იპოვეს

ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 13 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ გათხოვდა, იპოვეს. ინფორმაციას გოგონას მამა ადასტურებს. „პოლიციამ ახლახანს მითხრა, რომ გოგო ნაპოვნია. მე თბილისიდან კახეთში მივდივარ და გავარკვევ, როგორ არის ჩემი შვილი, სად იპოვეს და რა მოხდა. სხვა არაფერი არ ვიცი“- ამბობს მამა. ოჯახის მტკიცებით, კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფლიდან მე-7 კლასელი გოგო, 16 წლის თანასოფლელმა გაიტაცა. […]

ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ 21 წლის გოგო – სამგორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ 21 წლის გოგო - სამგორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სამგორში 22 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს, პოლიციამ ის ზუგდიდში აიყვანა “განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს. „დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს – 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა […]

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის –  რა მოხდა ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ბულინგის მძიმე შემთხვევა ბათუმში – ერთ-ერთი კერძო სკოლის პირველკლასელის მშობელი ამტკიცებს, რომ მის შვილი თანაკლასელებმა საკლასო ოთახში გააშიშვლეს და წიხლებით სცემეს. მშობლის განმარტებით, შემთხვევას შეესწრო პედაგოგიც, რომელმაც მომხდარი არ შეიმჩნია და საგაკვეთილო პროცესი გააგრძელა. როგორც ირკვევა ეს არაა მოზარდის მიმართ თანატოლების ბულინგის პირველი შემთხვევა. მას პერიოდულად სცემდნენ, პირში  ტენიდნენ მტვრის ტილოს და დასცინოდნენ, რაზეც რეაგირება […]

ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

მკვლელობა თბილისში – ავლაბარში ახალგაზრდა კაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

კაცმა დეიდას ბინის გადაფორმება მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ სცემა – რა მოხდა რუსთავში

ოზურგეთში მამამ შვილი მოკლა

„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, 40 წლამდე კაცმა დეიდას სცემა. არსებული ინფორმაციით, ქალსა და მის დისშვილს შორის შელაპარაკება ბინის საკითხზე დაიწყო. კაცს სურდა, რომ დეიდას ბინა მისთვის გადაეფორმებინა, რაზეც ქალმა უარი განაცხადა. ფიზიკური დაპირისპირების გამო კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ კაცმა შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია და კიდევ მივიდა დეიდასთან. ქალმა სამართალდამცავებს მიმართა, […]

მოსამართლემ ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა მათ თაღლითობასა და თანხის მითვისებას ედავება. საუბარია 60 მილიონ ლარზე. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო – საპროცესო მოქმედებები  ტრანსნაციონალურ დანაშაულს,  ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა. საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს. მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში […]

ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ნატა ფერაძე დააკავეს

აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ფაქტს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” გვიდასტურებენ, გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

35 წლის ქართველი მამაკაცი იტალიაში ალკოჰოლური სასმლის ქურდობისთვის დააკავეს

35 წლის ქართველი მამაკაცი იტალიაში ალკოჰოლური სასმლის ქურდობისთვის დააკავეს

იტალიაში, პოტენზას რეგიონში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კაცი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. მას სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როცა ზურგჩანთაში მოპარული ალკოჰოლური სასმლის ბოთლების დამალვას ცდილობდა. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, მარკეტის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა სამართალდამცველებმა […]

დაზარალებული ვითომ სამუშაოდ ირანში გაუშვეს, სადაც მასზე მუდმივად ძალადობდნენ

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზაღვრათ. უწყება ამბობს, რომ დაზარალებული ვითომ სამუშაოდ, მოტყუებით გაუშვეს ირანში, სადაც მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს გადაადგილება, კომუნიკაცია ოჯახთან, ასევე, დაზარალებულზე მუდმივად […]