კატეგორია: აქტუალური

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა

პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სარჯველაძე  დაიკავებს. ამ თემაზე მან განცხადება ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძემ თქვა, რომ კონსულტაციების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად – ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად […]

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და ამბობს, რომ მინისტრმა თანამდებობა პრემიერთან საუბრის შემდეგ დატოვა: “საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს,” – ნათქვამია განცხადებაში.

„გავრილოვის ჩამომყვანი და მაქეიფარი ხართ” – ბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძეს

„გავრილოვის ჩამომყვანი და მაქეიფარი ხართ” – ბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი ასახელებს მიზეზებს, რის გამოც, მისი შეფასებით, პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაპარტიელმა ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოყვანა: “დღეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი […]

სალომე ზურაბიშვილი – „მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ მოგყავთ, ვინ რატომ გაუშვით“

სალომე ზურაბიშვილი - „ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, პროკურატურის ხსენებამ? ამის იმედი ნუ გექნებათ“

საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას, ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება ბიძინა ივანიშვილისგან პასუხებს […]

ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხვალ ოფიციალურად წარადგენს

ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად წარუდგინა. მთავრობის ყრილობის შემდეგ პირველ თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეეხებოდა. ამის შესახებ კობახიძემ ყრილობის შემდეგ, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობას ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია: კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; […]

საგარეო საქმეთა მინისტრად ნიკოლოზ სამხარაძე ინიშნება

ნიკოლოზ სამხარაძე - "აშშ-ის საელჩოს განცხადება ძალიან უსამართლო იყო"

ვინ წავა საქართველოს მთავრობიდან ღარიბაშვილთან ერთად და ვინ შეუერთდება  ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს – მთავარმა არხმა რამდენიმე კონკრეტული გვარი გაარკვია. კობახიძის ფორმაციის მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას  ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი  ნიკოლოზ სამხარაძე დაინიშნება. სწორედ ეს ორი დეპუტატი გაჰყვება კობახიძეს პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში. სად წავლენ მოქმედი ილია დარჩიაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე […]

კახა კალაძე – „ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს თანამშრომლებს, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ“

კახა კალაძე - „ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს თანამშრომლებს, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ“

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს  შემთხვევებში  მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ  შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად  გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები. „იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი იყოს მუდმივად […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან იყო. ბიძგები 09:26 საათზე დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. მიშელის ინფორმაციით, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის […]

გიორგი მარგველაშვილი – „ზურაბიშვილის შემოთავაზებულ პეტიციას ხელს მხოლოდ სააკაშვილის შემდეგ მოვაწერ“

"დიდი რიგები საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების დამარცხებას ნიშნავს" - გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობაში სალომე ზურაბიშვილს მისი წინამორბედი გიორგი მარგველაშვილი ამხელს. მეოთხე პრეზიდენტი არ აპირებს მივიდეს ზურაბიშვილის დაანონსებულ დიდ შეკრებაზე. გიორგი მარგველაშვილს  უკვირს, რატომ არ ახსენა მოქმედმა პრეზიდენტმა გამოსვლაში ყოფილი პრეზიდენტები, რომელთაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბევრი აქვთ გაკეთებული.  მარგველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ხელმოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დოკუმენტზე, როცა მას ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს. „მე ყოველთვის […]