კატეგორია: ეკონომიკა

ვალების განულების სიის გამოქვეყნება, შესაძლოა, გადავადდეს – ფონდ “ქართუში” ტელეფონს არ იღებენ

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებოდათ შესაძლებლობა ენახათ მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, შესაძლოა 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს. “მეტრონომი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეეცადა დაკავშირებოდა ფონდ “ქართუს”, რომელიც არის ინიციატორი ამ წინასაარჩევნო დაპირება-იდეის. თუმცა, ჩვენმა ძალისხმევამ, დავკავშირებოდით ფონდს, შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ტელეფონს აღნიშნულ ოფისში, ამ დრომდე, არავინ იღებს. ამის […]

გერგეტის სამებამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც. გერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ვიწრო და გრუნტოვანია, რომელიც ახალი გზის პარალელურად იარსებებს. […]

გელა ხანიშვილი – “მიწის უცხოელებზე გაყიდვის შეზღუდვა ინვესტიციებს არ აფერხებს”

აფერხებს თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ კანონპროექტი და რეგულაციები ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, რომ მას ხშირად აქვს შეხვედრა ინვესტორებთან და მათთვის აბსოლუტურად გასაგებია საქართველოს მიდგომა უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება. „დამერწმუნებით ბევრი შეხვედრა მაქვს უცხოელ დონორებთან, ფერმერებთან, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ ადამიანებთან. როდესაც […]

2019 წლიდან თამბაქოზე აქციზი კიდევ გაიზრდება?

2019 წლიდან, შესაძლოა, თამბაქოზე აქციზი კიდევ გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის წყარომ მიაწოდა. გამომდინარე იქიდან, რომ წლის ბოლომდე ერთი თვე რჩება და მთავრობას თამბაქოზე აქციზის ზრდაზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, ინფორმაციის გადამოწმება bm.ge-მ ფინანსთა მინისტრთან სცადა. კითხვას – იზრდება თუ არა თამბაქოზე აქციზი, ვანო მაჭავარიანმა შემდეგი პასუხი გასცა: “ჩვენ რაღაც საკითხებზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე არანაირი […]

მთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს

მთავრობა „საქართველოს ფოსტის“ და რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გეგმაშია სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზებაც, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს შეჩერდა ბაზარზე არსებული „გამოწვევების“ ფონზე. „ჩვენ უნდა გავზარდოთ ამ კომპანიების ეფექტურობა, რათა მათი პრივატიზება მოვახდინოთ“, – ამბობს ქობულია. Bloomberg წერს, რომ ფოსტის გაყიდვით, მთავრობა ათობით მილიონ ლარს […]

„დასწიეთ ფასები!“ – თბილისის ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციები იმართება

ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციები იმართება. ამ წუთებში რამდენიმე ადგილას მოქალაქეები არიან შეკრებილები. უკმაყოფილო მძღოლები და მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ. ხმოვანი სიგნალებით და შეძახილებით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე ერთსა და იმავე დროს მივიდნენ. ისინი საწვავზე ფასების დაკლებას ითხოვენ. ბენზინგასამართ სადგურებთან მოქალაქეებმა ტრანსფარანტები მიიტანეს, სახელწოდებით – „დასწიეთ ფასები!“, „არა კარტელურ გარიგებას!“ რუსთავი 2

ბორჯომის მერიამ რესტორნებსა და ექსკურსიებში ორ წელში 87.212 ლარი დახარჯა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობით ხარჯებიდან 2017 წელს 58 885 ლარი, 2018 წელს კი 28 327 ლარი გაწერა. მერიის ინფორმაციით ორ წელიწადში 87 212 ლარი „გაწერილია მუნიციპალიტეტში ჩამოსული სტუმრების საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობთი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის, სატრანსპორტო მომსახურეობის, სასტუმრო მომსახურეობის და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებისათვის“. რაში რა თანხა დახარჯა მერიამ და როდის ვის უმასპინძლა ამის შესახებ მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ […]

ქიბარ ხალვაში ფინანსთა სამინისტროს მიმართავს – “ნამუსიც კარგი საქონელია”

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და სამართლიანობის აღდგენას სთხოვს: “დღეს ვუსმინე ფინანსთა მინისტრის გუშინდელ ინტერვიუს. ჩვენ სამშენებლო კომპანიას, რომელიც დაზარალდა მიშასდროინდელი ხელისუფლების ბიზნესტერორისტული პოლიტიკის შედეგად დარჩა მერიის დავალიანება 100 000 ლარი, რომლის ჩამოწერის თხოვნით მივმართე თბილის მერიის ბოლო ორ მმართველებს, რაზეც უარი მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ვალი არ იყო წარმოშობილი ჩვენი კომპანიის შეცდომების გამო, […]

ივანე მაჭავარიანი: „ჩანაწერები და პოლიტიკური სპეკულაციები „ომეგას“ თემაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ რამდენჯერმე დაარღვია თავისივე შემოთავაზებული გრაფიკი“

ჩანაწერები და პოლიტიკური სპეკულაციები „ომეგას“ თემაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ რამდენჯერმე დაარღვია თავისივე შემოთავაზებული გრაფიკი , – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის“ ეთერში კომპანია „ოჯითის“ საკითხზე საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, სწორედ პირობების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო, მან მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაეცათ შპს „ოჯითისთვის“ აქციზური მარკები. „ჩემი მინისტრობის პირველივე კვირებში მოხდა ამ პრობლემის იდენტიფიცირება და მე მივიღე გადაწყვეტილება, […]

თავდაცვის სამინისტრომ მივლინებებში წელს 30 მილიონი დახარჯა

9 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 16.3 მლნ ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, აქედან 2.1 მლნ ლარი პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებზე მოდის. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 9 თვეში მივლინებებზე 1.5 მლნ ლარი დახარჯა. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამივლინებო ხარჯი 93 068 ლარს შეადგენს. მთავრობის ადმინისტრაციამ მივლინებებზე 2.2 მლნ ლარი დახარჯა, აუდიტის სამსახურმა კი  143 609 […]

akhalitaoba.ge © 2017-2018