კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”

ხათუნა ლაგაზიძე – “ივანიშვილისთვის მთავარი გამოწვევა “ოცნებაში” მწვავე შიდა ბრძოლები იქნება”

”ახალი თაობა” ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა. – ქართულ რეალობაში არჩევნების შემდეგ ახალი ეტაპი იწყება. რა მოლოდინი გაქვთ არჩევნების შემდეგ? – არჩევნების შემდეგ მე დესტაბილიზაციას არ ველოდები, ისევე, როგორც მასშტაბურ საპროტესტო აქციებს. დესტაბილიზაციას არც შიდა ფაქტორები უწყობს ხელს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც კი არ არიან რევოლუციურად განწყობილი, ეს ცალსახაა და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების […]

ვახტანგ მაისაია – “ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედება უკრაინაზე სამხედრო თავდასხმაა”

რა მოცემულობას ქმნის ქერჩის სრუტეში უკრაინა-რუსეთის ახალი სამხედრო დაპირისპირება და ამ კონტექსტში საქართველოს სახელმწიფოს რა საშიშროებები ექმნება, ამის შესახებ “ახალ თაობას” ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა. – ბატონო ვახტანგ, უკრაინის მხარის განცხადებით, რუსეთი ქერჩის სრუტეში უკრაინის გემებს თავს დაესხა. რუსეთსა და უკრაინას შორის ღია სამხედრო დაპირისპირება ქერჩის სრუტეში რა მოცემულობას ქმნის ზოგადად […]

გია ნოდია – „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისთვის კომფორტული პრეზიდენტი არ იქნება”

პოლიტოლოგია გია ნოდია „ახალ თაობასთან“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრობს. ბატონო გია, შეაფასეთ არჩევნები. რა თქვა ამომრჩეველმა? ამომრჩეველმა იმდენად „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭირა მხარი, რამდენადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი. ტაქტიკურად, მთელი კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო აწყობილი. ამ კამპანიამ რაღაც დონეზე იმუშავა, მაგრამ ამავე დროს იმუშავა იმ საარჩევნო მობილიზაციამ, რომელიც დიდწილად აგებული იყო ზეწოლაზე და მოქრთამვაზე, […]

ნანა დევდარიანი – “ნაციონალების ასარჩევია, ვინ ვის ჩაჰყვება საფლავში”

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახალხო დამცველი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი პასუხობს. – ქალბატონო ნანა, დღეს მთავარი პოლიტიკური თემა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებია. ოპოზიცია მოსყიდვასა და გაყალბებაზე საუბრობს. რას იტყვით თქვენ? როგორია გარეშე თვალით დანახული სიტუაცია? – ყველგან ექსცესების წამომწყები ან ნაციონალები იყვნენ, ან მათი განაყოფი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ გაყალბებაზე, დღეს 2003 წელი ხომ აღარ […]

შალვა შავგულიძე – „ოპოზიციის აქციას არ შევუერთდებით, დესტაბილიზაცია არ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს“

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და მის ჩატარებას პროპორციული სისტემით. ამ მოთხოვნით 2 დეკემბერს ოპოზიცია რუსთაველზე საპროტესტო აქციას გეგმავს. იზიარებს თუ არა მათ მოთხოვნებს და როგორ აფასებს ჩატარებულ არჩევნებს? – ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს შალვა შავგულიძეს ესაუბრა: _ როგორ აფასებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს? _ ეს იყო […]

მამუკა გამყრელიძე – “2 დეკემბრის აქციაზე ჩვენი მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ვადამდელი არჩევნები”

“ახალი თაობის” კითხვებს ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, ოპოზიცია არ აღიარებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგება და ახალ პრეზიდენტს. 2 დეკემბერს რუსთაველზე მასშტაბური აქცია დააანონსეთ და ითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. რატომ არ ცნობთ შედეგებს, რა პრეტენზიები გაქვთ? – დავიწყოთ არჩევნებით. ეს არჩევნები იყო უკიდურესად არასამართლიანი. არჩევნების გაყალბება დაიწყო ბევრად უფრო […]

გიგა ბუკია – “სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვს”

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის “კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას. – ნაცმოძრაობის ფაქტობრივი ლიდერი, ექსპრეზიდენტი არ ცნობს არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას. ის დაუმორჩილებლობასა და ქუჩის საპროტესტო აქციებს აანონსებს. – მიხეილ სააკაშვილი, მართალია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერად ითვლება, მაგრამ ის არ არის საქართველოს მოქალაქე. ყოფილ პრეზიდენტს არანაირი უფლება არა აქვს, ჩაერიოს […]

ემზარ კვიციანი – “არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ვაშაძე 7%-ზე მეტს ვერ აიღებდა”

ვინ მოაგებინა არჩევნები სალომე ზურაბიშვილს, რა მოხდება თუ ნაციონალები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, რა პრობლემებს ქმნის უსაფრთხოების სამსახური, წერს თუ არა პოლიტიკურ ფსალმუნებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება. – “ოცნების” ზოგიერთი ლიდერის განცხადებამ, რომ მათ მოიგეს არჩევნები, თქვენი თანაპარტიელების გაღიზიანება გამოიწვია. კოტე ინაშვილი აღშფოთებულია იმის გამო, რომ პატრიოტთა ალიანსს […]

“აღიაროს მარცხი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები” – რას ურჩევს მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილს

როგორ ექცეოდა სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს ივანიშვილი, ვისი რჩევებით მოქმედებს ახლა “ოცნების” ლიდერი, რატომ არის აუცილებელი კოალიციური მთავრობა, რატომ არ იქნება რევოლუცია? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. – მეორე ტურის წინ რამდენიმე ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ერთ-ერთ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ისევ რევოლუციაზე საუბრობს. ხელისუფლებაც გვიმტკიცებს, რომ თქვენ რევოლუციისთვის ემზადებით. მართლა აპირებთ რამეს? […]

ზაალ ანჯაფარიძე – „ნაციონალები 40-42%-ს მიიღებენ”

მიმდინარე საარჩევნო კამპანიისა და შესაძლო ვერსიებზე „ახალ თაობასთან“ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს. – ბატონო ზაალ, ვხედავთ, რომ უკიდურესად დაძაბული საარჩევნო გარემოა. გრძელდება ჩანაწერების ომი. რევოლუციურ სცენარებზე ვრცელდება ჩანაწერები. სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესები? – პროცესი იმდენად შეიძლება შორს წავიდეს, რამდენადაც ადამიანების შინაგანი მორალი და პოლიტიკური კონიუნქტურა უკარნახებთ მათ, რომ დროა გაჩერდნენ. თუ მათ აღვირმა ან მუხრუჭმა […]

akhalitaoba.ge © 2017-2018