კატეგორია: კულტურა

რეჟისორი გია დანელია საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია. ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.საავადმყოფოში ის ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს. მეუღლის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმებმა გიორგი დანელიას სასუნთქი გზების სტაბილიზება შეძლეს და მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება. გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. არის რეჟისორი ფილმებისა „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „შემოდგომის მარათონი“ და სხვები. იპნ

“გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ”

ფეისბუქის გვერდზე “Helsicore – ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრი” 2 საათის წინ გამოქვეყნდა ასეთი პოსტი და ფოტო: “წლის ფოტო ჰელსიკორიდან: გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთმანეთს ამხნევებენ! გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ამ საოცარ ადამიანებს❤!” ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. “გამოჯამრთელებას ვუსურვებ ორ ბუმბერაზ კორიფეს საქართველოსი❤️❤️❤️უფამლა დაიფართ და გააძლიეროთ” “ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ეს საოცარი ადამიანები” “ბატონ გიას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას […]

ირმა ნიორაძე – “მე და ჩემს ქმარს ერთმანეთის მოფრთხილების ეტაპი გვაქვს”

ვისაც პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე სცენაზე უნახავს, ალბათ ერთხელ მაინც გაუვლია გულში, რომ გედის სიმღერას ასრულებს. თავადაც გამოგვიტყდა ამაში, ისე ვცეკვავ, თითქოს უკანასკნელი იყოსო. ამიტომაც არის, რომ მისი ყოველი მოძრაობა უზარმაზარი ემოციით არის სავსე და მთელ სპექტაკლს მოჯადოებული, სუნთქვაშეკრული უყურებ. მისი 30 წლიანი საბალეტო კარიერა დიდ შრომასა და ნებისყოფაზე დგას – რეპერტუარში 50 სპექტაკლია. მრავალშვილიან […]

სოსო პავლიაშვილი “კანონიერ ქურდად” “აკურთხეს” 

მომღერალი სოსო პავლიაშვილი გავლენიანი “კანონიერი ქურდების” გარემოცვაში… რუსული მედია უკვე დიდი ხანია წერს მომღერლის ახლო კავშირებზე კრიმინალური სამყაროს გენერლებთან. ინტერნეტ სივრცეში იძებნება სხვადასხვა დროს გადაღებული სოსო პავლიაშვილის არაერთი ფოტო “კანონიერი ქურდების” გარმოცვაში, მათ შორის ვლადიმერ ოგანოვთან, ლევ ეპშტეინთან, მირონ მამედოვთან და გოჩა ბირკაძესთან. ცოტა ხნის წინ მომღერალი მხატვრულ ფილმშიც გადაიღეს, სადაც ის ქართველი “კანონიერი ქურდის” […]

დევიდ ჰოკნის ნახატი 90 მილიონ დოლარად გაიყიდა და ახალი რეკორდი დაამყარა

ინგლისელი მხატვრის დევიდ ჰოკნის ნახატი „მხატვრის პორტრეტი“, Christieʼs-ის აუქციონის სახლში 90, 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს დღეს ცოცხალ მხატვრებს შორის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი 2013 წელს დამყარდა, როდესაც აუქციონზე 58,4 მილიონ დოლარად ჯეფ კუნსის ქანდაკება „ საჰაერო ბუშტების ძაღლი“ გაიყიდა. იმედინიუსი

ზურა ყიფშიძე: ვაშაძე აბსოლუტური იდიოტია, როგორ შეიძლება მან ხელოვნებაზე ილაპარაკოს?!

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული პროფესიული თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. მსახიობის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ იყო. “გრიგოლ ვაშაძე იტყოდა ასეთ რამეს… აბსოლუტური იდიოტია, რა იცის მაგან. ყოველთვის ასე იყო, სახელმწიფოში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ […]

მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. რუსთაველის თეატრში 1959 წლიდან მოღვაწეობდა. მსახიობის აღსანიშნავი როლებია: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“);

დემეტრე გამსახურდიამ პოლონეთში მუსიკალური პიესა “ვიკარე” დადგა – “მოუსმინეთ, გაიაზრეთ, და ნათესაობის გამო ნუ დაალაიქებთ…” – ვიდეო

ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა და კონსტანტინე გამსახურდიას შვილმა, დემეტრე გამსახურდიამ, პოლონეთში მუსიკალური პიესა “ვიკარე” დადგა. ამის შესახებ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა ფეისბუქში დაწერეა. კონსტანტინე გამსახურდია: “ინტერაქტიული, მუსიკალური თეატრისთვის შექმნილი პიესა “ვიკარე,” რომლის პრემიერაც ახლახანს გაიმართა კრაკოვის რეგიონში, პოლონური მუსიკალური სცენის დიდი ნესტორის, კჟიშტოფ პენდერეცკის სახელობის ცენტრში. ორკესტრი – ძირითადად შვეიცარიელი და პოლონელი მუსიკოსებითაა […]

ლიტერატურაში 2018 წლის ნობელის პრემია არ გაიცემა

ლიტერატურაში 2018 წლის ნობელის პრემია არ გაიცემა სექსუალური და ფინანსური სკანდალის გამო, რომელშიც გახვეულია შვედეთის აკადემია, რომელიც პასუხისმგებელია ამ პრემიის მინიჭებაზე, _ აღნიშნული განცხადება შვედეთის აკადემიაში გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ გასული კვირების განმავლობაში აკადემიის ექვსმა წევრმა თანამდებობა დატოვა. ბოლოს ლიტერატურაში ნობელის პრემიის გაცემა 1943 წელს გადაიდო.  კრიზისი ჟან-კლოდ არნოს უკავშირდება, შვედეთში კულტურის სფეროში წამყვან ფიგურასა და […]

ბათუმში იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

ბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღის და დეკორატორის იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის აჭარის მთავრობის თავჯდომარე ზურაბ პატარაძე. ქანდაკების ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელიც გასხნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა და ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო. ირაკლი წულაძე საქართელოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მოქანდაკეა, რომელსაც […]

akhalitaoba.ge © 2017-2019