კატეგორია: კულტურა

SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა

SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. […]

“რედაქციაში ჩამოვიდა ილია და გვითხრა, დაგვებადა, დაგვებადაო” – დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა

"რედაქციაში ჩამოვიდა ილია და გვითხრა, დაგვებადა, დაგვებადაო" - დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა

1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – ლუკა რაზიკაშვილი. მისი ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა იყო. მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე:  “მამას ჩარგალი უყვარდა. ყვავილებიდან ყველაზე მეტად – ია. მოკრეფდა რამდენიმე ღერს და ყნოსავდა ხოლმე. ეს რომ ვიცოდი, მეც გავიდოდი მახლობელ ტყეში, მოვკრეფდი იებს, შევკრავდი კონად და მივართმევდი, როცა იგი ფანჯარასთან იჯდა და გატაცებით წერდა. წერის […]

რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე, მანანა ჭელიძე, რამდენიმე წუთის ინტერვალში გარდაიცვალნენ

რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე, მანანა ჭელიძე, რამდენიმე წუთის ინტერვალში გარდაიცვალნენ

78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი. ამ ტრა­გი­კულ ამ­ბავს რე­ჟი­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მე­ო­რე უბე­დუ­რე­ბა მოჰ­ყვა – გუ­ლის შე­ტე­ვით სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მა­ნა­ნა ჭე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რის “რუს­თა­ვე­ლის 19”-ის მსა­ხი­ო­ბი სოფო მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­სა და მის მე­უღ­ლეს: “მინ­და სევ­დი­ა­ნი მაგ­რამ სა­ო­ცა­რი […]

ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი A Studio ჩამოდის

ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი A Studio ჩამოდის

ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A Studio-ს კონცერტი იგეგმება, რომლის სოლისტიც ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა, კონცერტი 27 ივლისს კლუბ UP2U-ში გაიმართება. ჯგუფი A Studio რუსეთში საკმაოდ პოპულარულია, ისინი ხელისუფლების და კერძოდ პუტინის მხარდამჭერებად ითვლებიან. გასულ წელს ქეთა თოფურიამ მოსახლეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა, შემდეგ კი გავრცელდა ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერს კლიპი, სიმღერას Путеводная звезда (გზამკვლევი […]

რეჟისორი გია დანელია საავადმყოფოში გადაიყვანეს

რეჟისორი გია დანელია საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია. ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.საავადმყოფოში ის ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს. მეუღლის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმებმა გიორგი დანელიას სასუნთქი გზების სტაბილიზება შეძლეს და მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება. გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. არის რეჟისორი ფილმებისა „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „შემოდგომის მარათონი“ და სხვები. იპნ

“გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ”

"გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ"

ფეისბუქის გვერდზე “Helsicore – ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრი” 2 საათის წინ გამოქვეყნდა ასეთი პოსტი და ფოტო: “წლის ფოტო ჰელსიკორიდან: გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთმანეთს ამხნევებენ! გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ამ საოცარ ადამიანებს❤!” ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. “გამოჯამრთელებას ვუსურვებ ორ ბუმბერაზ კორიფეს საქართველოსი❤️❤️❤️უფამლა დაიფართ და გააძლიეროთ” “ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ეს საოცარი ადამიანები” “ბატონ გიას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას […]

ირმა ნიორაძე – “მე და ჩემს ქმარს ერთმანეთის მოფრთხილების ეტაპი გვაქვს”

ირმა ნიორაძე - “მე და ჩემს ქმარს ერთმანეთის მოფრთხილების ეტაპი გვაქვს”

ვისაც პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე სცენაზე უნახავს, ალბათ ერთხელ მაინც გაუვლია გულში, რომ გედის სიმღერას ასრულებს. თავადაც გამოგვიტყდა ამაში, ისე ვცეკვავ, თითქოს უკანასკნელი იყოსო. ამიტომაც არის, რომ მისი ყოველი მოძრაობა უზარმაზარი ემოციით არის სავსე და მთელ სპექტაკლს მოჯადოებული, სუნთქვაშეკრული უყურებ. მისი 30 წლიანი საბალეტო კარიერა დიდ შრომასა და ნებისყოფაზე დგას – რეპერტუარში 50 სპექტაკლია. მრავალშვილიან […]

სოსო პავლიაშვილი “კანონიერ ქურდად” “აკურთხეს” 

სოსო პავლიაშვილი "კანონიერ ქურდად" "აკურთხეს" 

მომღერალი სოსო პავლიაშვილი გავლენიანი “კანონიერი ქურდების” გარემოცვაში… რუსული მედია უკვე დიდი ხანია წერს მომღერლის ახლო კავშირებზე კრიმინალური სამყაროს გენერლებთან. ინტერნეტ სივრცეში იძებნება სხვადასხვა დროს გადაღებული სოსო პავლიაშვილის არაერთი ფოტო “კანონიერი ქურდების” გარმოცვაში, მათ შორის ვლადიმერ ოგანოვთან, ლევ ეპშტეინთან, მირონ მამედოვთან და გოჩა ბირკაძესთან. ცოტა ხნის წინ მომღერალი მხატვრულ ფილმშიც გადაიღეს, სადაც ის ქართველი “კანონიერი ქურდის” […]

დევიდ ჰოკნის ნახატი 90 მილიონ დოლარად გაიყიდა და ახალი რეკორდი დაამყარა

დევიდ ჰოკნის ნახატი 90 მილიონ დოლარად გაიყიდა და ახალი რეკორდი დაამყარა

ინგლისელი მხატვრის დევიდ ჰოკნის ნახატი „მხატვრის პორტრეტი“, Christieʼs-ის აუქციონის სახლში 90, 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს დღეს ცოცხალ მხატვრებს შორის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი 2013 წელს დამყარდა, როდესაც აუქციონზე 58,4 მილიონ დოლარად ჯეფ კუნსის ქანდაკება „ საჰაერო ბუშტების ძაღლი“ გაიყიდა. იმედინიუსი

ზურა ყიფშიძე: ვაშაძე აბსოლუტური იდიოტია, როგორ შეიძლება მან ხელოვნებაზე ილაპარაკოს?!

ზურა ყიფშიძე: ვაშაძე აბსოლუტური იდიოტია, როგორ შეიძლება მან ხელოვნებაზე ილაპარაკოს?!

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული პროფესიული თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. მსახიობის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ იყო. “გრიგოლ ვაშაძე იტყოდა ასეთ რამეს… აბსოლუტური იდიოტია, რა იცის მაგან. ყოველთვის ასე იყო, სახელმწიფოში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ […]