კატეგორია: პოლიტიკა

”სულ რაღაც 14 ადამიანი არ უნდა მეთქვა” – ირაკლი სესიაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაპლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. „დღეს, განცხადებების დროს, ვისაუბრე ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ 2 საათზე. ვისაუბრე, რომ დაშავდა 100 პოლიციელი, ასევე – 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ, სამწუხაროდ, გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში პირველ 2 საათზე ვსაუბრობდი. თუმცა ასევე […]

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე ხმათა უმრავლესობით (94 მომხრე არცერთი წინააღმდეგი) მიიღეს. პლენარულ სხდომას არ ესწრება ოპოზიცია, რომლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

პარლამენტის ფოიეში ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის ფოიეში დეპუტატ ადა მარშანიასა და თინა ბოკუჩავას შორის შელაპარაკება მოხდა. ადა მარშანია ბოკუჩავას მიმართა, რომ ის არის „მიშას დაქალი და პროვოკატორი“. ბოკუჩავამ ადა მარშანიას დამშვიდებისკენ მოუწოდა და საპასუხოდ უთხრა, რომ ესმის მისი გაღიზიანების. ბოკუჩავამ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრს მიმართა, რომ ის გაღიზიანებულია იმით, რომ მოსახლეობა რუსეთს და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს.

“ვინც დაგეგმა ეს სისხლიანი ღამე, ვინც გაბედა და ბავშვებს ესროლა…” – საპროტესტო აქციაზე  მაკა ჩიჩუა მივიდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა. “პარლამენტის დარბაზში, სპიკერის სკამზე არ უნდა იჯდეს რუსი და ამის შემდეგ რა ხდება, მივდივარ, ვაპროტესტებ, სუფთა ხელებით, ვარ 18 წლის და მესვრიან… მე რაც ვნახე სისხლში ამოსვრილი, სრულიად ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც არ ქონიათ ის განზრახვა, რომ ვინმე მოეკლათ ან რამე გაეფუჭებინათ, ეს არის […]

პოროშენკო უკრაინელებს – ”დასასვენებლად აუცილებლად წადით საოცარ და მზიან საქართველოში!”

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, ევროპული სოლიდარობის პარტიის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა უკრაინელებს, რომ სამოგზაუროდ საქართველოში ჩავიდნენ. პოროშენკო ასევე მიმართავს უკრაინის ხელისუფლებას, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველო გრუზიას ნაცვლად საქართველოდ მოიხსენიონ. „ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მთლიანად სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ. საქართველოს მიმართ, რომელიც იბრძვის რულის აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. კრემლი საქართველოს მიმართ იგივე მეთოდებს მიმართავს, რაც მან უკრაინის წინააღმდეგ […]

მარიკა კირვალიძე – ”რახან გახარია არ გადადგა, გადავდექი მე”

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მარიკა კირვალიძემ რუსთავი 2-ს უთხრა. “ამ დარბევების შემდეგ, ბავშვები რომ დააბრმავეს, მეორე დღეს ველოდებოდი შესაბამის განცხადებებს ყველასგან, რომ ვერ მოვისმინე, უკვე დღის მეორე ნახევარში გადავწყვიტე, რომ აქ ვეღარ გავჩერდებოდი, ვეღარ ვიმუშავებდი. მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა, რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ბატონ ქუცნაშვილისთვის […]

გახარია პარლამენტში გამოსვლას ითხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პატივისცემით, გ. გახარია” ნიუპოსტი

“გახარია, გიხარია?” – ავტოკოლონა შსს-ს შენობას მიადგა

ავტოკოლონამ, რომლის მსვლელობის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „წადი”. აქციის მონაწილეებმა შსს-თან განთავსებულ შუშის ღობეზე სტიკერები გააკრეს, რომელზეც 21 ივნისს სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ტყვიებია გამოსახული და ასევე არის წარწერები: “ბოდიში?!” და “გახარია გიხარია?”. იპნ

გია ხუხაშვილი – 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა

„მთავარი შედგა. პროპორციული არჩევნების დანიშვნა – ეს უკვე შედეგია, თუმცა 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა. 3 ან 5%-იანი ბარიერი უფრო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა,“ – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. ამით ხუხაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს. ხუხაშვილის შეფასებით, შესაძლებელია, რომ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება 0%-იანი ბარიერის შესახებ, […]

სამოქალაქო პროტესტი გახარიას წინააღმდეგ – ავტოკოლონები შსს-კენ მიემართებიან

სამოქალაქო პროტესტი გრძელდება – მოქალაქეები ავტოკოლონით და საყვირებით თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. დანიშნიულების ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

akhalitaoba.ge © 2017-2019