კატეგორია: პოლიტიკა

”ქართული ოცნება” ნაციონალებს 4%-ით უსწრებს – აირაიმ კვლევა ჩაატარა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგი, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება, „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა. არსებული ინფორმაციით, კვლევა 20-21 ივნისის მოვლენებამდე ჩატარდა. IRI კვლევის შედეგებს არ ასაჯაროებს და მას პარტიებს აცნობს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI ) კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპოდენტთა ხმები შემდეგნაირად განაწილდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ […]

პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას შეეცადა

პარლამენტის წინ, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე პირის ამოკერვას შეეცადა. როგორც ის აცხადებს, მას შემდეგ მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას, რაც მისი მოთხოვნა გახარიის გადადგომის შესახებ არ შესრულდა. აქციის სხვა მონაწილეების ძალიახმევით, მას პირის ბოლომდე ამოკერვის საშუალება არ მიეცა. ამ ფაქტის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

კახა თარგამაძე – “გახარია არ უნდა გადადგეს… ის არაა ბარტყი, რომელიც ნაციონალებს უნდა გადაუგდო”

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, კახა თარგამაძემ, რომელიც ამ პოსტს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, 1995-2001 წლებში იკავებდა ასავალ-დასავალთან ინტერვიუში მოქმედი შს მინისტრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, რადგამ ის „არ არის ბარტყი, რომელიც ნაციონალებს უნდა გადაუგდო“: „გახარია არ უნდა გადადგეს. არ ვიცნობ და აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ ამას, გახარია არ არის ის ბარტყი, […]

ზაქარია ქუცნაშვილი – „წმინდანისაა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი?… გავრილოვის კი არა – ჭიჭიკოს ღამე”

„გავრილოვის ღამე“ – ეს არის „რუსთავი 2“-ის იარლიყი, იმიტომ რომ გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა იმ ღამეს თბილისში, ის გაფრინდა შუადღეს, 5 საათსა და 30 წუთზე“, – ეს განცხადება BM.GE-ისთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მაშინ გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუს დროს ტერმინი „გავრილოვის ღამე“ ახსენა. “გავრილოვის ღამე კი […]

შეკვეთილში მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

შეკვეთილში შიმშილობის აქცია შეწყდა. ორგანიზატორების თქმით, ექიმების მოთხოვნა იყო, რომ შიმშილობა შეეწყვითათ. მათივე ინფორმაციით, აქციები კვლავ გაგრძელდება. „ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, შიმშილობის აქცია შევწყვიტეთ. ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოგვიხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა აქციებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას” – აღნიშნა მინდია ადაძემ.

მიშა კაჭკაჭიშვილი – “გახარია მალე მერაბიშვილს მიუჯდება გვერდით”

წლების მანძილზე თანამოაზრეებთან ერთად ნაციონალებს სისხლს უშრობდა. თითქმის ყველა აქციაში აქვს მონაწილეობა მიღებული და აღარც კი ახსოვს, რამდენჯერ დაიჭირეს და დაარბიეს. 26 მაისის სისხლიან ღამეს სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუ ისევ მოუწევდა სამართლიანობისთვის ბრძოლა. ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები მას ნაციონალების მოკავშირეს უწოდებენ. არადა წლების წინ ის და მისი თანამოაზრეები გვერდზე […]

ნინო გოგუაძე – „ირაკლი ალასანიას ხაზარაძის გუნდში ყოფნას გამოვრიცხავ”

რამდენად რეალურია ვერსია, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში შესაძლოა ირაკლი ალასანიაც ვნახოთ? – ამ საკითხზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე საუბრობს: _ ასეთი ინფორმაცია გაჩნდა სოციალურ ქსელებში, რომ შესაძლოა მამუკა ხაზარაძის გვერდით ირაკლი ალასანიაც ვიხილოთ. რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე? _ ირაკლი ალასანიასთან მე მაქვს ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა. ის […]

ჩერგოლეიშვილი უგულავაზე – „ვერ სწავლობს ჭკუას და რა ქნას… მერე უცებ გამოქანდება და სკამს დალეწავს“

“ამას ხომ არ დაუდგა დისკუსიის დრო – მერე უცებ გამოქანდება და ან ჯართს დაუძახებს მიშას, ან სკამს დალეწავს, ან უკლასოდ და უარგუმენტოდ გამოლანძღავს. ცივილიზებული დისკუსია, პერსონალური ეპითეტების გარეშე მელიას მოწოდებაზე უდროოა აბა რა. ვერ სწავლობს ჭკუას და რა ქნას – დისკუსიების ჩახშობას მიაჩვიეს ცუდად” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თამარა ჩერგოლეიშვილი “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი […]

მამუკა გამყრელიძე – “გახარიამ მიიღო გარანტიები, რომ არ დაიჭერენ”

“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს – ბატონო მამუკა, გახარია მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. რატომ? – ადამიანმა პირდაპირ ეთერში ღიად მოიტყუა, რომ ვიღაც ელჩები იყვნენ მასთან. ყველა ელჩმა უარი თქვა, ჩვენ არ ვყოფილვართო. ადამიანი ტყუის ტყვიებთან დაკავშირებით. უამრავი ტყუილი მოვისმინეთ მისგან. უტიფრად ტყუის. მე რამდენადაც ვიცი და ჩვენ გვყავს საერთო […]

დავით ბერძენიშვილი – “ივანიშვილი კრემლს არ მოუყვანია, მაგრამ მას და გახარიას წკიპურტით გავაგდებთ”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო დავით, როგორ აფასებთ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? – ძალიან გაბრაზებული რიგითი ქართველი ვარ. ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულებრივი ტყუილების კორიანტელი. ტყუილების კასკადი, რომელიც არის უპატიებელი. რომ უბერავს, აშკარაა, მაგრამ არც იმდენად, რომ სასამართლოს მკაცრ განაჩენს ფსიქიატრმა […]

akhalitaoba.ge © 2017-2019