კატეგორია: საზოგადოება

ნინო ჩხობაძე – “პანკისის ხეობა არის პატარა და ნებისმიერი მოცულობის ჰესი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი”

„მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. იმ საფრთხეებს, რაზეც პანკისის მოსახლეობა საუბრობს, ნინო ჩხობაძეც იზიარებს. იგი აცხადებს, რომ პროცედურები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობის დაწყებამდე, არ განხორციელდა, ამიტომ მოსახლეობის შიში გამართლებულია. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მოსახლეობასთან უნდა ეწარმოებინა ინვესტორს და არა პოლიციას. „თვითონ პანკისის ხეობა არის ძალიან მცირე და პატარა და არ აქვს მნიშვნელობა […]

„თუ სახელმწიფო მაინც ააშენებს ჰესს, მაშინ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ კომპანიისგან“

“ყოვლად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება და რამის მიღწევა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აუცილებელია ახსნა-განმარტება და ამ კუთხით შეთანხმების მიღწევა. ყოველთვის მომხრე ვარ მოლაპარაკების. მე თვითონ ადგილზე არ ვიყავი და არ ვარ შესწრე დღეს განვითარებული მოვლენების, მაგრამ უნდა აიწონოს-დაიწონოს ყველაფერი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ აქ სახელმწიფოს ინტერესებია ჩადებული და სახელმწიფო მაინც ააშენებს ამ ჰესს, […]

კახა საბანაძე პანკისში ჩავიდა – “ჰესის მშენებლობა შეჩერებულია, თელავში დავილაპარაკოთ”

ჩვენ ვესაუბრეთ უხუცესებს, გვსურს შევხვდეთ თელავში და დავილაპარაკოთ, როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ. საბანაძემ ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. „მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ […]

პანკისში პოლიციამ რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება გრძელდება. სამართალდამცავეებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რომლის დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ადგილობრივების ინფორმაციით, 3 მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ასევე, ხეობაში გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ტექნიკა. იპნ

დღეს ბზობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის […]

რა ხდება პანკისის ხეობაში – ვიდეო

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში დაპირისპირებაა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. ისინი სოფელ ბირკიანში შეირკიბნენ და ხადორი-3 ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებენ. მათი თქმით,რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრების ვიზიტის დროს, მინისტრები ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება რის უფლებსაც არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრევულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. პანკისის ხეობაში […]

პანკისში მოსახლეობამ პოლიციას ქვები დაუშინა

ამ წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა.  მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები იმყოფებიან. ადგილობრივებმა მათ ქვები დაუშინეს. პანკისელების თქით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადასხვა სამინისტროებთან თბილისში მოლაპარაკებები გაიმართებოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. “კურიერმა” პანკისის ხეობისკენ მიმავალ გზაზე, სპეციალური ტექნიკა გადაიღო, […]

შაკო ნაჭყებიას დედამ ოჯახი მიატოვა და აფხაზეთში ცხოვრობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის  მე-9 კლასის მოსწავლე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, უმცროსს ძმასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. ბიჭების დედის ადგილსამყოფელის შესახებ კი ამ დრომდე არ უსაუბრიათ. გარდაცვლილის მეზობელი მერაბ ციცხვაია პრაიმტაიმს უყვება,რომ დედამ ბავშვები გაჩენიდან მალე მიატოვა. ბიჭების დედა არის ეკა ჩიჩუა. შალვა იყო წლინახევრის და მირიანი 9 თვის,რომ დატოვა. ბავშვებს მამა – გოჩა ზრდიდა. როგორც ვიცი, დედა აფხაზეთშია, საქართველოს კონტროლირებად […]

,,იმ დღეს, როცა თავი მოიკლა, სკოლაში გავუარე და ფული მივეცი” – რას ყვება 15 წლის შაკო ნაჭყებიას მამა

მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის შალვა ნაჭყებიას მამის, გელა ნაჭყებიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს მარტო ზრდიდა, მათ არაფერი აკლდათ. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ოჯახს სოციალური დახმარება 2016 წლიდან ეძლევა, თავადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ,,იმ დღეს, როცა თავი მოიკლა, სკოლაში გავუარე და ფული მივეცი. მაღაზიაში პური უყიდია და შემდეგ სახლში წასულა. ჩემმა მეორე შვილმა მითხრა, რომ […]

akhalitaoba.ge © 2017-2019