კატეგორია: შემთხვევა

ბათუმის მერი სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმის მერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციელები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც არჩილ ჩიქოვანი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა. წყარო შემთხვევის ადგილიდან სააგენტოს უყვება, რომ ავარიის შემდეგ მანქანას, რომელსაც არჩილ ჩიქოვანი იყენებს, კვალის არევის მიზნით, სანომრე ნიშნები მოხსნეს. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, […]

ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის ყოფილი კულტურის სახლს ხე დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის ყოფილი კულტურის სახლს ხე დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის ცენტრში, ყოფილი კულტურის სახლის, სადაც ამჟამად სპექტაკლები იდგმება, ხე დაეცა. შენობა დაზიანდა, რის გამოც, სპექტაკლები გადადებულია. შეგახსენებთ, სამეგრელოს რეგიონში სტიქია მძვინვარებს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.  დატბორილია სახლების პირველი სართულები, გადახდილია სახურავები. სტიქიამ განსაკუთრებით ანაკლიის  მოსახლეობა დააზარალა.

„ერთი ოჯახიდან მამა, ტყუპი გოგოები და ბიჭი მოიყოლა მეწყერმა…“ – ტრაგედია ბაღდათში

„ერთი ოჯახიდან მამა, ტყუპი გოგოები და ბიჭი მოიყოლა მეწყერმა...“ - ტრაგედია ბაღდათში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი. მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბავშვების დედა ემიგრაციაშია წასული. “ანგელოზი სამი შვილი, ერთი ოჯახიდან, ტყუპი […]

აჭარაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად პოლიციელი დაიღუპა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძე გარდაიცვალა: “შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო. თემურ ბარამიძე ქედის […]

თბილისში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

თბი­ლის­ში, ორ­ხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას 2 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­შავ­და კი­დევ ორი პირი. ისი­ნი კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

სენაკში ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს  შეეჯახა…   

ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა სენაკში, სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავარიის შედეგად. გავრცელებული ცნობით, ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლელები ადგილობრივები არიან. „საშინელება დატრიალდა წუხელ ჩვენ სოფელში. ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს  შეეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – ამბობს გარდაცვლილების თანასოფლელი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

გლდანში ძაღლი დაჭრეს

"დღეს დილას სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს" - რა მოხდა დიდ დიღომში

სასტიკი დანაშაული თბილისში – გლდანში ძაღლი დაჭრეს. შემთხვევა, 2 იანვარს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება 259-ე, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით არის აღძრული.

ქუთაისში ორ პენსიონერს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა 

ქუთაისში ორ პენსიონერს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა 

ახა­ლი წლის ღა­მეს ქუ­თა­ის­ში პი­რო­ტექ­ნი­კით ორი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ასა­კოვ­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ხელ­ში აუ­ფეთ­ქდათ და კი­დუ­რებ­ზე ტრავ­მე­ბი მი­ი­ღეს. ქუ­თა­ი­სის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ. „გვი­ან ღა­მით, შე­მო­ვი­და ორი პა­ცი­ენ­ტი, პი­რო­ტექ­ნი­კით და­შა­ვე­ბუ­ლი. აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ მტევ­ნის ტრავ­მა, ჩა­უ­ტარ­დათ გა­და­უ­დებ­ლად ორი­ვე პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია, ამ­ჟა­მად მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, იმ­ყო­ფე­ბი­ან გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და უგ­რძელ­დე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, […]

 საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს  6 ადამიანი დაშავდა

დიდ დიღომში, გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ექვსივე დაშავებული საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი და მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. „საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შემოსულია ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რვა წლამდე ბავშვია. ერთ-ერთი პაციენტი უკვე საოპერაციოშია, მუცლის ღრუს […]

ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.