კატეგორია: სოციალური მედია

”ბულგარეთის პატრიარქმა, უნეტარესმა ნეოფიტემ, ბულგარელებს საქართველოში დასვენება ურჩია”

მღვდელმონაზონმა ირინეოსმა ფეისბუქში დაწერა: ”ბულგარეთის პატრიარქმა უნეტარესმა ნეოფიტემ, ერთმორწმუნე ბულგარელ მრევლს ზაფხულის გასატარებლად საქართველოში ჩასვლა და სიწმინდეთა მონახულება ურჩია.. აი საუკეთესო გამოხატულება თანადგომისა! აქსიოს!”

”ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა” – ლაშა ნაცვლიშვილმა შექსპირი მოიხმო

ლაშა ნაცვლიშვილმა 19 ივნისს ფეისბუქში შექსპირის სონეტის რამდენიმე სტროფი დაპოსტა: ”ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება… რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება…”

“ცალი თვალითაც მშვენივრად ვხედავ” – 19 წლის მაკო გომური, რომელმაც საპროტესტო აქციაზე თვალი დაკარგა 

მაკო არის ჩვენი ჯგუფის ძალიან დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი, რომელიც თითქმის არცერთ ჩვენს კონცერტს არ ტოვებს და სულ გვერდში გვიდგას! მაკო არის ის ერთ-ერთი ადამიანი ვინც იმ საშინელ ღამეს, საპროტესტო აქციაზე თვალი დაკარგა. აპროტესტებდა რა საკუთარი ქვეყნის ოკუპაციას და იმას რომ ჩვენი მთავრობა ამის საწინააღმდეგოდ არაფერს არ აკეთებს და პირიქით ხელსაც უწყობს. აპროტესტებდა მშვიდად, წყნარად. […]

ელგა ფოლადიშვილი – ვინ დათვალა, რომ თურმე 28.000 რუსმა ტურისტმა ერთ დღეში დატოვა საქართველო და 75.000 ჯავშანიც ერთ დღეში გაუქმდა

„ერთი იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა ( თუმცა მათემატიკის მასწავლებელსაც სიამოვნებით გავიცნობდი) რომლებიც წერთ და აზიარებთ ინფორმაციას, რომ თურმე “28.000 რუსმა ტურისტმა ერთ დღეში დატოვა საქართველო და 75.000 ჯავშანიც ერთ დღეში გაუქმდა”. დიდი მათემატიკური გონებითა და განათლებით არ გამოვირჩევი, მაგრამ იმდენს კი ნამდვილად ვხვდები, ამ რაოდენობის “28000” მგზავრების გადაყვანას რა რაოდენობის თვითმფრინავი და რეისის შესრულება დაჭირდებოდა(!) […]

გია გეწაძე – „ბიძო, მილიონიანი რჩევა ჩემგან შენ უფასოდ“

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, უკრაინის იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გია გეწაძე სოციალურ ქსელში წერს: „ბიძო, შენი გეგმები, რომლებიც 3 თვის წინ დაალაგე აღარ გამოვა. ვადამდელი არჩევნები იგივე საარჩევნო სისტემით. ეგ შენი საიდუმლო გეგმა მეორე დღესვე გამოვიდა შენი შუშის სასახლიდან. არ გამოვა ეგ ამბავი, დაივიწყე. ეხლა შენთვის მთავარია მშვიდობიანად გადააბარო ხელისუფლება ახალ ძალებს. […]

გოჩა ჩერტკოევი – “არ იფრენთ საქართველოში და ჰაერშიც მოგს***ათ ბოზი დედის მ****ბი!!!”

მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება: “არ იფრენთ საქართველოში და ჰაერშიც მოგს***ათ ბოზი დედის მ****ბი!!!” – წერს გოჩა ჩერტკოევი სოციალურ ქსელში. შგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში 8 ივლისიდან ფრენები აუკრძალა.რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში მგზარების საჰაერო გადაყვანა აეკრძალათ მათ შორის კომერციული რეისებიც. როგორც პუტინის ბრძანებაშია […]

ცოტნე გამსახურდია – ნეტავ მამაჩემს ეს დაენახა, გაეხარდებოდა, რომ ამ ქვეყნის მომავალს საიმედო პატრონი ჰყავს…

„გუშინ გვიან საღამოს წავედი რუსთაველზე, ახალგაზრდობის აქციაზე. წავედი მრავალი წლის იმედგაცრუებული, დაღლილი, ხელჩაქნეული და ბევრის მნახველი ამ ქვეყანაში… ათასობით ადამიანში ყველაზე უფროსი მე ვიყავი, რაც ეგრევე მომხვდა თვალში. აქ არც ქოცები ყოფილან და არც ნაცები, არც პოზიცია და არც ოპოზიცია, ისევე როგორც პირველ დღეს. 80-90 პროცენტი, მათ შორის ჩემი ნაცნობები, ახლობლები, მეზობლები გულწრფელმა პროტესტმა და […]

შალვა ნათელაშვილი – “ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა ჩემთან ერთად იდგნენ და სამართლიანად გაბრაზებულ ხალხს აკავებდნენ”

„რუსთაველზე აქციის დაწყებასა თუ პროცესთან დაკავშირებით ჩვენს გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა. უდიდესი სიბრიყვე და საკუთარი უმძიმესი დანაშაულისაგან გაქცევის მცდელობაა ამტკიცო, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა თუ პოლიტიკოსებმა მოინდომა და გადაწყვიტა პარლამენტის შტურმით აღება. ხალხია თქვენგან გამწარებული, ხალხი და მაგათ ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ შევაჩერებთ. ყველა, რეჟიმისაგან დადანაშაულებული პოლიტიკოსი, ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა […]

ნინი ქარსელაძე – “მამა მომაკვდავი მყავს საავადმყოფოში… ვნახე ძალის გადამეტება, რაც ჩემთვის მიუღებელია და სტატუსიც წავშალე…”

ნინი ქარსელაძემ ფეისბუქში დაწერა: “დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის და ძლივს ახლა შევძელი, რომ პასუხი დავწერო ყველას გასაგონად!!! მამა მომაკვდავი მყავს საავადმყოფოში, ინსულტით, გათიშული, აპარატზეა შეერთებული,არ უმუშავებს არც ერთი ფილტვი და ყავთ მართვით სუნთქვაზე. შესაბამისად გუშინ დილიდან დღევანდელ დღემდე საავადმყოფოში ვარ, სულ 3-4 საათით მივედი სახლში. რაც შეეხება გუშინდელ აქციას, ჩემს სტატუსს პოლიციელებზე… რადგან ასეთ […]

გია ხუხაშვილი – “რუს ტურისტებზე წუწუნს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ”

გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “რუსული მონაცემებით, საქართველოში დღეს 10.000-ზე ნაკლები ტურისტია. მთელი სეზონის განმავლობაში ეს რიცხვი შეიძლება ერთი რიგით გაზრდილიყო. ეს, რა თქმა უნდა დანაკლისია, მაგრამ ჩემის აზრით, არა ისეთი დრამატული, როგორც ამას ხატავენ. იგივე ზღვის კურორტები მათ გარეშეც კარგად იყო ყოველთვის ათვისებული სომხური და აზერბაიჯანული მიმართულებებიდან. ახლაც ასე იქნება. კონკრეტული ბიზნესები, რომელთა ძირითადი მიმართულება […]

akhalitaoba.ge © 2017-2019