კატეგორია: სპორტი

ჯენარო გატუზო: ”მარცხი ჩემი ბრალია და ბოდიშს ვიხდი”

მილანის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა რომ ოლიმპიაკოსთან მარცხი და ევროპის ლიგიდან გამოვარდნა მთლიანად მისი ბრალია, თუმცა პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც უნდა დაეკისროთ: ”ძალიან ვწუხვარ რომ ტურნირს გამოვეთიშეთ და ყველა გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, თუმცა ეს მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. ფეხბურთელებს უნდა ესმოდეთ რომ ისინი მილანის ღირსებას იცავენ და ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯნონ მოედანზე”–განაცხადა გატუზომ. მილანმა სტუმრად ოლიმპიაკოსთან 1:3 […]

კრიშტიანო რონალდოს ორ-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

კრიშტიანო რონალდო ესპანეთის სასამართლომ დამნაშავეთ ცნო გადასახადების დამალვაში და 14 იანვარს მას 2 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდება, რაც იმას ნიშნავს რომ რონალდო ციხეში არ ჩაჯდება. მიუხედავად ამისა, კრიშტიანო ვალდებულია რომ 14 იანვარს სასამართლოს წინაშე წარდგეს და ასევე თანხა გადაიხადოს. აღსანიშნავია, ის რომ რონალდომ უკვე გადაიხადა 13 მილიონი ევრო და ამით ციხეში ჩაჯდომა თავიდან აიცილა. თუ […]

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

ტურინის იუვენტუსი მზად არის პოლ პოგბა იყიდოს და მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. პოგბას უკვე დიდიხანია კონფლიქტი აქვს ჟოზე მოურინიოსთან, ამიტომ არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ის მანჩესტერს დატოვებს. პოგბას სახელს ბარსელონასთანაც აკავშირებდნენ ზაფხულში, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა, რადგან მანჩესტერმა მისი გაშვება არ ისურვა. ზაფხულში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს, თუ პოგბასა და მოურინიოს ურთიერთობები არ […]

ისკო იანვარში რეალიდან წავა

თითქმის გადაწყვეტილია რომ ისკო იანვარში მადრიდის რეალს დატოვებს. ცსკასთან შეხვედრაში ისკომ ძალიან ცუდად ითამაშა და შეხვედრის ბოლოს მას ფანებმა დაუსტვინეს. გარდა ამისა, როდესაც მარსელომ მოედანი დატოვა მას სურდა რომ კაპიტნის სამკლაური ისკოსთვის მიეცა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა. ისკოს სახელს ძირითადად ინგლისურ გუნდებს უკავშირებენ, განსაკუთრებით მანჩესტერ სიტის, სადაც ხოსეპ გვარდიოლას ძალიან უნდა მისი შეძენა.

იურგენ კლოპი: ”ალისონმა გადაგვარჩინა”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ მისმა გუნდმა ნაპოლისთან გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო რომ არა ალისონი: ”ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბოლო წუთებზე კინაღამ გავუშვით და ყველამ ალისონს უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ ასე არ მოხდა. ვფიქრობ გამარჯვება დავიმსახურეთ და შევეცდებით რომ ჩემპიონთა ლიგაში რაც შეიძლება შორს წავიდეთ”–განაცხადა კლოპმა. […]

ჰარი კეინი: ”ტოტენჰემმა თითქმის შეუძლებელი შეძლო”

ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა რომ ბარსელონაში მოპოვებული ფრე მისი გუნდისთვის ისტორიული შედეგია და ის ამაყობს რომ ამ ისტორიის ნაწილი გახდა. კეინის თქმით ტოტენჰემს ევროპაში ყველა გუნდთან შეუძლია: ”პირველი სამი ტურის შემდეგ რთული წარმოსადგენი იყო, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით, მაგრამ ამის გაკეთება შევძელით. ბარსელონასთან ფრე ისტორიული შედეგია და ჩვენ ამით ვამაყობთ. მერვედფინალში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია […]

დავიდე ასტორის სიკვდილი ექიმებს დაბრალდათ

ფიორენტინას მცველი დავიდე ასტორი 4  მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა ასტორის გულის პრობლემები ადრეც აწუხებდა, მაგრამ ფიორენტინას ექიმებმა ეს პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, ან შეგნებულად დახუჭეს მასზე თვალი. იტალიის პროკურატურამ შესაძლოა მათ ბრალდებაც წაუყენოს, რადგან ექიმებს შეეძლოთ რომ ასტორის სიკვდილი თავიდან აეცილებინათ. ფიორენტინას ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

არიენ რობენმა სეზონის ბოლოს შესაძლოა კარიერა დაასრულოს

მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა განაცხადა რომ ბაიერნიდან წასვლის შემდეგ მან შესაძლოა კარიერა დაასრულოს. რობენის თქმით ის გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს: ”ბაიერნიდან წასვლა ჩემთვის რთულია, რადგან ამ გუნდში ბევრი სეზონი გავატარე და უამრავი კარგი მოგონება მაქვს. ჯერჯერობით არ ვიცი რას ვიზამ მომავალ სეზონში. შესაძლოა კარიერაც დავასრულო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია”–განაცხადა რობენმა. რობენი […]

რივერ პლეიტი კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულია

რივერ პლეიტმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბოკა ხუნიორსი 3:1 დაამარცხა და კოპა ლიბერტადორესი მოიგო. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2:2 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი კი მადრიდში ჩატარდა, რადგან რივერ პლეიტის გულშემატკივრებმა ბოკა ხუნიორსის ავტობუსს ქვები ესროლეს და ამის გამო რივერი დაისაჯა. მადრიდში შეკრებილმა გულშემატკივარმა შესანიშნავი სანახაობა იხილა და რივერ პლეიტს გასამარჯვებლად დამატებითი დრო დასჭირდა, რადგან ძირითად დროში […]

კრიშტიანო რონალდო: ”იუვენტუსში უფრო მეგობრული ატმოსფეროა, ვიდრე რეალში”

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსი და რეალი შეადარა და თქვა რომ იუვენტუსში უფრო მეგობრული ატმოსფეროა. რონალდოს თქმით იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია, ხოლო რეალი ასეთი არ იყო: ”იუვენტუსში გადმოსვლის შემდეგ ყოველდღე ვგრძნობ რომ გუნდში ძალიან მეგობრული გარემოა და ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს პატივს სცემს. რეალშიც ასე იყო, თუმცა იყვნენ მოთამაშეები, ვინც თავს სხვებზე მაღლა აყენებდნენ. ძალიან მიხარია […]

akhalitaoba.ge © 2017-2018