კატეგორია: სპორტი

„ყველა ბილეთი გაყიდულია” – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მატჩზე ეროვნულ სტადიონზე გულშემატკივართა სრული ანშლაგი იქნება. „მატჩამდე 5 დღით ადრე შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 23 სექტემბერს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მატჩი 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრას ეროვნული ნაკრები 26 სექტემბერს გიბრალტართან გამართავს.

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში იუნიორ ძიუდოისტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოხდა. ფინელი მეტოქის მიერ გაკეთებული გდების შემდეგ ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება დაკარგა. მსაჯმა მცირე პაუზის შემდეგ სამედიცინო პერსონალს მოუხმო, რომელიც, როგორც ჩანს, რომ სიტუაციაში ვერ გაერკვა. სპორტსმენთან სწრაფად მიირბინა […]

ბარსელონამ რეალს რაფინიას გოლით მოუგო

ბარსელონამ რეალს რაფინიას გოლით მოუგო

დღეს გამთენიისას, ლას ვეგასში, “ელ კლასიკო” შედგა. ამხანაგურ მატჩში “ბარსელონამ” “რეალი” 1:0 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოდგა, უპირატესობას “ლურჯ-ბროწეულისფერები” ფლობდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ეფექტური გოლი შემოგვთავაზა გუნდის ახალწვეულმა რაფინიამ, ბრაზილიელმა 27-ე წუთზე შორეული დარტყმით “ბარსა” დააწინაურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტიც, პოლონელი მეორე ტაიმის დასაწყისში ობამეიანგმა შეცვალა. შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგაში […]

რომან ფიფია დინამოს ყიდის

რომან ფიფია დინამოს ყიდის

რომან ფიფია დინამოს ჰყიდის. კლუბის პრეზიდენტის  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია. გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების […]

რატი ანდრონიკაშვილი – “ლიდერობა ჩემ თავზე არ ამიღია”

რატი ანდრონიკაშვილი - "ლიდერობა ჩემ თავზე არ ამიღია"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა – 82:76. მატჩის შემდეგ კომენტარი რატი ანდრონიკაშვილმა გააკეთა, რომელიც მატჩის გმირი გახდა და 17 ქულა მიითვალა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა თამაშის ბოლო და გარდამტეხ ნაწილში 10 ქულა ჩააგდო (საქართველოს ბოლო 16 ქულიდან 10), მათ შორის, 8 ოვერტაიმში, რითაც გამარჯვებაში უდიდესი წვლილი […]

საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან საქართველოს ნაკრები სანაძის სამქულიანით დაწინაურდა, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოახერხა და მეტოქე წინ გავიდა. ამის შემდეგ გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით საქრთველოს […]

ვალვერდე – “ცოლს დავთმობ, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ”

ვალვერდე - "ცოლს დავთმობ, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ"

“რეალის” ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების სანაცვლოდ მეუღლეს, მინო ბონინოს დათმობს. მინოს პასუხმაც არ დაახანა. “მას არ განვკიცხავ. თუ “რივერ პლეიტი” კიდევ მოიგებს ლიბერტადორესის თასს, მეც დავთმობ ფედეს. საჭიროა მეგობრების შეწირვა, ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მეთოთხმეტედ მოგებისთვის”, – დაწერა მან თავის “ტვიტერზე”. მინო არგენტინელი ჟურნალისტი და “რივერ პლეიტის” გულშემტკივარია, რომელსაც ოთხჯერ აქვს მოგებული […]

საქართველომ ბოსნიას მოუგო და ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა

საქართველომ ბოსნიას მოუგო და ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინა 1:0 დაამარცხა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და კარგი შანსი კოვაჩევიჩმა ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ტემპი კი დაბალი იყო. „ჯვაროსნები“ სახიფათო იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი აქტიურმა დავითაშვილმა შეჰიჩის კარში ვერ გადაგზავნა. 23-ე წუთზე კაშიას ბურთი დემიროვიჩმა აართვა, ლორიასთან […]

ჩრდილოეთ მაკედონიამ იტალია მსოფლიოს პირველობიდან გამოაგდო

ჩრდილოეთ მაკედონიამ იტალია მსოფლიოს პირველობიდან გამოაგდო

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ოთხი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გასვლაზე იტალიას სძლია. იტალია ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის გარეშე. ფინალში აგრეთვე უელსი, პორტუგალია და შვედეთი გავიდნენ. კარდიფი. “კარდიფ სიტი“ უელსი – ავსტრია 2:1 გოლები: 1:0 ბეილი (25), 2:0 ბეილი (51), 2:1 ზაბიტცერი (64) სოლნა. „ფრენდს არენა“ […]

კვარაცხელია და დავითაშვილი ბათუმის დინამოში ითამაშებენ

კვარაცხელია და დავითაშვილი ბათუმის დინამოში ითამაშებენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Geo Team-ი ავრცელებს. ფეხბურთელები ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონებს ევროტურნირებზეც დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია “რუბინში”, ხოლო დავითაშვილი ტულის “არსენალში”  ასპარეზობდა. სპორტალი