კატეგორია: სპორტი

კვარაცხელია და დავითაშვილი ბათუმის დინამოში ითამაშებენ

კვარაცხელია და დავითაშვილი ბათუმის დინამოში ითამაშებენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Geo Team-ი ავრცელებს. ფეხბურთელები ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონებს ევროტურნირებზეც დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია “რუბინში”, ხოლო დავითაშვილი ტულის “არსენალში”  ასპარეზობდა. სპორტალი

 რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს

რომან აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდის და უკრაინას დაეხმარება

პრემიერ ლიგის საბჭომ რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მიერ გაფართოებულ სანქციებს მოჰყვა, რომლის შედეგადაც რომან აბრამოვიჩს აქტივები გაეყინა. „დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, პრემიერ ლიგის საბჭომ რომან აბრამოვიჩის „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის დირექტორის თანამდებობაზე დისკვალიფიკაცია მოახდინა. საბჭოს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს კლუბის უნარზე ივარჯიშოს და ითამაშოს თავისი მატჩები, […]

მამარდაშვილი და ვალენსია ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ

მამარდაშვილი და ვალენსია ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ

ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ვალენსიამ“ სახლში „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეგახსენებთ, გასვლაზე „ვალენსიამ“ ფრეს (1:1) მიაღწია. გულშემატკივრები გუნდს „მესტალიას“ შესასვლელთან დახვდნენ და ფოიერვერკების ფონზე სტადიონზე გამამხნევებელი შეძახილებით შეაცილეს. მასპინძელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე მე-11 შეხვედრა ჩაატარა და კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩში საუცხოოდ გაისარჯა. მან ზედიზედ მეორეჯერ შეინახა კარი […]

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა – “ვლოცულობ უკრაინისთვის”

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა - "ვლოცულობ უკრაინისთვის"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“ დატოვა. თორნიკე შენგელია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. “ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები”, – წერს სპორტსმენი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 30 წლის თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში ესპანური ბასკონიადან გადავიდა. აღნიშნულ საკალათბურთო გუნდში ქართველი ფორვარდი სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებდა. ინფოიმერეთი

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ პეტერბურგში აღარ გაიმართება – ის პარიზში გადაიტანეს

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ პეტერბურგში აღარ გაიმართება - ის პარიზში გადაიტანეს

ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება. ფინალს სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზი უმასპინძლებს. BBC-ის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ Uefa-ში განაცხადეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი Gazprom Arena-ს ნაცვლად Stade de France-ზე გაიმართება.

რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო

რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო

რაგბიში, საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს დაგეგმილი მატჩი გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. „შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ – ნათქვამია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში. „რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის […]

ბასილაშვილს დისკვალიფიკაცია ემუქრება? – ჩოგბურთელის სპონსორი გამოკითხვაზეა

ბასილაშვილი ხაჩანოვის დამარცხების შემდეგ 175.000 დოლარს მიიღებს

გაყიდული თამაშების საქმეზე ლონდონიდან  ჩოგბურთის ფედერაციის ანტიკორუფციული სააგენტოს საგანგებო მისია თბილისში ჩამოვიდა. ამ წუთებში  საქმის ფიგურანტების გამოკითხვები მიმდინარეობს, მათ შორის იკითხება ქართველი სპორტსმენის  სპონსორი, ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა. „პირველების” ინფორმაციით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები საქართველოს  ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდებიან. კითხვები გარიგებულ მატჩებს შეეხება. ნიკოლოზ ბასილაშვილსი ადვოკატის, ირმა ჭკადუას მტკიცებით, ეს ყველაფერი  სპორტსმენის დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია. ირაკლი […]

დღეს! – მამარდაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ

დღეს! - მამარდაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ

დღეს, 20 თებერვალს, ევროპის TOP 5 ლიგაში არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის დღის მატჩი “მესტალიაზეა” ჩანიშნული – გიორგი მამარდაშვილმა და “ვალენსიამ” “ბარსელონას” უნდა უმასპინძლონ. ქართველი მეკარე “ღამურებს” მშვენივრად დაუბრუნდა, თუმცა ბორდალასის გუნდი ამ სეზონში საკმაოდ ბევრს უშვებს და არასტაბილური დაცვის ხაზი ჰყავს… ხავის “ბარსელონა” ჯერჯერობით მძლავრი არაა, მაგრამ სეზონის სტარტთან შედარებით, უკეთეს ფორმაშია […]

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა

ბასილაშვილი ხაჩანოვის დამარცხების შემდეგ 175.000 დოლარს მიიღებს

დოჰას ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (22) ფრანგ არტურ რინდერკნეშს (61) დაუპირისპირდა და მარტივად 6:4 6:2 დაამარცხა, რის შემდეგაც ATP თასის ეგიდით კარიერაში მე-9 ფინალს ჩაატარებს. მატჩის სტარტი ჩვენთვის წარმატებული გამოვიდა, ნიკამ მე-5 გეიმში მეტოქის ჩაწოდება მოიგო და მიღებული უპირატესობაც აღარ გაანიავა. “ბასილა” თავის სტილში აგრესიული მძიმე დარტყმებით მოქმედებდა და მეტოქეზე გაცილებით უკეთაც გამოიყურებოდა. მეორე […]

ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ სკანდალში ეხვევა – მსოფლიოს 21-ე ჩოგანი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი

ნიკა ბასილაშვილი ოლიმპიადის 1/8 ფინალში გავიდა

მსოფლიოს 21-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა – როგორც უცხოური მედია , ESPN, წერს, ის გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი. გამოცემის ცნობით, ATP-ის ანტიკორუფციული ოფისი (ITIA) გამოძიებას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს. როგორც ESPN-ი წერს, ორგანიზაცია 2016 წელს გამართულ მატჩებს იკვლევს და თუ ბრალდება დადასტურდება, ქართველ ჩოგბურთელს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ელის. ბასილაშვილმა ბოლოს როტერდამის ტურნირზე ითამაშა, სადაც […]