ჭდე: ავარია

ქუთაისში პოლიციელი დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, როდესაც მათი ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული პოლიციელი გადაყვანილია საავადმყოფოში, მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება. შსს-ში „ინფო რუსთავს“ განუცხადეს, რომ  გამოძიება […]

თურქეთში ქართული მანქანა სამსუნი-ანკარის ტრასაზე კედელს შეასკდა – დაშავდა 5 ადამიანი

თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, ქალაქ ქავაკიდან სამსუნში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა სამსუნის ჰოსპიტალში გადაიყვანა. პოლიცია ავარიის მიზეზებს არკვევს. ინტერპრესნიუსი

გლდანში მანქანამ 30 წლის ქალი მოკლა

გლდანში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 30 წლამდე ასაკის ქალს შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  ნიუპოსტი

ომალოსთან მერსედესი ხევში გადავარდა

თუშეთის გზაზე, სოფელ ომალოსთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც თუშეთიდან თელავში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.

ავარია ბათუმთან – ოჯახის 1 წევრი დაიღუპა, 4 დაშავდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ავარიის დროს დაშავდა ორი ბავშვი, დედა და ბებია, ბავშვების მამა კი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ბავშვები ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება ბავშვების დედას და ბებიას, ისინი […]

ზესტაფონთან 3 ტრაილერი ხრამში გადავარდა

ზესტაფონთან სამი სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა და დაჯახების შედეგად ტრაილერები ხრამში გადავარდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მძროლები ადმინისტაციული წესით დაჯარიმდნენ.

რუსთავი-თბილისის ავტობანზე სატვირთო მოტოციკლს დაეჯახა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად 36 წლის მამაკაცი დაშავდა. მოტოციკლი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 36 წლის მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ყველა საჭირო სამედიცონო მომსახურება უტარდება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე […]

თურქეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – 24 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერზე რეჯეპ აკდაგზე დაყრდნობით BBC წერს. მანამდე ინფორმაცია 10 დაღუპულისა და 73 დაშავებულის შესახებ გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. გუშინ სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 360 ადამიანი გადაჰყავდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევა ტეკირდაღის პროვინციაში, ჩორლუს რაიონში მოხდა. მატარებელი კაპიკულედან სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა. იმედინიუსი

ავარია მახინჯაურში – მანქანა ბოძს შეეჯახა

მახინჯაურში რკინიგზის სადგურთან Toyota Prius-ის მძღოლი განათების ბოძს და ორ ქვეითს დაეჯახა. როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ორივე მოქალაქე ჰოსპიტალიზირებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და იჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, […]

“მძღოლი მთვრალი იყო” – დ.თ. რომელმაც თბილისში 3 ადამიანი იმსხვერპლა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროდან “ნიუპოსტს” აცნობეს, რომ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დ.თ. გამოავლინეს და დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, დ.თ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში […]

akhalitaoba.ge © 2017-2018