ჭდე: ავარია

ბულგარეთის ნაკრების 1 ავტობუსი თბილისში მეორეს შეეჯახა – 1 ფეხბურთელი დაშავდა

ბულგარეთის ნაკრების 1 ავტობუსი თბილისში მეორეს შეეჯახა - 1 ფეხბურთელი დაშავდა

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან. შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ეროვნული ნაკრების წევრები, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, ორ ავტობუსში მოთავსდნენ, რომელთაც პოლიციის ესკორტი მიაცილებდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, […]

ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა – 17 ადამიანი დაიღუპა

ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა - 17 ადამიანი დაიღუპა

ირანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 17 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით მგზავრი კი – დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მატარებელს 350-მდე მგზავრი გადაჰყავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანების, სამი შვეულმფრენისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზება მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევა ქალაქ ტაბასამდე 50 კილომეტრის მანძილზე არსებულ რკინიგზაზე მოხდა, რომელიც ქალაქს, ცენტრალურ ქალაქ იეზდთან აკავშირებს. […]

ჭოგნარში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

ჭოგნარში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

იმერეთში, სოფელ ჭოგნარში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. “დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. როგორც ჩანს, იტრიალა მანქანამ. მხოლოდ ბუჩქები და გვიმრებია მაგ ტერიტორიაზე. მძღოლს დაზიანებები საერთოდ არ მიუღია. შემთხვევა ახალმომხდარია და, ჯერჯერობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან”, _ უთხრეს “გურია ნიუსს”. მოგვიანებით “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ. უწყების ცნობით, მომხდარზე […]

ავარია ქარელში – 1 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. იპნ

თბილისში ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა ავარიის შედეგად თბილისში. ერთმანეთს მოტოციკლეტი და ველოსიპედი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ველოსიპედით მოძრავმა ახალგაზრდამ გზა ჩაუჭრა ბაიკერს, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ველოსიპედს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს. ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა. “ჩემი ქალაქი მკლავს”

მცხეთასთან მიკროავტობუსი ჯებირს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

მცხეთასთან მიკროავტობუსი ჯებირს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა

მცხეთასთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]

რუსთავში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

რუსთავში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ერთმანეთს “ბეემვეს”, “მერსედესისა” და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით ავარიის გამომწვევი მიზეზი გზაზე არსებული ორმოა. მძღოლმა საჭე ორმოს ააცილა რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ზესტაფონში 2 ადამიანი დაიღუპა – ტრაილერი ევაკუატორს დაეჯახა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 და 42 წლის მამაკაცები ემსხვერპლნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ევაკუატორი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. „პრაიმტაიმი“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ნინო სურგულაძე – “ტრაილერებს შორის ავარიაში მოვყევი და არ ვიცი, როგორ გადავრჩი”

ნინო სურგულაძე - "ტრაილერებს შორის ავარიაში მოვყევი და არ ვიცი, როგორ გადავრჩი"

ნინო სურგულაძე „რუსთავი 2“-ზე ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემას „სხვა კითხვები“ ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საბედისწერო ავარიაზე, რომელიც მას შეემთხვა: „ერთხელ მოხდა ასე, ტრაილერებს შორის მოხდა ავარია. მე, დედა და მძღოლი ვიყავი. არ ვიცი, როგორ გადავრჩით. არ მეშინოდა, იმიტომ, რომ ვიცოდი, დედასთან ერთად ვიყავი, რა საოცარი გრძნობა იყო… იგივე მითხრა დედამაც, სხვათა შორის, მაშინაც […]

ავარიას მარნეულში 2 ადამიანი ემსხვერპლა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოავარიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი კედელს, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი და არასრულწლოვანი დაიღუპნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია. იპნ