ჭდე: ავსტრია

საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ავსტრია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის შემდეგ ეტაპზე გავიდა

2 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სპორტის სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ავსტრია 98:73 დაამარცხა. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული დააყენა: გიორგი ცინცაძე, ტედ მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი. პირველი მეოთხედი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა 26:18. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო თორნიკე შენგელიას თამაში, რომელსაც პირველ მეოთხედში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (9 ქულა და […]

ავსტრიაში 16 წლის ქართველმა 88 წლის ქალი დააყაჩაღა

88 წლის ქალის დაყაჩაღების ბრალდებით 16 წლის ქართველი მოზარდი დააკავეს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში. გამოძიების ინფორმაციით, მოზარდი თავს დაესხა მოხუცს, ხელიდან ჩანთა და საფულე გასტაცა და მიიმალა. ძებნის შედეგად პოლიციამ ქართველი მოზარდი და მისი სირიელი თანამზრახველი დააკავა. ნიუპოსტი

ავსტრიაში 63 წლის კაციჭამია მამაკაცი დააკავეს

ავსტრიაში დააკავეს 63 წლის მამაკაცი, რომელიც ქალის მკვლელობაში, მისი გვამის დანაწევრებასა და სავარაუდოდ, შემდგომში საკვებად გამოყენებაშია ბრალდებული.ქალის სხეულის ნაწილები მაცივრის საყინულეში აღმოაჩინეს. გვამის თავი და სხვა ნაწილები იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც კანიბალს მისი კუთვნილი ნავი ჰყავდა დაყენებული. მამაკაცმა დაკითხვის დროს დანაშაული აღიარა. ნიუპოსტი

 11 მაღაზიის გაქურდვა – ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ავსტრიის სხვადასხვა ქალაქში 11 მაღაზიის გაქურდვა ედებათ ბრალად.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა 26 და 27 წლის ახალგაზრდებმა საერთო ჯამში, 3000 ევროს ღირებულების საქონელი მოიპარეს, დაკავებული პირები მართავდნენ ავტომობილს, რომელსაც ყალბი გერმანული სანომრე ნიშანი ჰქონდა, ერთ-ერთ მათგანს ფალსიფიცირებული მართვის მოწმობა ქონდა და ის ამჟამად საპატიმროში იმყოფება. ავსტრიამ მეორე დაკავებული […]

,,რუსეთი კლავს“ – ქართველი ემიგრანტები, დღეს, ავსტრიაში მდუმარე აქციას გამართავენ

დღეს, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება მდუმარე, სამგლოვიარო აქცია სახელწოდებით „რუსეთი კლავს“. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიზანია, პატივი მიაგოს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, გიორგი ანწუხელიძის, ასევე, 1989 წლის 9 აპრილსა და მას შემდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. აქცია გაიმართება 18:00 საათზე შვარცენბერგპლაცზე, რუსი ჯარისკაცის ძეგლთან.

ავსტრიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ავსტრიის დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქ შვეხატში, ლტოლვილთა თავშესაფარში ჩატარებული რეიდის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი მაღაზიების გაქურდვაში ედებათ. ავსტრიული მედიის ცნობით მათი ასაკი 31 დან 44 წლამდეა.

გიორგი აბაშიშვილი ავსტრიაში მსხვილი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით ორი უმსხვილესი ბიზნესკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობით არიან დაინტერესებულნი. გიორგი აბაშიშვილმა ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და საქართველოში მოიწვია. ევროპაში უმსხვილესი HR კომპანიის Trenkwalder აღმასრულებელ დირექტორთან ოქტაი ერკიაზთან შეხვედრისას გამოითქვა სურვილი, IT და სამედიცინო მიმართულების ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტების ევროპაში დასაქმებასთან […]

დღეს ავსტრიიდან ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება – ოჯახის დედამ თავის მოკვლა სცადა

ავსტრიიდან, ტალჰაიმ-ბაი-ველსში მცხოვრები ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება. ისინი საქართველოში დღეს უნდა გაადეპორტონ, – ამის შესახებ ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF იუწყება. როგორც ORF აღნიშნავს, ქალაქის მერმა ანდრეას სტოკინგერმა ქართული ოჯახის მხარდამჭერი კამპანიაც მოაწყო, რათა ისინი ქალაქში დარჩნენ. ის ოჯახს მას შემდეგ იცნობს, რაც ისინი სამი წლის წინ ტალჰაიმ-ბაი-ველსში დასახლდნენ. „ჩვენ ასეთი ოჯახები უნდა გამოვიყენოთ. მშვენიერი […]

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ავსტრიას ვენაში მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი მატჩი მოიგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიას ვენაში 78:64 სძლია და გერმანიასთან და სერბეთთან გასულ ნოემბერში განცდილი მარცხის შემდეგ, პირველად იმარჯვა. საქართელოს ნაკრებმა პირველ პერიოდში 19:5 აჯობა მასპინძლებს, ხოლო მეორე ათწუთეულში 21 ქულითაც დაწინაურდა. მეორე მეოთხედში გიორგი ცინცაძემ ტრავმა გაიმიზეზა და მოედანი თამაშის ბოლომდე დატოვა. ავსტრიელებმა პირველი სამქულიანი […]

თბილისის სპეცოპერაციის გაგრძელება ავსტრიაში – საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იქ, სადაც ჩატაევი და ბინის მეპატრონე ცხოვრობდნენ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში განვითარებული მოვლენების მასშტაბი საქართველოს ფარგლებს სცდება. აღნიშნული დღეს განცხადებით დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ისნის რაიონში მომხდარი შეაიარაღებული დაპირისპირება საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტად შეაფასა: „გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც, ყველას კარგად გვესმის რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და მიმდინარეობს გამოძიება.“- განაცხადა გახარიამ. თუმცა კონკრეტულად არ დაუსახელებია ქვეყნები, სადაც საგამოძიებო მოქმედებები […]

akhalitaoba.ge © 2017-2018