ჭდე: ასლან აბაშიძე

ასლან აბაშიძის პირადი ექიმი ილია ნაკაშიძე ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

ილია ნაკაშიძე პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის წევრია. ასლან აბაშიძის პირადი ექიმი აბაშიძის მმართველობის დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. როგორ მოხვდა “ქართულ ოცნებაში” და როგორ აფასებს ასლან აბაშიძის მმართველობას, რომელიც აჭარის ცნობილი მოვლენების დროს ცენტრალურ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა და რომლის ბრძანებითაც 2004 წლის 2 მაისს ჩოლოქის, ქაქუთისა და ცეცხლაურის ხიდები ააფეთქეს? სწორედ ამ საკითხებზე […]

ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში უკანონო მიშენება მოაშლევინეს

ასლან აბაშიძის რძალს, სალომე ბაჯელიძეს, რომელიც ვაჟა-ფშაველას N16-ში ახალაშენებულ მრავალბინიან სახლზე დაშენების სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებდა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აშენებული ფართობი მოაშლევინა. ამის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” წერს. მესაკუთრე ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი პროექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მითითება მისცეს, რაც მესაკუთრემ შეასრულა. უკანონოდ დაშენებული ფართობი უკვე მონგრეულია, ის სივრცე კი, რომელზეც დაშენების სამუშაოებს ატარებდნენ, პირვანდელ მდგომარეობაშია […]

ასლან აბაშიძის გარემოცვა ბათუმში 100-ნომრიან სასტუმროს აშენებს

100-ნომრიან სასტუმროს და საცხოვრებელ ბინებს, კაზინოს, საცურაო აუზს და სხვა გასართობი ობიექტების აშენებას ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ გეგმავს. ამ კომპანიას k2 კოეფიციენტის გაზრდაზე (სიმაღლეში ზრდა დასაშვებზე მეტად) აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა ბათუმის მერიაში. კომპანიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიისთვის ჯერ არ მიუმართია. კომპანიაში წილებს ფლობს ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, […]

78 წლის ასლან აბაშიძეს 45 წლის ქალმა მესამე შვილი გაუჩინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა. ასლან აბაშიძე 13 წელია, მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა. უმცროსი აბაშიძე აპრილში დაიბადა და მას ალექსანდრე დაარქვეს. ასლან აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან – მაგული გოგიტიძესთან, ორი შვილი – დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალის სახელი და გვარი, რომელმაც […]

ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში, შესაძლოა, საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ასლან აბაშიძე ჩამოვიდეს. მის წინააღმდეგ არაერთი ხმაურიანი საქმე იყო აღძრული. ყველაზე ძველი და გახმაურებული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეა. ამის გამო მასზე ინტერპოლითაც კი გამოცხადდა ძებნა. ამ დანაშაულიდან 25 წლისთავზე სასამართლომ ასლან აბაშიძეს განზრახ მკვლელობის მუხლი შეუცვალა. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო […]

akhalitaoba.ge © 2017-2018