ჭდე: აუდიტის სამსახური

ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის შეწირული 200.000 ლარი – აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა

მედიკოსების მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში აუდიტის სამსახური სასამართლოს შემომწირველების საბანკო გადარიცხვებისა და შემოსავლების დაინტერესების თხოვნით მიმართავენ. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ სასამართლოსგან ითხოვენ ნებართვას, მიიღონ წვდომა შემომწირველების დეკლარირებულ შემოსავლებზე. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 9 ოქტომბერს უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა იმ შემომწირველთა დეკლარირებულ შემოსავლებზე, რომლებმაც 1-5 ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის […]

აუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ ნაციონალებისთვის თანხის შეწირვას შეისწავლის

აუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში ნაციონალური მოძრაობისთვის განხორციელებული შემოწირულობის საკითხს შეისწავლის. „ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“,- განაცხადა გენერალურმა აუდიტორის ირაკლი […]

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურიდან გაუშვეს

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლომჯარია ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის, რომ ახალმა მთავარმა აუდიტორმა ძველი მოადგილეებიდან თანამდებობაზე მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი დატოვა: “მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება […]

დიმიტრი ქუმსიშვილი აუდიტის სამსახურს არ ეთანხმება

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია 2017 წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. – ბატონო დიმიტრი, რამდენად კარგად ახერხებს მთავრობა ვალის მართვას, რადგან სტრატეგია „საქართველო 2020“-ის მიხედვით სახელმწიფო ვალი მშპ-ის 40%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 43%-ია. თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც, ეს მაჩვენებელი იზრდება 54%-მდე და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება… ამასთან, აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო ვალის […]

აუდიტის სამსახურმა „ოცნების“ შემომწირველი ვერ იპოვა

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების, კერძოდ „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ შემომწირველების ფინანსურ მდგომარეობას სწავლობს. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით ჯერჯერობით მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ დამფინანსებლების ნაწილის გამოკითხვა მოხერხდა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი დამფინანსებლის გამოკითხვა იმის გამო ვერ შედგა, რომ ის იურიდიულ მისამართზე არ აღმოჩნდა და უწყება ვერ ჩაბარდა: – დაბარებული გვყავდა 3 პირი, აქედან ერთს არ […]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ირაკლი მექვაბიშვილი უხელმძღვანელებს

მმართველ გუნდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურა უკვე შერჩეულია. პირველი არხის ინფორმაციით, უმრავლესობაში აუდიტის სამსახურის მომავალ ხელმძღვანელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილება. პარლამენტი მომავალ კვირაში, საგაზაფხულო სესიას გახსნის, სადაც ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დამტკიცდება. რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს […]

akhalitaoba.ge © 2017-2018