ჭდე: აქცია

გორელმა მაღალჩინოსანმა აქციის მონაწილეს თავზე ვედრო დაამხო – ვიდეო

გორის მერის გადადგომის მოთხოვნით, მერიის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი კარალეთის დევნილთა დასახლებაში კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებას აპროტესტებდნენ. ანტისაოკუპაციო ჯგუფის წევრებმა შენობის წინ საკენკი და ფუნა დაყარეს. აქციის მიმდინარეობისას ინციდენტს ქონდა ადგილი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილეს თავზე ვედრო დაამხო. ექსკლუზიურ კადრებს ტელეკომპანია დია ავრცელებს. ნიუპოსტი #დიანიუსი "დიას" ექსკლუზივი: მერიის ადმინისტრაციის უფროსი […]

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა – სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე დღეს საღამოს შეხლა-შემოხლა მოხდა. მათი მხარდამჭერები ბანერებით კარვის აწყობას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა ორგანიზაცია “დასავლეთის პლატფორმის” თანადამფუძნებელი კრისტინა პუშერი, რომელმაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. როგორც კრისტინა პუშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაოცებულია იმით, რომ ასეთ მცირერიცხოვან აქციაზე ამდენი პოლიციელია მობილიზებული. […]

ომეგა ჯგუფმა ფინანსთა სამინისტროსთან აქცია გამართა

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა „ომეგას“ კომპანიებმა მუშაობა სრულფასოვნად შეძლონ. აქციის მონაწელეთა თქმით, ფინანსური პრობლემები ხელოვნურად არის შექმნილი და ამის გამო 1500-მდე დასაქმებული მესამე თვეა მუშაობას ვერ ახერხებს. სამინისტროსთან შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უმოკლეს ვადებში მოგვარდეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით შექმნილი პრობლემები. „ომეგას“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ ისინი 52 მილიონზე მეტი საბიუჯეტო დავალიანების გადახდაზე […]

უჩა ნანუაშვილი – „რუსთაველზე პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს“

უფრო და უფრო იძაბება ვითარება შვილმოკლული მამების ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე. შვილმოკლული მამები, რომლებიც სამართლებრივი მიმართულებით კონკრეტულ შედეგს ითხოვენ, აქციას მართავენ. პოლიციამ მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია, იყო დაპირისპირებაც. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციაზე პოლიტიკურ პარტიებსაც ექნებათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. არის თუ არა უმართავი პროცესის საფრთხე და რა პარალელები […]

„დღეს ბანერებით, ხვალ კი ავტომატებით“ – მასობრივი აქცია რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ

„დღეს ბანერებით, ხვალ კი ავტომატებით“ – ასეთი შეძახილები ისმის რუსეთის დედაქალაქში. მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვში დემონსტრაცია სახაროვის მოედანზე მიმდინარეობს და მასში ათი ათასამდე ადამიანია ჩართული. აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი სერგეი უდალცოვია. „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი ამბობს, რომ მანიფესტაციაში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობს. უფლებადამცველების თქმით, აქციას ექსცესების […]

თბილისის გეზ-თან აქცია გრძელდება – მძღოლებს იქაურობა ჩახერგილი აქვთ

17 სექტემბრის 16:00 საათიდან ამ დრომდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ შეწყვეტილია სამუშაო პროცესი. გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი. გუშინ, მძღოლებსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ლერი ბარნაბიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეები თბილისის გეზის ტერიტორიაზე რჩებიან […]

”არ დავიშლებით, სანამ ფინანსთა მინისტრი ბრძანებას არ შეცვლის” – ტრაილერების მძღოლები შემოსავლების სამსახურთან აქციას აგრძელებენ – ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ტრაილერების მძღოლების აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ ფინანსთა მინისტრი მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და კანონს ხორბლის გადატანასთან დაკავშირებით არ გააუქმებს. აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ გზის საავტომობილო მონაკვეთი, სავალი ნაწილი დატოვეს და ეკონომიკურ ზონასთან გადაინაცვლეს, რომელიც ამ დრომდე […]

300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლი საპროტესტო აქციას მართავს

თბილისში, შემოსავლების სამსახურის ტვირთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე 300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლია შეკრებილი. აქციის მონაწილეები კანონს ხორბლის გადატანის აკრძალვასთან დაკავშირებით აპროტესტებენ და ბრძანების გაუქმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონი მათ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის და ზარალს აყენებს. მსგავს მდგომარეობაში კი ჯამში ხორბლის შემომტანი 3.000-მდე მძღოლია. მძღოლები მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის […]

შავი ზღვის უნივერსიტეტის  სტუდენტები აქციებით იმუქრებიან

შავი ზღვის უნივერსიტეტის  სტუდენტები აქციებს აანონსებენ. ისინი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. სტუდენტები განათლების სამინისტროსთან აქციას 23 აგვისტოს გამართავენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. „შეუფერებელია მინისტრის განცხადებები და მინისტრის პასუხები. ის არ იყო მზად ჩვენთან შეხვედრისთვის, მან პირდაპირ გვითხრა, რომ არ იყო კომპეტენტური. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია 23 აგვისტოს […]

ლათინოამერიკული სერიალების დაბრუნების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართება

ლათინოამერიკული სერიალების ქართულ ტეკლესივრცეში დაბრუნების მოთხოვნით დღეს საღამოს 6 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია იგეგმება. რამდენად რეალურია აქციის ჩატარება უცნობია, თუმცა ღონისძიების ფეისბუკგვერდზე ადამიანები სრული სერიოზულობით წერენ, რომ აქციას შეუერთდებიან.

akhalitaoba.ge © 2017-2018