ჭდე: ბათუმი

ბათუმში მეზობელმა 12 წლის გოგო გააუპატიურა

ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში 12 წლის გოგო გააუპატიურეს. ბრალდებული არასრულწლოვანის მეზობელია. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარზე გამოძიება საქმე 140-ე მუხლით არის აღძრული რაც სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სრულწლოვან მამაკაცს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნიუპოსტი

ბათუმში ახალგაზრდა გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა

ბათუმში, აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაზე, მიკროავტობუსი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი

ბათუმში საცხოვრებელ სახლში გაზქურა აფეთქდა

მ.აბაშიძის 60 ნომერში, საცხოვრებელ სახლში გაზქურა აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv ავრცელებს. გაზქურის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა სახანძრო სამაშველო ბრიგადა უსაფრთხოების მიზნით გამოიძახეს. მეზობლები ყვებიან, რომ აფეთქების დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ამიტომ რისკების თავიდან ასაცილებლად, სასწრაფო და სახანძრო ბრიგადებს დაურეკეს, რომლებიც ადგილზე მალევე მივიდნენ. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სახიფათო არაფერია.

მზიან ამინდში ბათუმი ნისლით დაიფარა

მზიანი ამინდის მიუხედავად, ბათუმის დიდი ნაწილი ნისლმა დაფარა. სინოპტიკოსთა განცხადებით, მოვლენაში განსაკუთრებული არაფერია, გარდა იმისა, რომ ნისლი ამჯერად იშვიათი ფორმით გავრცელდა. – ჩვეულებრივი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენაა, მიწის ზედაპირის თბილი ტემპერატურისა და ჰაერის ცივი მასების ზემოქმედების შედეგი. თუმცა ნისლი შეიძლება სხვადასხვა ორიგინალური და იშვიათი ფორმით გავრცელდეს, რასთანაც ამჯერად გვაქვს საქმე,- განუცხადეს 1tv-ს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში.

ბათუმში შტორმის შედეგად სანაპირო ზოლი დაბინძურდა

ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ ნაგავი და ხის ტოტები გამორიყა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, შტორმი 5 ბალს აღწევს. ზღვაში საშტორმო მდგომარება ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. როგორც ბათუმის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, სანაპიროს დასუფთავებას ბათუმის მერიის შპს “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლები დილის 05:00 საათიდან დაიწყებენ.

ბათუმში 23 წლის თეონა კალანდაძეს ეძებენ

გოგოს მეორე დღეა ეძებენ. თეონა კალანდაძე სახლიდან გუშინ გავიდა, ოჯახმა და სამარალდამცველებმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. დაკარგულის ოჯახის განცხადებით, ის ბოლოს ჭოროხის შესართავთან ნახეს. მათივე თქმით, ახალგახრდა გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. იმედინიუსი

ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ბათუმში გაჩერებულ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტს მანქანის მეპატრონემ განუცხადა, ცეცხლის გაჩენა მანქანის ტექნიკურ გაუმართაობას არ უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

ბათუმში მე-9 სართულიდან 45 წლის კაცი გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ლერმონტოვის 103 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან 45 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი

ბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა

ბათუმში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა. როგორც დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში თქვეს, მათ სხვადასხვა ზედაპირული მრავლობითი ჭრილობები და დამწვრობები აღენიშნებოდათ. ექიმების თქმით, მათ ძირითადად ზედა კიდურის, მტევნისა და თითების არეში ჰქონდათ ჭრილობები. მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ, ისინი სახლში გაწერეს. ცნობილია, რომ ქუთაისში პიროტექნიკით 12 ადამიანი დაშავდა. იმედინიუსი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

akhalitaoba.ge © 2017-2018