ჭდე: ბაიერნი

ბაიერნი ზიდანის ვარიანტს განიხილავს

მიუნხენის ბაიერნი ამჟამად კრიზისშია და ნიკო კოვაჩი შესაძლოა მალე დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი ერთ-ერთ ვარიანტად ზინედინ ზიდანს განიხილავს, რომელიც ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებს. ზიდანის სამსახურით ბევრი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედი, მაგრამ თვითონ ზიზუ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ზიდანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის მალე დაბრუნდება ფეხბურთში.

რობერტ ლევანდოვსკი: ”ბაიერნში თავს მარტოსულად ვგრძნობდი”

რობერტ ლევანდოვსკიმ დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც მას ბაიერნიდან წასვლა სურდა. ლევანდოვსკის თქმით ის ბაიერნში თავს მარტოსულად გრძნობდა და გუნდი მას სათანადოდ არ ეხმარებოდა: ”ერთი პერიოდი ცუდად ვთამაშობდი და მაშინ ბაიერნის მხრიდან თავს მიტოვებულად ვგრძნობდი. სწორედ ამიტომ ამ გუნდიდან წასვლა მინდოდა, მაგრამ ამჟამად სხვა სიტუაციაა და მინდა რომ ბაიერნთან ერთად მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწიო”– განაცხადა […]

რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა ისევ სურს

რობერტ ლევანდოვსკის ისევ სურს ბაიერნიდან წასვლა და ბაიერნის ხელმძღვანელობამ იცის ამის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით ისინი ლევანდოვსკის გაშვებას არ აპირებენ. ლევანდოვსკის რამდენიმე ინგლისური გუნდი ეპატიჟება, მაგრამ მას ბაიერნთან 2021 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, ამიტომ მიუნხენელების თანხმობის გარეშე არაფერი გამოვა. ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, თუმცა ბოლო სეზონში მას ხშირად […]

ბენჟამინ პავარდი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა

საფრანგეთის ნაკრების და შტუტგარტის მცველი ბენჟამინ პოვარდი მომავალ სეზონში ბაიერნის ღირსებას დაიცავს. ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ბაიერნმა შტუტგარტს 35 მილიონი ევრო გადაუხადა. პოვარდმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაშით გამოიჩინა თავი და მან არგენტინას ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა. მისმა ასეთმა თამაშმა ბუნებრივია გრანდების ყურადღება მიიპყრო და ფრანგი მცველი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა, სადაც მისი რამდენიმე თანამემამულე თამაშობს.

ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა სურს

რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნის დატოვება სურს და ამაზე უკვე მისი აგენტიც საუბრობს. აგენტის თქმით ლევანოდვსკი ბაიერნს პატივს სცემს, უბრალოდ მას კარიერაში ახალი გამოწვევები სჭირდება და ეს არის მიზეზი რის გამოც პოლონელ ფეხბურთელს ბაიერნიდან წასვლა სურს. ლევანდოვსკის რამდენიმე კლუბი ეპატიჟება და ის სავარაუდოდ კარიერას ინგლისში გააგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდში. ყველაზე მეტად მისი შეძენა მანჩესტერ […]

ლევანდოვსკი სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებს

მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლევანდოვსკიმ თავის აგენტს სთხოვა რომ მას ახალი გუნდი მოუძებნოს. პოლონელი ფორვარდის შეძენა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ლევანდოვსკი კარიერას. აღსანიშნავია ისიც რომ თვითონ ლევანდოვსკის არ დაუდასტურებია ის ინფორმაცია რომ მას ბაიერნიდან წასვლა სურს. ლევანდოვსკი ბაიერნის ღირსებას 2014 წლიდან […]

ტომას მიულერი: ”ჯერ არაფერი დასრულებულა”

მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა ტომას მიულერმა რეალთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდისთვის ჯერ არაფერი დასრულებულა და მადრიდში ბაიერნი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს: ”ძალიან სამწუხაროა რომ წავაგეთ, რადგან ამას არ ვიმსახურებდით. იღბალი დღეს ჩვენს მხარეს არ იყო. წინ კიდევ 90 წუთია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მჯერა რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია”–განაცხადა ტომას მიულერმა. ბაიერნმა რეალთან საკუთარ მოედანზე 1:2 […]

სერხიო რამოსი: ”რთული თამაში მოვიგეთ”

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა რომ ბაიერნის წინააღმდეგ მის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა რეალმა კარგ შედეგს მიაღწია. რამოსის თქმით განმეორებითი შეხვედრა ასევე რთული იქნება: ”ნამდვილად გაგვიჭირდა, რადგან ბაიერნი ძლიერი გუნდია, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. ჯერ ფინალში არ გავსულვართ, რადგან განმეორებითი შეხვედრა წინ არის, სადაც ყურადღებით უნდა ვიყოთ”–განაცხადა სერხიო რამოსმა.

რობერტ ლევანდოვსკი: ”რეალს დავამარცხებთ”

ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ რეალთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა რომ მისი გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და რეალის დამარცხება შეუძლია. ლევანდოვსკის აზრით ამ დაპირისპირების ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტენ: ”ვფიქრობ იდეალური მომენტია იმისთვის რომ რეალი დავამარცხოთ, რადგან გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები მშვენიერ ფორმაში არიან. წინ მძიმე მატჩები გველის, სადაც ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანი იქნება”–განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ. […]

ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდეს – ვიდეო

17 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენის “ბაიერნთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. Adjarasport-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი მიუნხენში იმყოფებსა, სადაც “ბაიერნი“-“სევილიას“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე (0:0) დაპატიჟეს. ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია, რომელიც ახლახანს „სამტრედიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კვარაცხელიას შეძენით დონეცკის “შახტარიცაა” დაინტერესებული.

akhalitaoba.ge © 2017-2018