ჭდე: ბორჯომი

ავარია ბორჯომში – დაიღუპა 27 წლის კაცი

მსხვერპლით დასრულა ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა. ავტომობილის მძღოლი, 27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

მთელი ღამის განმავლობაში 60-მდე მეხანძრე მაშველი ცდილობდა ბორჯომში, საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა ცოცხალი ძალა, ვინაიდან სახანძრო-სამაშველო მანქანები ცეცხლის კერას ვერ უახლოვდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ხანძრის კერასთან რთული რელიეფია. როგორ საგანგებო სიტუაციაების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მოსახლეობამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ვინაიდან ტერიტორია, სადაც ხანძარია, დასახლებული პუნქტიდან 5-6 კილომეტრით არის დაშორებული. […]

საპარტნიორო ფონდი “ბორჯომი ლიკანს“ “ყაზმუნაი გაზისგან“ გამოისყიდის და მერე გაყიდის

– საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანს“ „ყაზმუნაი გაზისგან“ გამოისყიდის, – ამის შესახებ BM.ge-ის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა. – როგორც ცნობილია, ამჟამად 50% არის საპარტნიoრო ფონდის, მეორე 50% კი – ყაზმუნაი გაზის“. ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა აქტივი გაყიდოს. მათ ჩვენ შემოგვთავაზეს სასტუმროს 50%-ის შეძენა, რადგან პირველი შეთავაზების უფლება […]

ბორჯომში ”ოცნების” აქცია დასრულდა – პოლიცია ადგილზე რჩება

ბორჯომის ყოფილი გამგეობის შენობის წინ, სადაც “ქართული ოცნების” აქცია მიმდინარეობდა დასრულდა. ადგილზე იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრები, აქტივისტები და მათ შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ბოლო დღეებია მედიასთან არ გამოჩენილა და არანაირი კომენატარი არ გაუკეთებია. “ქართული ოცნების” წევრების მთავარი მოთხოვნაა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება და საკრებულოს სხდომის ჩატარება, სადაც თავიდან იქნება განხილული საშტატო ნუსხისა და […]

ბორჯომში “ქართული ოცნების” აქცია იწყება – გადადგეს ზაზა ჩაჩანიძე!

ბორჯომში “ქართული ოცნების” აქცია იწყება. მათი მთავარი მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობის დატოვებაა. მათი თქმით, რეგიონში ყველა პოლიტიკური კრიზის შემქმნელი ჩაჩანიძეა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამის შესახებ ბორჯომის საკრებულოს “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გიუაშვილი საუბრობდა. მისი თქმით, დილიდან ბორჯომში პარტიის წევრები ხალხის მობილიზებას ახდენდნენ.

ბორჯომში პოლიციელების მობილიზების მიზეზს შსს განმარტავს

ბორჯომში პოლიციელებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. უწყების ცნობით, ისინი ბორჯომში საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის […]

ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც საკრებულოსთან, ისე მერიასთან ასევე განთავსებულია სატვირთო ავტომანქანები და ავტობუსები, რომლებითაც ბორჯომში პოლიციელები ჩაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის გარდა, ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. – დილით ადრევე არის მობილიზებული არნახული რაოდენობა სპეცრაზმელების, სამართალდამცველების. გადაღებული გვაქვს არაერთი კადრი. მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რამდენიმე სატვირთო მანქანა იყო. იმედია, ეს სამართალდამცველები არიან ჩვენს დასაცავად […]

“ბორჯომი” ნიუ იორკის ქუჩებში

აშშ-ში მცხოვრები ქართველი დავით შუბლაძე სოციალურ ქსელში ნიუ იორკის ქუჩაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მთავარი სიურპრიზი ფოტოზე ასახული სატვირთო მანქანაა, რომელსაც „ბორჯომის“ პროდუქცია გადააქვს. ამ ფოტოს დავით შუბლაძის მეგობრების გამოხმაურებები მოჰყვა: Armaxsovs Gio სადა კაცო უსაში? o.O David M Shubladze ხო ახალ იორკში :დ Armaxsovs Gio შით იორკში 😀 David M Shubladze Armaxsovs Gio  · 8 ч Armaxsovs Gio არმეგონა თუ ყიდულობდნენ მანდაც ^_^ რაღირს ისე […]

ლელა კაკულია – “ვხედავ სამ ადამიანს, რომლებმაც ბორჯომში ცეცხლი გააჩინეს”

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი სამმა ადამიანმა გააჩინა. წინასწარმეტყველის თქმით, ბორჯომში ხანძრის გაჩენის შესახებ მან 8-10 წლის წინ იწინასწარმეტყველა და საკუთარ წიგნში დაწერა. „მე დავინახე სამი ადამიანი. დივერსიას გავს ეს ყველაფერი. იმ სამ ადამიანზე, რომელსაც მე ვხედავ, აუცილებლად ილაპარაკებენ, ტელევიზით გახმაურდება ეს ამბავი… რუსეთმა რაც საქართველოს გაუკეთა და უკეთებს, […]

ბორჯომი – ხანძრის ჩაქრობაში ჯარი ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო. საგანგებო შტაბის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო. ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის, ათასზე მეტი სამხედრო, სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს […]

akhalitaoba.ge © 2017-2018