ჭდე: ბრაზილია

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი გახდა

ბრაზილიის ნაკრების ახალი კაპიტანი ნეიმარი იქნება, რომელიც ამ პოზიციაზე ტიაგო სილვას შეცვლის. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, რომლის თქმითაც ნეიმარი მორალურად გაიზარდა და მას შეუძლია ბრაზილიის ნაკრებს უკაპიტნოს. ამ თემაზე ნეიმარმაც ისაუბრა და თქვა რომ მისთვის ეს დიდი პატივია და მას კარგად ესმის რა პასუხისმგებლობა აქვს კაპიტანს. ნეიმარი ორი წლის წინ […]

ბრაზილიელი რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს

მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს და ის თავს კარგად გრძნობს. რონალდო იბიცაზე იმყოფებოდა, როდესაც ის მოულოდნელად ცუდად გახდა და ყოფილი ფეხბურთელი ადგილობრივ დაავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და რონალდომ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობაც გადაუხადა: ”რამდენიმე დღე საავადმყოფოში მომიწია ყოფნა, მაგრამ ამჟამად ყველაფერი კარგად არის. ყველა ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც ჩემს მიმართ თანადგომა გამოხატა”–განაცხადა […]

ბრაზილიაში ორთავიანი ხბო დაიბადა – ვიდეო

ბრაზილიაში, გოიასის შტატში მდებერე ერთ-ერთ ფერმაში 2-თავიანი ხბო დაიბადა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ცხოველი, რომელსაც ბოთლიდან რძეს ასმევენ. ხბოს 5 დღის განმავლობაში ხელით კვებავდნენ, თუმცა ძალისხმევის მიუხედავად, ის მოკვდა. ივნისში ავსტრალიურ ფერმაში მუტანტი ცხვარი დაიბადა, რომელსაც 2 ტანი, 8 ფეხი და 1 თავი ჰქონდა. იმედინიუსი

მსოფლიოს პირველობიდან ბრაზილიაც გავარდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი ბრაზილიისა და ბელგიის გუნდებს შორის. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა. პირველ ტაიმში გაშვებულ ორ ბურთს ბრაზილიელებმა მეირე ნახევარში მხოლოდ ერთით უპასუხეს და 1:2 დამარცხდნენ. ბელგია ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში ურუგვაის 2:0 მოუგო.

ბრაზილიამ მექსიკას მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა – ვიდეო

მერვედფინალურ შეხვედრაში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკის ნაკრები დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები მექსიკის კარში ნეიმარმა თამაშის 50-ე წუთზე და ფირმინომ 88-ე წუთზე გაიტანეს.

ბრაზილიამ კოსტა რიკა დიდი გაჭირვებით დაამარცხა

ბრაზილიის ნაკრებმა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და 5 გზის მსოფლიო ჩემპიონებს საკმაოდ გაუჭირდათ ამის გაკეთება. ბრაზილიელების მეტოქე კოსტა რიკა იყო, რომელმაც დაცვითი ტაქტიკა აირჩია და ბრაზილიელებს ამან პრობლემები შეუქმნა. მატჩის ბოლო წუთამდე ანგარიში 0:0 იყო და მხოლოდ 90-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ შეძლო გოლის გატანა. ამ გოლმა ბრაზილიელები დაამშვიდა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში […]

პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა და თქვა რომ მათ გუნდურობა აკლიათ. პელეს აზრით მხოლოდ ნეიმარი არ არის საკმარისი რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო: ”ჩვენ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით ეს ნეიმარს ეხება, მაგრამ გუნდური თამაში უნდა გამოვასწოროთ. მხოლოდ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, რადგან მას სხვებიც უნდა დაეხმარნონ”–განაცხადა პელემ. პელეს ასეთი განცხადება ცოტათი […]

პაულინიომ ტრავმა მიიღო

ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ძირითადმა ფეხბურთელმა პაულინიომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. პაულინიომ ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანში შეძლებს ის მოედანზე გასვლას. პაულინიოს არყოფნა ბრაზილიის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ის მუდმივად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში. პაულინიო შარშან გახდა ბარსელონას მოთამაშე და წლევანდელი სეზონი მან საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და […]

ბრაზილიაში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

ბრაზილიის შტატ სან-პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა. შტატის სახანძრო სამსახურის ცნობით, შემთხვევის დროს სახლში ადამიანები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან. თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. პირველი

ბრაზილიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცეცხლი წაუკიდეს

ბრაზილიაში დემონსტრანტებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. თავს დაესხნენ სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. ბრაზილიელები პრეზიდენტ მიშელ ტემერის გადადგომას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების გაუქმებას ითხოვენ. დემონსტრაციები აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო – პრეზიდენტი დეპუტატთა პალატის ყოფილი თავმჯდომარისთვის 630 ათასი დოლარის ქრთამის გადახდის განკარგულებას გასცემს, დუმილის სანაცვლოდ. აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების […]

akhalitaoba.ge © 2017-2018