ჭდე: ბრაზილია

ბრაზილიაში ორთავიანი ხბო დაიბადა – ვიდეო

ბრაზილიაში ორთავიანი ხბო დაიბადა - ვიდეო

ბრაზილიაში, გოიასის შტატში მდებერე ერთ-ერთ ფერმაში 2-თავიანი ხბო დაიბადა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ცხოველი, რომელსაც ბოთლიდან რძეს ასმევენ. ხბოს 5 დღის განმავლობაში ხელით კვებავდნენ, თუმცა ძალისხმევის მიუხედავად, ის მოკვდა. ივნისში ავსტრალიურ ფერმაში მუტანტი ცხვარი დაიბადა, რომელსაც 2 ტანი, 8 ფეხი და 1 თავი ჰქონდა. იმედინიუსი

მსოფლიოს პირველობიდან ბრაზილიაც გავარდა

მსოფლიოს პირველობიდან ბრაზილიაც გავარდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი ბრაზილიისა და ბელგიის გუნდებს შორის. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა. პირველ ტაიმში გაშვებულ ორ ბურთს ბრაზილიელებმა მეირე ნახევარში მხოლოდ ერთით უპასუხეს და 1:2 დამარცხდნენ. ბელგია ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში ურუგვაის 2:0 მოუგო.

ბრაზილიამ მექსიკას მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა – ვიდეო

ბრაზილიამ მექსიკას მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა - ვიდეო

მერვედფინალურ შეხვედრაში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკის ნაკრები დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები მექსიკის კარში ნეიმარმა თამაშის 50-ე წუთზე და ფირმინომ 88-ე წუთზე გაიტანეს.

ბრაზილიამ კოსტა რიკა დიდი გაჭირვებით დაამარცხა

ბრაზილიამ კოსტა რიკა დიდი გაჭირვებით დაამარცხა

ბრაზილიის ნაკრებმა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და 5 გზის მსოფლიო ჩემპიონებს საკმაოდ გაუჭირდათ ამის გაკეთება. ბრაზილიელების მეტოქე კოსტა რიკა იყო, რომელმაც დაცვითი ტაქტიკა აირჩია და ბრაზილიელებს ამან პრობლემები შეუქმნა. მატჩის ბოლო წუთამდე ანგარიში 0:0 იყო და მხოლოდ 90-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ შეძლო გოლის გატანა. ამ გოლმა ბრაზილიელები დაამშვიდა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში […]

პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა

პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა და თქვა რომ მათ გუნდურობა აკლიათ. პელეს აზრით მხოლოდ ნეიმარი არ არის საკმარისი რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო: ”ჩვენ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით ეს ნეიმარს ეხება, მაგრამ გუნდური თამაში უნდა გამოვასწოროთ. მხოლოდ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, რადგან მას სხვებიც უნდა დაეხმარნონ”–განაცხადა პელემ. პელეს ასეთი განცხადება ცოტათი […]

პაულინიომ ტრავმა მიიღო

პაულინიომ ტრავმა მიიღო

ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ძირითადმა ფეხბურთელმა პაულინიომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. პაულინიომ ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანში შეძლებს ის მოედანზე გასვლას. პაულინიოს არყოფნა ბრაზილიის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ის მუდმივად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში. პაულინიო შარშან გახდა ბარსელონას მოთამაშე და წლევანდელი სეზონი მან საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და […]

ბრაზილიაში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

ბრაზილიაში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

ბრაზილიის შტატ სან-პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა. შტატის სახანძრო სამსახურის ცნობით, შემთხვევის დროს სახლში ადამიანები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან. თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. პირველი

ბრაზილიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცეცხლი წაუკიდეს

ბრაზილიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცეცხლი წაუკიდეს

ბრაზილიაში დემონსტრანტებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. თავს დაესხნენ სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. ბრაზილიელები პრეზიდენტ მიშელ ტემერის გადადგომას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების გაუქმებას ითხოვენ. დემონსტრაციები აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო – პრეზიდენტი დეპუტატთა პალატის ყოფილი თავმჯდომარისთვის 630 ათასი დოლარის ქრთამის გადახდის განკარგულებას გასცემს, დუმილის სანაცვლოდ. აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების […]

ბრაზილიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა

ბრაზილიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა

ბრაზილიის ნაკრები გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიელებმა საკუთარ მოედანზე პარაგვაის ნაკრები 3-0 დაამარცხეს. შეხვედრა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების სრული უპირატესობით წარიმართა და მათ ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვეს. გოლები შეხვედრაში, კოუტინიომ, ნეიმარმა და მარსელომ გაიტანეს. მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე გახდა, ბრაზილიელები შესანიშნავ […]

ბრაზილიამ ურუგვაის მონტევიდეოში მოუგო _ პაულინიოს ჰეთთრიკი და ნეიმარის სუპერგოლი

ბრაზილიამ ურუგვაის მონტევიდეოში მოუგო _ პაულინიოს ჰეთთრიკი და ნეიმარის სუპერგოლი

დღეს დილით მონტევიდეოში გაიმართა მსოფლიოს პირველობის შესარჩევი მატჩი ურუგვაისა და ბრაზილიას შორის. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლი პენალტით ედინსონ კავანიმ გატამა _ 1:0. ამის შემდეგ გოლები მხოლოდ სტუმრებმა შეაგდეს. ჯერ პაულინიომ გაათანაბრა ანგარიში _ 1:1. შემდეგ მანვე მეორედ აიღო ურუგვაის კარი, რასაც ნეიმარის ტრადიციული სუპერგოლი მოჰყვა _ 1:3. მატჩს საბოლოო წერტილი იმავე პაულინიომ დაუსვა, რომელნაც გამოიყენა […]