ჭდე: ბრალის წარდგენა

გია თვალავაძეს ბრალი წარედგინა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს, გია თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალი წარედგინა, -ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. აღნიშნული პირი დღეს სუს-ში ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე […]

”ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს, ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალი წარედგინა. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი […]

გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს

გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს, – ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. “მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებიდან გამომდინარე შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამ დრომდე ჩვენ მტკიცებულებები არ გვქონდა გადმოცემული. ახლა გადმოგვეცა. გამომძიებელმა დაიწყო გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა. ჩვენი სურვილი იყო, რომ დეტალურდ მიგვეწოდებინა გამოძიებისთვის ინფორმაცია. […]

akhalitaoba.ge © 2017-2018