ჭდე: ბრალის წაყენება

აზერ სულეიმანოვს ბრალი წაუყენეს

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა დატოვა. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პარლამენტის წევრი წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის ასევე აცხადებს, რომ მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეში მონაწილეობა არ მიუღია. “ეს პროკურატურის მორიგი პოლიტიკური თამაშია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების წინააღმდეგ. ეს იყო უბრალოდ შაბლონური კითხვები, მე არ ვარ […]

მირზა სუბელიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მირზა სუბელიანს წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ ბრალი წაუყენეს. „მას ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 336 მუხლით წარუდგინეს. რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სუბელიანმა თავი დამნაშავედ ცნო“ – თქვა სუბელიანის ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის […]

ზურაბ იდოიძეს ბრალი ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის წაუყენეს – იდოიძე ბრალს არ აღიარებს

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. იდოიძის ადვოკატის თქმით მის დაცვის ქვეშ მყოფს სუსმა ბრალი 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით წაუყენა, რაც ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს.თავად იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. – ეს არის ტერორისტული ორგანიზაციისათვის ხელშეწყობა. სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმას მე-23 ნაწილი, ამ მუხლით წაუყენეს […]

ოთარ აბესაძეს ბრალი წაუყენეს

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ოთარ აბესაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. საქმის ერთ-ერთი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მათ უკვე გადაეცათ საქმის მასალები, თუმცა, ბრალდებულის თხოვნით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ბრალის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია დღესვე სასამართლოში გადაიგზავნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის […]

akhalitaoba.ge © 2017-2018