ჭდე: გადადგომა

პრემიერი კვირიკაშვილი გადადგა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა. „დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა – მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა […]

კვირიკაშვილი – “ჩემი გადადგომის დრო ჯერ არ დამდგარა”

– მე ჩემი თანამდებობა, არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის და მისი მხარდამჭერების მოთხოვნას გამოეხმაურა, მთავრობის გადადგომის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება პრობლემა არ არის, თუმცა მისივე განცხადებით, დღეს “ამის სიტუაცია ” არ არის, […]

”არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილების სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა” – ირაკლი შოთაძემ გადადგომის მიზეზები განმარტა

– მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილების სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა, – ასე მიმართავს აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს. შოთაძე მიიჩნევს, რომ რომ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას და დარწმუნებულია, […]

”ეს იყო ღირსეული ნაბიჯი” – ივანიშვილმა შოთაძის გადადგომა შეაფასა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება. თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა. მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა […]

ირაკლი შოთაძე გადადგა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თანამდებობიდან გადადგა, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც დაწერა. შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოზარდების მკვლელეობის საქმეს უკავშირდება. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ირაკლი შოთაძის გადადგომა გახლდათ.

სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი გადადგა – ”პაშინიანი მართალი გამოდგა, მე შევცდი”

ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა.სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 17 აპრილს აირჩია. პარლამენტში კენჭისყრა, ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სარგსიანი იკავებდა უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც […]

ბათუმის პორტის დირექტორი დანიარ მუჰამედ-რახი გადადგა – შიმშილობა შეწყდა

ბათუმის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პორტის გენერალური დირექტორი დანიარ მუჰამედ-რახი თანამდებობიდან გადადგა. ბათუმის პორტის თანამშრომლები 2 აპრილს გაიფიცნენ, ათმა მათგანმა შიმშილობაც დაიწყო. ისინი პორტის დირექტორის გადადგომას და რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვდნენ. 4 აპრილს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, რადგან პორტის ხელმძღვანელობამ რეორგანიზაცია შეაჩერა, თუმცა მოშიმშილეები აქციას განაგრძობდნენ. იმედინიუსი

კვირიკაშვილის ნათესავი გურამ ასათიანი გადადგა – რატომ დააკავეს მისი 5 თანამშრომელი

პრემიერ-მინისტრის ნათესავმა, გურამ ასათიანმა, რომლის ხელქვეითებიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ცნობილია, მისი განცხადება უკვე დაკმაყოფილდა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად გურამ ასათიანმა ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის გურიის სამმართველოს ტერიტორიაზე „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფს შესვლის საშუალება არ მისცეს. დაკავებულების ახლობლებთან გასაუბრება ჟურნალისტმა გურიის პოლიციის დეპარტამენტთან შეძლო. მათი თქმით, მათ ნათესავებს კორუფციულ გარიგებასთან […]

პაპუნა უგრეხელიძე გადადგა – ”უნდა ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება”

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება თავის „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა. „ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება” – წერს უგრეხელიძე. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პგანცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს. 24 […]

გურამ ზესაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი აღარ არის

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი შეიცვალა. არსებული ინფორმაციით, გურამ ზესაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, უწყებაში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება. – გურამ ზესაშვილი ამჟამად აღარ იკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, უწყებაში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება, – განუცხადეს “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

akhalitaoba.ge © 2017-2018