ჭდე: გადარჩენა

გრიგოლეთში სომეხი ქალი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა გრიგოლეთში სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. 33 წლის ქალი მაშველებმა ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა ადგილზე აღმოუჩინეს. მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიუპოსტი

მაშველებმა თეთნულდზე პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს – ვიდეო

მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში აღმოჩნდნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. 54 წლის კაცს საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა. მაშველებმა ტურისტები თეთნულდის წვერვალიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმედინიუსი მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს მესტია – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა,თეთნულდის […]

ბათუმთან ზღვაში მაშველებმა საფრანგეთის 4 მოქალაქე გადაარჩინეს

ბათუმთან, შავი ზღვიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტურისტები სანაპიროდან 5 კმ-ში კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს. ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

”ძალიან გამიმართლა” – როგორ გადარჩა მეხდაცემული რუსი ტურისტი

რუსეთის მოქალაქეს მყინვარწვერზე მეხი დაეცა, სამაშველო ვერტმფრენმა რუსი ტურისტის კლინიკაში გადმოყვანა ვერ შეძლო, რის გამოც ევაკუაცია კერძო საფრენი აპარატით განხორციელდა. რუსეთის მოქალაქე ამ წუთებში სტეფანწმინდის ჰოსპიტალში მკურნალობს. ვლადისლავ პოპოვი მომხდარს „კურიერთან“ საუბრისას იხსენებს. „7-8 კაცი ვიყავით რუსეთიდან, ავდიოდით მწვერვალზე, ორი უკვე ასული იყო და დანარჩენები ჯერ ქვემოთ ვიყავით, 10 მეტრი მაშორებდა, მაგრამ რა მოხდა, არ […]

საუკუნის გადარჩენა – ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ყველა ბავშვი და მათი მწვრთნელი ამოიყვანეს – ვიდეო

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი 12-ვე ბავშვი და მათი მწვრთნელი გაადარჩინეს. ყველა მათგანი გამოქვაბულიდან გამოიყვანეს. შეგახსენებთ, 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ იპოვეს. სამაშველო ოპერაცია დროში იყო […]

კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა – ვიდეო

ჩინეთში კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს. შემთხვევა ქალაქ ხუაიხუაში მოხდა. გამვლელმა შენიშნა ბავშვი, რომელიც გისოსებში გაძვრა და ფანჯრიდან გადაეკიდა. კადრებში ჩანს კაცი, რომელმაც მე-5 სართულზე ასვლა მოახერხა და ბავშვი გადავარდნისგან იხსნა. მსგავსი შემთხვევა 28 მაისს პარიზშიც მოხდა, როცა მალელმა მიგრანტმა ბავშვი მე-4 სართულიდან გადავარდნისგან იხსნა. იმედინიუსი

მაშველებმა მტკვრიდან 16 წლის გოგო ამოიყვანეს

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, გალფის გასამართ სადგურთან, მაშველებმა მტკვრის დინების მიერ გატაცებული გოგო გადაარჩინეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შესული შეტყობინებისთანავე სამაშველო ჯგუფი ადგილზე გავიდა. სამაშველო განყოფილების მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს 16 წლის გოგო. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. გოგოს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დიანიუსი

akhalitaoba.ge © 2017-2018