ჭდე: გარდაცვალება

დუშეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს – მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით – მკვლელობის (სსკ-ის 108-ე) და თვითმკვლელობამდე მიყვანას (სსკ-ის 115-ე) მუხლით მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალები არ ვრცელდება. ნიუპოსტი

რუსთავში 40 წლამდე კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში, XII მიკრო რაიონში 40 წლამდე კაცი ბინაში გარდაცვლილი ახლობლებმა იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყოფილი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი, ორი მოწვევის დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა. ყოფილი დეპუტატი 64 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, ის 1992-1996 წლებისა და 2012-2016 წლების მოწვევის დეპუტატია. ფრიდონ საყვარელიძე იყო „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. ასევე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ […]

Temptations-ის ყოფილი სოლისტი დენის ედვარდსი გარდაიცვალა – ვიდეო

ამერიკული მუსიკალური ჯგუფ The Temptations- ის ყოფილი სოლისტი დენის ედვარდსი აშშ-ში 74 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ინფორმაციას პორტალი TMZ ავრცელებს. ედვარდმა ჯგუფში 1968 წელს ვოკალისტი დევიდ რაფინი შეცვალა. მისი სოლისტობის დროს The Temptations-მა ჩაწერა კომპოზიცია Papa was a Rollin’ Stone, რომელიც “როკ-ენ-როლის შემქმნელ 500 სიმღერაში“ შევიდა. მან შეასრულა ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა Cloud Nine, Ball of Confusion […]

გურჯაანის სკოლის სამასწავლებლოში პედაგოგი იზა ბეჟაშვილი გარდაიცვალა

გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა. პედაგოგი სამასწავლებლოში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და დილით სასწავლო პროცესის დაწყებამდე გარდაიცვალა. – დილით სკოლაში მოვიდა. სამასწავლებლო ოთახში იყო და საუბრობდა, როდესაც ცუდად გახდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, თუმცა მის მოსვლამდე გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის პრობლემაა. იზა ბეჟაშვილი ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, სკოლაში დაახლოებით 40 წელი მუშაობდა, – ამბობს […]

14 წლის მარიამ სამხარაძე მოულოდნელად მამას ჩააკვდა ხელში

ბაღდათის სოფელ როხში ტრაგედია დატრიალდა -14 წლის მარიამ სამხარაძე მოულოდნელად მამას ჩააკვდა ხელში. გუშინ ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონიათ, პედაგოგი იხსენებს, რომ ბავშვი თავს მშვენივრად გრძნობდა, არ უთქვამს, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დღეს დილით გაუღვიძია და მამისთვის უთქვამს, მუცელი ძალიან მტკივაო, შინ მხოლოდ ერთი აბი ნო-შპა ჰქონიათ – მამას ის დაულევინებია, მაგრამ ტკივილი არ შემსუბუქებია და რამდენიმე […]

ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დაკარგული 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს

ახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მაშველებმა 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. მამუკა ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას მაშინ შეატყობინა, როდესაც ახლობლებთან ძებნის შემდეგ კვალს ვერ მიაკვლია. მეზობლებმა ძებნიაური ბოლოს სარწყავი არხის ტერიტორიაზე შეამჩნიეს. მამუკა ძებნიაურს ოთხი […]

გიორგი ჭანტურია 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი ჭანტურია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას ცხრა წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებებსა და სხვა მრავალ მეგაპროექტს კურირებდა. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ […]

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

დღეს დილით პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმის თქმით, დილის 8 საათისთვის მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შობის დილას არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) გარდაიცვალა – ,,ჩვენი ეკლესიის ცოცხალი მემატიანე“

დღეს დილით, ქაშუეთის ეკლესიის მოძღვარი, არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე წერს: ,,სამწუხარო ინფორმაცია… ამ დილით გარდაიცვალა არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)… p.s.არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) 1977 წლის 23 დეკემბრიდან გვერდით ედგა უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორეს,ჯერ მართავდა უწმიდესის მანქანას,ხოლო 1978 წლის 28 სექტემბრიდან 1987 წლამდე იყო პატრიაქის პროტოდიაკონი,მახსოვს […]

akhalitaoba.ge © 2017-2018