ჭდე: გაყიდვა

ბიტფაირიმ გლდანის დატა ცენტრი გაყიდა

ბიტფაირი ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია, რომელთანაც მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ემსახურება მიზნად. „გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას გააგრძელოს წარმატებული გაფართოვება აზიის ბაზარზე“, – განაცხადა ვავილოვმა. Bitfury-მ თბილისის […]

თოიძის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა ჭონქაძეზე 12 მილიონად გაიყიდა – აქ 80 ადგილიანი სასტუმრო უნდა აშენდეს

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12.505.000 ლარად, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად გაიყიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ასტორიამ“ გაიმარჯვა და აუქციონის პირობების მიხედვით, არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 10 […]

როდის გაიყიდება ქართული თევზი ევროკავშირში

ქართული თევზის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე ამ დრომდე არავის განუხორციელებია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა შავი ზღვის ეკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი ევროპის ბაზარზე დაუშვა, ამ შესაძლებლობით ჯერჯერობით არავის უსარგებლია. “საქმის კურსს” სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ არცერთ ბიზნეს სუბიექტს მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის მოთხოვნით არ მიუმართავს. ევროკავშირმა საქართველო ივნისში დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე […]

ზარაფხანა იყიდება

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე „ზარაფხანას“ შენობა იყიდება. საუბარია 16.000 კვადრატულ მეტრამდე კეთილმოწყობილი ფართის მქონე 26.795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე. როგორც კომპანიის Colliers International Georgia ვებგვერდზეა აღნიშნული, სახელმწიფოსგან საკუთრების გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა – 2.100.000 დოლარია (მათ შორის დაგროვილი გადასახადები და ჯარიმები); 1.700.000 დოლარი კი 2019 წლის მესამე კვარტლამდე (გადახდები უნდა განხორციელდეს კვარტალურად) არის გადასახდელი. როგორც განცხადებაშია […]

პატარკაციშვილები თბილისის ცირკს ყიდიან – საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია

თბილისის ცირკის შენობა იყიდება. ქონების საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია. როგორც კომპანია Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატული მეტრია. ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი კი 4,750 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ. მეტრი ფართის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი […]

akhalitaoba.ge © 2017-2018