ჭდე: გაძევება

სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა გამოცემა Громадське-ს განუცხადა. „დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა“, – აღნიშნა მან. დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა.

უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა გააძევეს

რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა უკრაინიდან გააძევეს და ქვეყანაში სამი წლით შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ალიონა გიტლიანსკაიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. „რუსი პროპაგანდისტი ანა კურბატოვა, რომელთან მიმართებაშიც მიღებულია გადაწყვეტილება იძულებით გააძევონ უკრაინიდან, გადაკვეთა უკრაინა-რუსეთის საზღვარი. მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამი წლით შემოსვლა ეკრძალება. გადაწყვეტილება მიღებულია კურბატოვას საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც ზიანს […]

akhalitaoba.ge © 2017-2018