ჭდე: გიორგი კვირიკაშვილი

დაიბარებენ თუ არა კვირიკაშვილს დაკითხვაზე – მთავრობაში ამბობენ, რომ ხელშეუხებელი არავინაა

ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია მზად არის, ყველა მასალა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდს და დაწყებულ გამოძიებას ეხება პროკურატურას გადაუგზავნოს. ეს განცხადება ქობულიამ ცოტა ხნის წინ „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა. „სათანადო დეპარტამენტები აწვდიან ინფორმაციას,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ. კითხვაზე – დაიბარებენ თუ არა კვირიკაშვილს დაკითხვაზე, მთავრობაში ამბობენ, რომ ხელშეუხებელი არავინაა. ქუმსიშვილი-ალავიძის სკანდალთან დაკავშირებით კომენტარი ინფრასტრუქტურის მინისტრმაც გააკეთა. […]

ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ – ”მაშინ მისთვის არ უნდა დაგვეთმო”

პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ პრემიერს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა და ცვლილებების ჩაგდებაში, გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელმა უმრავლესობას მისი განხორციელების საშუალება არ მოსცა. აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. „ჩვენი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები […]

კვირიკაშვილი – ”საჯარო აქტივობა დავასრულე”

საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სვეტიცხოველში წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდა. კვირიკაშვილს ჟურნალისტებმა შეფასება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით სთხოვეს, ასევე დაინტერესდნენ, გააგრძელებდა თუ არა მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საჯარო აქტივობას. „რა პოლიტიკაზეა საუბარი, დღესასწაულზე ვარ მოსული. სხვა კომენტარს არ […]

მარგველაშვილი – ”რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? რა დააშავა ამ ადამიანმა? მე პასუხი არ მაქვს”

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში კომენტარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლაზეც გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე კითხვები არა მხოლოდ პარტნიორებს არამედ, რიგით მოქალაქეებსაც აქვთ. „ისე გამოჩნდა თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში თურმე გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდგომ რატომ გაქრაპოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან […]

გიორგი კვირიკაშვილი ”ქართული ოცნებიდან” გარიცხეს?

ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდანა” გარიცხეს. პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.41.ge პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში გიორგი კვირიკაშვილი აღარ ირიცხება. აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკური საბჭოს წევრად გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე აირჩიეს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კვირიკაშვილის გარიცხვას ადგილი არ ჰქონია. „გარიცხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, გიორგი კვირიკაშვილი, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბუნებრივია, […]

ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე

„ქართული ოცნების“ შეხვედრიდან „თაიმერისთვის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური დეტალი გახდა ცნობილი: თბილისის მერმა, კახი კალაძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: – საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენოთ, ის ღირსეული პრემიერია. ამის შემდეგ, როგორც ჩვენი წყარო ყვება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას ჩანაწერი „აუფრიალა“, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა […]

დღე უკანასკნელი – გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის კანცელარიის აივანზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. ფოტოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს.

პრემიერი კვირიკაშვილი გადადგა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა. „დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა – მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა […]

კვირიკაშვილი მიდის – პრემიერის პოსტი შესაძლოა მამუკა ბახტაძემ დაიკავოს

სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში – პარტია “ქართული ოცნება” ამ წუთებში საგანგებო შეხვედრას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება.არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობის მეთაურს შეცვლის. მედიაში საუბრობენ, რომ კვრიკაშვილის სავარძელს შს მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, თუმცა ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე შესაძლოა ფინანსთა მინსიტრი მამუკა ბახტაძე ვიხილოთ. სამთავრობო ცვლილებები ამით არ ამოიწურება. კულუარული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი […]

კვირიკაშვილი: მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

2018 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.5% შეადგენს და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პოზიტიური ზრდის ტენდენციები ნარჩუნდება როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი საწარმოების ბრუნვის და დასაქმებისმაჩვენებლებშიც. „რამდენიმე დღის წინ, 2018 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის […]

akhalitaoba.ge © 2017-2018