ჭდე: გლდანის ციხე

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გლდანის #8 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” ადვოკატმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის იარაღი ამ დრომდე არ არის ამოღებული, რაც ეჭვებს ბადებს, რომ სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. […]

გლდანის ციხესთან ხანძარია

გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე ხანძრის ფართობს ვერ აკონკრეტებენ. როგორც უწყებაში imedinews-ს განუცხადეს, ცეცხლი გაჩნდა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და იწვის ბალახის საფარი. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

akhalitaoba.ge © 2017-2018