ჭდე: გორი

გორელმა მაღალჩინოსანმა აქციის მონაწილეს თავზე ვედრო დაამხო – ვიდეო

გორის მერის გადადგომის მოთხოვნით, მერიის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი კარალეთის დევნილთა დასახლებაში კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებას აპროტესტებდნენ. ანტისაოკუპაციო ჯგუფის წევრებმა შენობის წინ საკენკი და ფუნა დაყარეს. აქციის მიმდინარეობისას ინციდენტს ქონდა ადგილი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილეს თავზე ვედრო დაამხო. ექსკლუზიურ კადრებს ტელეკომპანია დია ავრცელებს. ნიუპოსტი #დიანიუსი "დიას" ექსკლუზივი: მერიის ადმინისტრაციის უფროსი […]

ავარია გორში – დაშავებულია ორსული

ავარია გორში – ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 176 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

2 ავარია გორში – დაშავებულებს შორის 1 მცირეწლოვანია

გორში, კომბინატის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანა 9 წლის ბავშვს დაეჯახა. გოგონა ,,გორმედში” გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც დღეს გორში მოხდა. თამარ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მანქანა გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი ქალი დაშავდა, ისინი ,,ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, […]

გორში ბიძა-დისშვილი პენსიონერი მამის დაყაჩაღებისთვის დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ […]

გორში პოლიციელი სცემეს – ქალაქის ცენტრში სამართალდამცველები არიან მობილიზებული

„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, რამდენიმე მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა გორში, ქალაქის მთავარ გამზირზე, სტალინის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ. დამატებითი დეტალები უცნობია, შსს მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოგვიანებით გეგმავს.

გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დაახრჩვეს

ექსპერტ-კრიმინალისტები გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი. გამოძიება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიებზეც მუშაობს. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, ის გადაკვალიფიცირდეს. რუსთავი 2

ავარია გორთან – დაიღუპა 1 მამაკაცი

გორთან ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვავს გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გორი: სტალინის ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი დავარქვათ – ვინ მოუწოდებს “მაროს” წევრების ჩაქოლვისკენ

საინიციატივო ჯგუფ “მაროს” წევრების მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. ჯგუფის წევრებმა ერთი თვეა, რაც სტალინის ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მათ მიმართ აგრესია ფეისბუქში სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. „ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა კიდევ უფრო რთული შედეგები მოჰყოლოდა ამ საქმეს, ამიტომ მივმართეთ შსს-ს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულზე სამართალდამცავებს […]

გორში 17 წლის ბიჭი მოკლეს

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის მოკლულია. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. შინაგან სამეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ნიუპოსტი

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვნენ

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბაქოსკენ მიმავალ გზაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე ბაქოში მიდიოდნენ. ავტობუსში 20-მდე ბავშვი და 10-მდე მშობელი იმყოფებოდა, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

akhalitaoba.ge © 2017-2018