ჭდე: გურამ კაშია

გურამ კაშია უეფამ დააჯილდოვა

გურამ კაშია უეფამ დააჯილდოვა

გურამ კაშიამ უეფას მიერ ახალდაწესებული equal game-ის ჯილდო მოიგო. ეს ჯილდო იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც ხელს უწყობენ ფეხბურთის ხელმისაწვდომობის და თანასწორუფლებიანობის პოპულარიზაციას ევროპაში. კაშიამ 2017 წლის ოქტომბერში მხარზე ცისარტყელის ფერის სამკლაური გაიკეთა, რითიც დაგმო ლგბტ პირებზე განხორციელებული ძალადობა. სავარაუდოდ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უეფამ კაშია დააჯილდოვა. ქართველი ფეხბურთელი თავის ჯილდოს 30 აგვისტოს […]

გურამ კაშია ოფიციალურად სან ხოსეს ფეხბურთელია

გურამ კაშია ოფიციალურად სან ხოსეს ფეხბურთელია

გურამ კაშია კარიერას ამერიკის გუნდ სან ხოსეში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია სან ხოსეს წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა. კაშია ამერიკაში ჩაფრინდება და უახლოეს დღეებში კონტრაქტზეც  მოაწერს ხელს. აღსანიშნავია ისიც რომ სან ხოსეში ვაკო ყაზაიშვილიც თამაშობს, რომელიც მანამდე ვიტესში კაშიას თანგუნდელი იყო და ისინი კვლავ ერთ კლუბში იქნებიან. კაშია ვიტესში 2010 წელს გადავიდა და ჰოლანდიური კლუბის ღირსებას ის 8 […]

გურამ კაშია კარიერას სან ხოსეში გააგრძელებს

გურამ კაშია კარიერას სან ხოსეში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სავარაუდოდ კარიერას ამერიკაში, კერძოდ კი სან ხოსეში გააგრძელებს. კაშია 2010 წლიდან ჰოლანდიური ვიტესის ღირსებას იცავს და ამ გუნდის შემადგენლობაში მან 245 შეხვედრა ჩაატარა. სან ხოსეს მხრიდან დაინტერესება რამდენიმე კვირაა არსებობს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მალე ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება. აღსანიშნავია რომ სან ხოსეში უკვე თამაშობს ერთი ქართველი ვაკო ყაზაიშვილის სახით […]

გურამ კაშია – ამდენი ზიზღი არასდროს მიგრძვნია

გურამ კაშია - ამდენი ზიზღი არასდროს მიგრძვნია

„ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ ჰოლანდიურ ინტერნეტ გამოცემა voetbalprimeur.nl-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გახმაურებული თემის – ლგბტ პირთა მხარდასაჭერ სამკლავურთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. – ეს ძალიან რთული სიტუაცია იყო. სიძულვილი, ზიზღი, შეურაცხმყოფელი სიტყვები -ამგვარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მხრიდან არასოდეს მინახავს. არადა, აქამდე თითქოს ჩემს ქვეყანაში ფავორიტი ვიყავი და ყველას ვუყვარდი, მაგრამ ამ ამბის […]

გორის სტადიონზე პოლიციაა მობილიზებული

გორის სტადიონზე პოლიციაა მობილიზებული

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 17 საათზე გორში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს კვიპროსთან გამართავს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, სტადიონზე გულშემატკივარი უკვე იკრიბება. სტადიონზე შეინიშნება სამართალდამცველთა მობილიზებაც. როგორც ცნობილია, ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებული 24 ფეხბურთელს შორის არის გურამ კაშიაც, რომლის სამკლავურმა ლგბტ თემის მხარდასაჭერად, საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გორში მატჩს დაესწრებიან ქართული მარშის წევრები, რომლებიც კაშიას ნაკრებიდან წასვლას […]

ბაია პატარაია – “ქართველი ფაშისტი კაცები მე და ჩემ დაქალებს კი არა, ძალაუფლების მქონე ჰეტერო კაცებს დაერივნენ”

”ლევან კობიაშვილი სანდრო ბრეგაძეს და გია კორკოტაშვილს დაემუქრა - გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა... ფეხბურთის ფედერაციის შენობას ლგბტ ფერებში შევღებავთ”

გურამ კაშიას ირგვლივ მიმდინარე ამბებს ბაია პატარაიამ ფეისბუქში ასეთი პოსტი მიუღვნა: “კაშიას ამბავზე ვიტყვი: ლგბტ ადამიანების უფლებებს თემის წევრების გარდა ცოტა ადამიანი და ჯგუფი თუ იცავს საქართველოში ღიად; ძირითადად ქალები და ძირითადად ფემინისტები, განცხადებებით იქნება ესა თუ 17 მაისს ფიზიკურად აქციაზე ყოფნით. დღემდე მეუბნებიან ხოლმე ტრენინგებსა და შეხვედრებზე – “რატო იცავთ ელგებეტეებს? მათ არავინ ესხმით […]

ელისო კილაძე – ”ბერა ივანიშვილი კაშიას მხარეზეა, მარშისტებო, აიტ!”

„არ დამასწრეს ჩხრეკას, იმიტომ რომ ჩაგიდეს" 

ელისო კილაძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო: ”ბერა ივანიშვილი გურამ კაშიას თანადგომას უცხადებს და მიუღებელს უწოდებს მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას. მარშისტებო,აიტ? გადაინაცვლეთ ჩირგვებში? #არაძალადობას #თანადგომაკაპიტანს”

კალაძე _ ”არ ვიცი, რატომ უნდა გაირიცხოს კაშია ნაკრებიდან”

კალაძე _ ”არ ვიცი, რატომ უნდა გაირიცხოს კაშია ნაკრებიდან”

კახა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას გუნდიდან გარიცხვას ეწინააღმდეგება. ეს განცხადება თბილისის არჩეულმა მერმა საკუთარ შტაბში გააკეთა. მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ხედვები და დააფიქსიროს თავის აზრი. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გარიცხონ კაშია ნაკრებიდან. “არ ვიცი, რატომ უნდა გაირიცხოს, რა დააშავა კაშიამ. მე ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე […]

გიორგი მარგველაშვილი – ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას!

გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფეხბურთელ გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. პრეზიდენტის თქმით, მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. “ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების […]

თორნიკე ოქრიაშვილი: “ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი, მაგრამ გურამ კაშიას გვერდით ვარ””

თორნიკე ოქრიაშვილი: "ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი, მაგრამ გურამ კაშიას გვერდით ვარ""

– მხოლოდ ჩემი მისაღები თუ იქნებოდა გადაწყვეტილება, ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი. რთულია, როცა გუნდის კაპიტანი ხარ და სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გაქვს. ამ დროს კლუბის ინტერესებსაც ითვალისწინებ და ბევრ სხვა გარემოებას. ამიტომ, მიჭირს კაშიას გადაწყვეტილების შეფასება, მაგრამ პატივს ვცემ მას. მე საკმაოდ ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ არ გამეკეთებინა ეს სამკლაური. რაც შეეხება საზოგადოების […]