ჭდე: დავით როსტომაშვილი

დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6-10 წელი მიესაჯათ

დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ქუთელიას 7 წლით, აგაჯანოვს 6 წლით, ხოლო ბექა კირვალიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიუპოსტი

“როსტომაშვილი პატიმრებს უსწორდებოდა… ამიტომ კაცურად სცემა ჩემმა შვილმა”- რა ხდება როსტომაშვილის საქმეზე დაკავებულთა სასამართლოზე

საქალაქო სასამართლოში დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავდაპირველად ბექა კირვალიძე დავით როსტომაშვილის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა შემდგომში ყაჩაღობის ბრალდება წაუყენეს. მასთან ერთად დაკავებულია მისი ორი მეგობარიც, ზურაბ ქუთელია და არტიომ აგაჯანოვი. ბრალდების განცხადებით, მათ დავით როსტომაშვილს ცემისას ოქროს სამკაული ჩამოგლიჯეს. სამივე ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ყაჩაღობას უარყოფს. დაკავებულების უკმაყოფილებას […]

შსს-მ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა

სამართალდამცავებმა მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ცნობით, დაკავებული პირი ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ დაკავებული ის პირია, რომელმაც ბადრაგირების დროს გაქცევა მოახერხა. – შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2017 წლის 14 ივნისიდან ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ძებნილი, 1992 წელს დაბადებული ბ.კ. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ […]

პროკურატურამ დავით როსტომაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის გაქცევის ფაქტზე სამ პოლიციელს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ზ. გ.-ს, ა. ტ.-ს და ი. ქ.-ს ბრალი წარუდგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილით,. – გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის […]

ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და დააკავეს უდანაშაულო ადამიანი – ზურაბ ქუთელიას ადვოკატი

– სამართალდამცველებმა ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და დააკავეს უდანაშაულო ადამიანი, – ეს განცხადება, მსახიობსა და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ზურაბ ქუთელიას ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ გააკეთა. დაცვის მხარის მტკიცებით, სამართალდამცველებმა უდანაშაულო ქუთელია მას შემდეგ დააკავეს, რაც როსტომაშვილი ცემის ფაქტი ვერ გახსნეს და დაკავებული ბექა კირვალიძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაექცათ. – სამართალდამცველებმა ვერ გახსნეს […]

ნიკა მემანიშვილი – როსტომაშვილი საშინელი მევახშეა, რომელიც ხალხს ქუჩაში ყრის

უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი “ფეისბუქზე” წერს: ერთ-ერთ იუმორისტს თავს დაესხნენო. არადა მევახშეა გაქანებული, ასი ოჯახი ჰყავს გამწარებული. – ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გვაქვს ურთიერთობა, ვინც მაგ საკითხზე მუშაობს და მევახშეების სიებია ჩამოწერილი, ვისაც ათობით და ასობით ბინები აქვს გადაფორმებული მოსახლეობისგან. იმ სიაში ძალიან მოწინავე ადგილზე ბრძანდება დავით როსტომაშვილი. ის არამარტო იუმორისტია, არამედ არის საშინელი მევახშე, რომელიც ხალხს […]

akhalitaoba.ge © 2017-2018