ჭდე: დავით ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე – ჩანაწერებიდან გამომდინარე, „ოცნება” ემსგავსება გაუგებარ ორგანიზაციას, რომელსაც თან უნდა მაფიოზობანა ითამაშოს და თან ყოველდღე გაჟონვა აქვს ინფორმაციის

ჩანაწერებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება” ემსგავსება გაუგებარ ორგანიზაციას, რომელსაც თან უნდა მაფიოზობანა ითამაშოს და თან ყოველდღე გაჟონვა აქვს ინფორმაციის, – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრი დავით ჭიჭინაძე გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს, რომლებშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ. როგორც ჭიჭინაძე ამბობს, სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება. „ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვები ფაქტობრივად მოხსნილია, როგორც […]

დავით ჭიჭინაძე – “ირაკლი კობახიძეს ლოგიკა საერთოდ არ გააჩნია – “პატრიოტთა ალიანსთან” პოლიტიკური ვალდებულებები არ მაქვს”

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს. – ბატონო დავით, თქვენი პოლიტიკური მომავალი “პატრიოტთა ალიანსს” უკავშირდება? თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მათ რიგებში გაწევრიანდეთ. – არა, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი არის. “პატრიოტთა ალიანსში”, მას შემდეგ, რაც ნატო ჩხეიძემ დატოვა, გარკვეული ტექნიკური პრობლემა შეიქმნა. […]

დავით ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძეს დეგრადირებული უწოდა – “მისი ყურება ძალიან ძნელია”

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და  “პატრიოტთა ალიანსში” გადავიდა. მისი თქმით, ის იძულებული გახდა დატოვოს მმართველი გუნდი. მან პარლამენტის თავმჯდომარე მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მიიღო კობახიძის პარლამენტი.  პარტიაში გაწევრიანების შესახებ თხოვნა კი მან ირმა ინაშვილისგან მიიღო. „ამ პარლამენტმა თავისი როლი ამოწურა საერთოდ და ნებისმიერი საღად […]

დავით ჭიჭინაძე – “ქართული ოცნების” დატოვებას არ ვაპირებ”

რატომ წყინთ ზარდიაშვილობა “ოცნების” ლიდერებს, ვისზე ცდილობს ხელების შეწმენდას ირაკლი კობახიძე, რას ფიქრობენ მის გარიცხვაზე პარტიაში, რა საიდუმლო ოთახებია პარლამენტში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესაუბრება. – “ქართული ოცნებიდან” გარიცხვის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ? – მშვენივრად ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნებიდან” ვერავინ გამრიცხავს. “ქართული ოცნება” არის ის ხალხი, რომელიც 2012 […]

ნუკრი ქანთარია – “გულუბრყვილობა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით ჭიჭინაძის გარიცხვა არ იცოდა და ეს ამ ხუთმა კაცმა გადაწყვიტა”

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, საპრეზიდენტო არჩევნებზე მინდა გკითხოთ, რატომ ვერ ასახელებს “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს და პრეზიდენტი მარგველაშვილიც რატომ ვერ იღებს აქამდე გადაწყვეტილებას, იყაროს თუ არა მეორე ვადით კენჭი? – გიორგი მარგველაშვილს აქამდე ალბათ იმიტომ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ჯერ […]

დავით ჭიჭინაძე გია ვოლსკიზე – “დაბერდა… მაგის მსგავსად კომკავშირელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი არ ვყოფილვარ”

დავით ჭიჭინაძე “ქრონიკა პლიუსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მსგავსად „კომკავშირელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი“ არ ყოფილა და „ძველი და ახალი“ კომკავშირელები ერთმანეთს ახლა იმიტომ უგებენ. „მესმის, რომ ადამიანს რაღაც ბრალდება წაუყენო, მაგრამ ვოლსკიმ განაცხადა, რომ მე, თურმე, პარტიის დესტაბილიზაციას ვიწვევ და რადგან „ქართული ოცნება“ მმართველი ძალაა, პარტიის დესტაბილიზაციით სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ვიწვევ და ხუთეულმაც ამიტომ […]

„დავით ჭიჭინაძე განსხვავებული მოსაზრებებისთვის დასაჯეს“ – ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსთან და საზოგადოების წევრთან თანამშრომლობს: „ჭიჭინაძეს შემთხვევა ნათელი ილუსტრაციაა, რომ ადამიანი, რომელმაც გამოთქვა განსხვავებული მოსაზრება მთელ რიგ საკითხებზე დანარჩენი „ქართული ოცნების“ დეპუტაციისგან, დასაჯეს. დასაჯეს იმით, რომ „ქართული ოცნების“ რიგებიდან გარიცხეს, მაგრამ ვფიქრობ, „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვა […]

”ქართული ოცნებიდან” გარიცხვას დავით ჭიჭინაძე სიცილით შეხვდა

“ქართულმა ოცნებამ” დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა. როგორც ჭიჭინაძემ გადაცემა “პოლიტმეტრში” აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული. „არ ველოდი ნამდვილად, მეცინება, რაც განცხადებაში წერია და ცოტა გაუგებარია, ერთი რამე ვიცი მე, რომ ზოგადად დეპუტატი ვალდებულია ამომრჩევლის წინაშე იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი განცხადებები არ იწყვევდა ამომრჩევლების გაღიზიანებას და ჩემი მხარდამჭერები იყვნენ „ქართული ოცნების“ […]

”ქართულმა ოცნებამ” დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა. „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის […]

დავით ჭიჭინაძე: „თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ“

თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ჭიჭინაძის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორ ინფორმაციას უწოდებს. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ის „ახალი კონსტიტუციის […]

akhalitaoba.ge © 2017-2018