ჭდე: დაჭრა

საბურთალოზე 19 წლის ბიჭი ყელისა და თავის არეში დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება „დრიმთაუნში“ – გუშინ ღამით, საცხოვრებელი კორპუსის დაცვის თანამშრომელი ცივი იარღით დაჭრეს, 19 წლის ბიჭი სამი ჭრილობით, ყელის და თავის არეში გვიან რამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. თვითმხილველების განცხადებით, დაჭრის ფატს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება დაცვის ტანამშრომელსა და ადგილობრივ მაცხოვრებელს შორის. დაჭრის ფაქტი კი მას შემდეგ მხოდა, რაც დაზარალებულმა თავდამსხმელს […]

რუსთავში 2 ბაიკერი დაჭრეს – ვიდეო

რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილები ბაიკერები არიან. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მსუბუქი დაზიანება კისრის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი მხარზე. “შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორივეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვრეტი ჭრილობა ერთს მხარის ხოლო მეორეს კისრის არეში, დამუშავდა ჭრილობები, ერთი პაციენტი მხარის ჭრილობით გადაყვანილია […]

ბათუმში შვილმა დედა ყელში დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 50 წლამდე ქალს შვილმა ჭრილობა ყელის არეში დანით მიაყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მეზობლების თქმით, დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ჭრილობა საკმაოდ სერიოზულია, დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. იმედინიუსი

მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის კართან დაჭრეს

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. მამაკაცი საკუთარი სახლის კარებთან დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს საცხოვრებელი ბინის კართან, რომელიც 9-ე სართულზე მდებარეობს, სავარაუდოდ, 2 თავდამსხმელი ელოდებოდა. დაჭრილი მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. „ძალიან ბევრი პოლიციელი იყო. სასწრაფოც იყო. […]

ფალიაშვილზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ისმოდა გასროლის ხმა. სავარაუდოდ, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით – 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ოზურგეთში დაკავებული თ.ც. საკუთარი იარაღითაა დაჭრილი – სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული თ.ც., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2001 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და […]

სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში – მერვეკლასელი ბიჭი დანით დაჭრეს

რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის ცენტრში, ჭადრების ბაღში, 15 წლის ბიჭი დაჭრეს. მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ სისხლიან შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია.

თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს – დაკავებულია 20 წლის მამაკაცი

თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, გვიან ღამით, მოზარდები კარტს თამაშობდნენ, რომლის დროსაც შელაპარაკება დაიწყო, რაც ბიჭის დაჭრით დასრულდა. მოზარდი ბარძაყის არეშია დაჭრილი. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ჩაიუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად, მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ 20 წლის მამაკაცი […]

GWP-ის თანამშრომელი ერეკლე კაჭახიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

კურიერის წყაროს ინფორმაციით, გურამიშვილის 64 ნომერში ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის (GWP) თანამშრომელი, 26 წლის ერეკლე კაჭახიძე, მცირე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მას ჭრილობა მიყენებული ჰქონდა თავის არეში და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის მარიამობის ღამეს კლინიკაში გადაიყვანა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია ადასტურებენ, რომ მათ პაციენტი მიიღეს, რომელიც ჭრილობა ჰქონდა საფეთქლის არეში. ერეკლე კაჭახიძემ კლინიკაც ხელწერილით დატოვა. მის მიერ მიცემული ჩვენების […]

ავთანდილ ხურციძე და კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ამერიკის ციხეში დაჭრეს

აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შედეგად მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს. სამი კვირის წინ ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოცემა CrimeRussia-ს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შულაიას თარჯიმანმა განუცხადა. ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება. თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა. „შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. […]

akhalitaoba.ge © 2017-2018