ჭდე: დოდო გუგეშაშვილი

დოდო გუგეშაშვილს კლინიკიდან დღეს გაწერენ

თადარიგის პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. “დღეს დაგეგმილია, რომ კლინიკიდან გაეწეროს დოდო გუგეშაშვილი, 14:00 საათისთვის შეამოწმებს ექიმი პაციენტს, რის შემდეგაც დაზუსტდება კონკრეტულად როდისთვის გაეწერება“, – განაცხადა პრესსამსახურმა. შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის […]

“პომადა წაისვა, თმა გადაივარცხნა და ეს იყო ბევრად უფრო ტრაგიკული, ვიდრე დედის ბღავილი”

ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ფეისბუქში დოდო გუგეშაშვილის შესახებ ასე დაწერა: “არც სურვილი და არც განწყობა მაქვს ეს დღეები აქ რაიმეს წერის მაგრამ ალბათ საჭიროა ზოგიერთი განმარტებების გაკეთება რაც არასდროს მეგონა თუ საჭირო გახდებოდა… საავადმყოფოში საავადმყოფოს წესებია და ტანსაცმელი რომელიც აცვიათ პაციენტებს შავი არაა. თავდასხმამდე წასმული მანიკურის სხვების დასანახად სასწრაფოდ წაშლა უფრო მეტიჩრობა და ხელოვნური მგონია ვიდრე […]

დოდო გუგეშაშვილი – “ჩემი შვილის გარეშე არ ვაპირებ ცხოვრებას”

– ჯერ საერთოდ, რატომ უნდოდა, რომ ჩემი ოჯახი ამოწყვეტილიყო, ესეც არ იცი, მაგრამ ფაქტი იყო ერთი, რომ ეს მახინჯი ვიღაცის დავალებას ასრულებდა, – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დოდო გუგეშაშვილმა ისაუბრა, როდის გაიცნო თავდამსხმელი, სახელად ზურა, რომელმაც მისი თქმით, უკრაინიდან თურქეთში ძვირფასი ქვის, ქარვის გადატანაში დახმარება სთხოვა. დოდო […]

შსს: დოდო გუგეშაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი დაინტერესდნენ იმ ინფორმაციებით, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილის დაკითხვის შემდეგ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდა და ახალი დეტალების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მას შემდეგ მიეწოდება, როდესაც მათი გავრცელების გადაწყვეტილებას სამინისტრო მიიღებს. დოდო გუგეშაშვილმა თავდასხმის დეტალები tvpirvel-თან გაიხსენა. თადარიგის პოლკოვნიკმა თქვა, რომ მკვლელი მას რამდენიმე […]

„არც ბიზნესია, არც წინა საუკუნის დაპირისპირება…“ – დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობაზე

ჟურნალისტი და დოდო გუგეშაშვილის მეგობარი მაკა რაზმაძე, გუგეშაშვილის სურვილით, თავდასხმასთან დაკავშირებით მის პირველ კომენტარს ავრცელებს: „არ არის არც პოლიტიკური თემა, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი, არც ცხინვალი, დარწმუნებული ვარ არ არის არაფერი ამდაგვარი, უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის, ამიტომ ნურავინ ნუ მისცემს პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს, არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის და […]

დოდო გუგეშაშვილი შვილის პანაშვიდზე მიიყვანეს

დოდო გუგეშაშვილი ძმის სახლში, სადაც მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილია დასვენებული რეანომობილით რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს. გუგეშაშვილს შვილის მკვლელობის ამბავი ცოტა ხნის წინ, ახლობლებმა და სასულიერო პირებმა შეატყობინეს.

დოდო გუგეშაშვილს შვილის მკვლელთან, ვინმე ზურასთან, ქარვის ბიზნესი აკავშირებდა, ზურა დოდოს მალხაზ თოფურიას სახელით დაუკავშირდა

დაჭრილი გუგეშაშვილის ჩვენებიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ცნობილია, რომ დაკითხვის დროს დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა, მას „ზურა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მხედრიონის ყოფილ ლიდერს გასული წლის სექტემბერში დაუკავშირდა და ქარვის ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზა. როგორც შეთანხმდნენ, გუგეშაშვილი ვინმე ზურას უკრაინიდან ქარვის თვლების შემოტანაში უნდა დახმარებოდა და ნაკეთობების რეალიზაციას თურქეთში ზურა უზრუნველყოფდა. კურიერის […]

ირაკლი შიხიაშვილი – ”დოდოს საშინელ სინამდვილეს ხვალ ვეტყვით და შვილის ცხედართან მივიყვანთ”

ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ საავადმყოფოს ექიმებთან და ხელმძღვანელობასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად […]

დავით მუხიგული – ”დაქირავებული მკვლელი გარეთ გამოვიდოდა და დოდოს შორიდანაც ესროდა”

დოდო გუგეშაშვილის მეგობარ დავით მუხიგულს ეჭვი ეპარება იმ ვერსიის სისწორეში, რომ გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. ამის შესახებ დავით მუხიგულმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა გუშინ მედიაში ამ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დავით მუხიგულისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას ან ბიზნესს. – დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც […]

”დოდო გუგეშაშვილი საწოლი ოთახიდან სიგარეტით გამოვიდა და ამ დროს პისტოლეტიანი მკვლელი შეეჩეხა” – გელა ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ამხელს

– დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაქირავებულ მკვლელს დოდო გუგეშაშვილი იცნობდა, რადგან ეს პიროვნება მასთან კონტაქტის დამყარებას რამდენჯერმე ცდილობდა. ამდენად, სახლში მისვლისას დოდო გუგეშაშვილმა მას კარები გაუღო. – როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი. როგორც იცით, ხანგრძლივი დაკითხვა იყო. თითქმის 5 საათი […]

akhalitaoba.ge © 2017-2018