ჭდე: ევაკუაცია

მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა – ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია

მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა, მაშველებს მდინარე არაგვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა სახლებიდან გაჰყავთ. ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია. წყალდიდობამ მეწყერიც გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, წლებია, ამ საშიშროების წინაშე დგანან, თუმცა, მუნიციპალიტეტი ნაპირსამაგრ სამუშაოებს არ ახორციელებს. ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მოხდეს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. დუშეთის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა, ადგილობრივები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პირადად გააფრთხილა და ტერიტორიის […]

ბარნოვის ქუჩაზე ევაკუაცია გამოცხადდა

ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაჩნდა, მცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ადგილზე 10-მდე სახანძროა მობილიზებული. ცეცხლი უკვე 200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.

ყაზბეგის გამზირზე „პროკრედიტ ბანკში“ ევაკუაცია განხორციელდა

ყაზბეგის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალი ჩაირთო, თუმცა მიზეზი არ იციან, ვინაიდან შენობაში დაკვამლიანება ან ხანძარი არ შეინიშნება. „სახანძრო და საპატრულო სამსახურები არ გამოგვიძახებია, ვინაიდან ამის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადეს ბანკში. ამ დროისთვის ბანკის თანამშრომლები ეზოში იმყოფებიან.

რუსეთის რამდენიმე აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა

ყაზანის, ვოლგოგრადის და სარატოვის აეროპორტებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამის მიზეზი ანონიმური ზარები გახდა, რომლის თანახმადაც აეროპორტებში ბომბები იყო მოთავსებული. ტერიტორიის შემოწმების შემდეგ განგაში ცრუ აღმოჩნდა. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სატელეფონო ტერორიზმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, მსგავსი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე გაიზარდა. იმედინიუსი

თბილისის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა. აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეფერხდა რეისები თბილისი-ასტანის, თბილისი-თელავივის და თბილისი-თეირანის მიმართულებით. მათივე ცნობით, აეროპორტს რეისების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია. ამ წუთებში აეროპორტში რეისი დაგვიანებით უკვე განახორციელა თბილისი-ასტანას რეისმა. დაგვიანებით რეგისტრაციას გადიან თბილისი-თელავივი და თბილისი- თეირანის მგზავრები. ინტერპრესნიუსი

ვეძებთ! – შსს აეროპორტში ბომბის ძებნაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. „112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ აეროპორტში მყოფი მოქალაქეები იტყობინებიან. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, თუმცა, ოფიციალურ კომენტარს ძალოვანი უწყებები ჯერჯერობით არ აკეთებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში ბომბს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 112-ში შევიდა ზარი, რომ აეროპორტში საეჭვო ჩანთა აღმოჩნდა.

მოსკოვის დიდი თეატრიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, „გუმ“-იდან – 2.800 ადამიანის, მეტროპოლიდან – 2.000-ის

მოსკოვის დიდი თეატრიდან მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე, 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. თეატრის ბეთჰოვენის დარბაზში საღამოს კონცერტი გაუქმდა. გარდა ამისა, 2.800 ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო სახლ „გუმ“-იდანაც განხორციელდა; სასტუმრო „მეტროპოლი“ კი 2.000-ზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს. დღესვე მოსკოვში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა კინოთეატრებიდან და სხვა სავაჭრო ცენტრებიდან. მათ შორის „ევროპეისკიდან“ და […]

akhalitaoba.ge © 2017-2018