ჭდე: ევროვიზია

“შენი გულისთვის” – სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება – ვიდეო

პირველი არხის ეთერში ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა. საქართველოს ევროკონკურსზე  ჯაზბენდი„ირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს. სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიულილოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. კლიპი […]

თამარა გაჩეჩილაძე: ”ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი!”

ქართველი კონკურსანტი თამარა გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროვიზიის ფინალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა 10 რჩეულში ვერ მოხვდა. თამარა გაჩეჩილაძემ ნახევარფინალის შემდეგ პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. – ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება:))))) და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ! […]

ხვალ თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში იმღერებს

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე თამარა გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალში 9 მაისს მეორე ნომრად იმღერებს. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, გადავა თუ არა ფინალში ქართველი მომღერალი და შეძლებს თუ არა საქართველო რიგით 62-ე ევროვიზიის მოგებას. უკრაინის დედაქალაქ კიევში “ევროვიზია 2017″ ოფიციალურად უკვე გაიხსნა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს დელეგაციასთან […]

akhalitaoba.ge © 2017-2018