ჭდე: ეკა გიგაური

ეკა გიგაური – ”ფარცხალაძეზე ნათქვამი ახალი ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორი თვითმფრინავის ნაწილების ქარხანაში მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, 2016 წელს მათ ჰქონდათ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ებრაულ-ქართულ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან იქ ოთარ ფარცხალაძის კომპანია ფიგურირებდა. „გამჭვირვალობა-საქართველოს“ კითხვები გაუჩნდა იმიტომ, რომ კომპანიას უნდა მიეღო 85 მილიონის ინვესტიცია. გიგაურის თქმით, […]

ეკა გიგაური: „ოცნება” შეურაცხყოფაზე იმიტომ გადადის, რომ კითხვებზე პასუხები არ აქვს”

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარის გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს, რომლებიც ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გააკეთა. “არსებობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“, რომელსაც უწოდებენ ხოლმე ხანდახან სამოქალაქო სექტორს, ამას არ აქვს კავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ მივეცით, რეალურად, სამოქალაქო საზოგადოებას განვითარების შესაძლებლობა, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ჩაკეტილი წრე […]

ეკა გიგაური – ”სამსახურში ფიურერს მეძახის ხალხი”

ეკა გიგაურმა 1 საათის წინ ფეისბუქში დაწერა: ”თქვენ მოგეცათ ჩემი ცოდვა სამსახურში ფიურერს მეძახის ხალხი 🤣🤣🤣 :(” ამაზე ნიკა გვარამიამ უპასუხა: ”მე მკითხე ახლა, ჰაილ ჰიტლერით შემხვდნენ დღეს :)))))))” ”ეკა ჩემი ფიურერო ასე მოგესალმები აწი:” – დაუწერეს ეკა გიგაურს.

ეკა გიგაური – ”ვანო ზარდიაშვილს ეთიკა არ მოეკითხება”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ურჩევს, დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობებთან დაკავშირებით რეესტრის მონაცემებს ჩახედოს. ასე გამოეხმაურა გიგაური ზარდიაშვილის განცხადებას, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტრი ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. – ვურჩევდი მას, რომ შეხედოს საჯარო რეესტრის მონაცემებს, სხვა კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ეთიკა კიდევ ამ ადამიანს არ მოეკითხება, – […]

ეკა გიგაური – პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ უნდა მიიღოს

– საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ უნდა დაამტკიცოს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს ის მოსაზრებები, რომლებიც  ვენეციის კომისიის მხრიდან მომდინარეობს. – ვენეციის კომისია არის ის ინსტიტუცია, რომელიც მიუკერძოებლად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სთავაზობს მთავრობებს თავიანთ შეფასებებსა და […]

akhalitaoba.ge © 2017-2018