ჭდე: ელიავას ბაზრობა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. კერძოდ, აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა

დიდუბეში, ელიავას ბაზრობაზე, რკინის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, აგლაძის ქუჩაზე ამ დროისთვის 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

„ელიავას ბაზრობამ თავისი თავი ამოწურა“

მერიამ ელიავას ბაზრობის განვითარების გეგმაზე ტენდერი გამოაცხადა. „კომერსანტი“ დაინტერესდა ბიზნესმენების და ურბანისტების პოზიციით იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ელიავას ტიპის ბაზრობა ქალაქის შუაგულში და თუ არა, რა უნდა იყოს მის ნაცვლად? ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე განმარტავს, რომ   „ქალაქის ცენტრში ელიავას ტიპის ბაზრობა არ უნდა იყოს და ქალაქის ცენტრს ეს ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია მეორე საკითხიც […]

ელიავას ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის

ელიავას ბაზრობის მეწილის, ზაზა მეტრეველის განცხადებით, ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის, რაზეც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმება მიღწეულია. როგორც მეტრეველმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მიღწეული შეთანხმებით, „იქვე მოხდება მისი მოწესრიგება“. „ბაზრობა დარჩება ჩვეულებრივად, თუმცა უნდა მოწესრიგდეს ადგილობრივად ტერიტორია. მიღწეულია ეს შეთანხმება და ახლა ვიღაცას რაღაც თუ გაახსენდება, სად ვდიოთ ყველას“, – განაცხადა მეტრეველმა. ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას […]

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა – ელიავაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს

თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, აგლაძის 38 ნომერთან სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება დაკავებულია სამი პირი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამივე მათგანს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა ედება ბრალად.

ელიავას ბაზრობასთან კაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტა – ვიდეო

ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის ანძაზე კაცი აძვრა და გადმოხტომით იმუქრებოდა. ადგილზე მივიდა პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივი ამოძრავებს კაცს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კაცი ანძიდან გადმოხტა. მანამდე მას პოლიციელებმა ქვემოთ ბატუტი გაუშალეს. ანძიდან გადმომხტარი კაცი ბატუტზე დაეცა. მას ახლა სასწრაფო დახმარების მედიკოსები […]

სად გადაიტანენ ელიავას ბაზრობას

ელიავას ბაზრობის თანამშრომელთა ნაწილი ბაზრობის სხვა ადგილას გადატანის წინააღმდეგია. ელიავას ბაზრობის საკითხი ხმაურის მიზეზი გახდა ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი პროფესორ-მასწავლებლებს შემუშავებულ კონცეფციას აცნობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მესაკუთრემ, თეა ანდრიაძემ განაცხადა, უნდა მოხდეს ტერიტორიის რეკონსტრუქცია და გალამაზება. მისივე თქმით, პროექტი არსებობს, […]

ელიავას ბაზრობაზე მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ელიავას ბაზრობაზე, მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. დამწვარი სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები საკუთარ მაღაზიებში შესვლას ძალის გამოყენებით ცდილობენ. მათ გადარჩენილი ნივთების გამოტანა სურთ. მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას პოლიციის თანამშრომლები არ აძლევენ

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ჩასაქრობად შეიძლება ავიაცია გამოიყენონ

ელიავას ბაზრობაზე არსებული ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად, შესაძლოა, ავიაციაც გამოიყენონ. ამ ეტაპზე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 17 სახანძრო მანქანა მონაწილეობს. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. pia.ge

ელიავას ბაზრობაზე ხანძარია – მას 17 სახანძრო აქრობს

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარია. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ავტონაწილების ბაზრობას უკიდია. ადგილზე 17 სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, თუმცა თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ხანძრის გამო წერეთლის ქუჩაზე დიდი დაკვამლიანება შეინიშნება. როგორც ადგილიდან ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება, თავდაპირველად 7 სახანძრო მანქანა მუშაობდა, სავარაუდოდ ზარალი […]

akhalitaoba.ge © 2017-2018