ჭდე: ვაკის პარკი

ვაკის პარკში ფეხბურთის ქომაგებმა იჩხუბეს – დააკავეს 3 ადამიანი

ვაკის პარკში პოლიციამ სამი პირი დააკავა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ფეხბურთის ქომაგები არიან. უწყების განმარტებით, დაპირისპირება სწორედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მოხდა. “დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166- და 173- მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს”,- განაცხადეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. […]

ვაკის პარკთან მსუბუქ ავტომობილს მოტოციკლეტი შეეჯახა

რამდენინე წუთის წინ, ვაკის პარკთან ავარია მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, სავარაუდოდ, ბაიკერი შეეჯახა. დაშავებულია ბაიკერი და მის მოტოციკლეტზე მჯდომო პირი. ბაიკერი უგონო მდომარეობაშია და ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებიან. imedinews.ge

“ღამის მგლები” ვაკის პარკში მივიდნენ

ვაკის პარკში ბაიკერების კლუბ “ღამის მგლების” ორი წევრი მივიდა. მათ განაცხადეს, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემები არ შექმნიათ. მათივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლით კანონი არ დაურღვევიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააკავებდნენ. 3 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ “ღამის მგლები” საქართველოში შემოსვლას აღარ აპირებდნენ. ამასთან, […]

akhalitaoba.ge © 2017-2018