ჭდე: ვანო ჩხარტიშვილი

ვანო ჩხარტიშვილი: “მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით“

„მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით“,- ასე შეაფასა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გუშინდელი 21 საათიანი „კურიერის“ მიერ გავრცელებული მორიგი ფარული ჩანაწერი. „ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თვეზე მეტია, „ზაზა ფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია“. ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს“, […]

ვანო ჩხარტიშვილი – “ლონდონში შევხვდი ნარიშკინს და ვუთხარი, იქნებ მიშა ჩამოგვაგდებინოთ-მეთქი”

ჩაშლილი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გეგმის განხილვა – “კურიერმა”  ახალი სკანდალური ჩანაწერები მოიპოვა, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თავად ყვება, როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა. ჩანაწერებით დასტურდება, რომ ექსპრემიერის გარემოცვაში განსაკუთრებული გავლენების მქონე ჩხარტიშვილი ფარულ მოლაპარაკებებს მოსკოვთან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს […]

ვანო ჩხარტიშვილი “რუსთავი 2”-ის და “იბერიას” წინააღმდეგ – ბიზნესმენი ლონდონის სასამართლოს მიმართავს

ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია “იბერიას” და “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. როგორც ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, “რუსთავი2”-ის და “იბერიას” ეთერში გასულმა აუდიო ჩანაწერებმა, რომელიც “ომეგა ჯგუფის” სკანდალურ საქმეს ეხებოდა, შელახა ვანო ჩხარტიშვილის პატივი და ღირსება.” “კიდევ ერთი ბრიტანული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ვანო ჩხარტიშვილის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია”- თქვა ადვოკატმა, თუმცა დასკვნაში ექსპერტი განმარტავს, რომ […]

ვანო ჩხარტიშვილის ახალი კორუფციულო სკანდალი

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში ჩხარტიშვილის კორუფციული საქმიანობა იკვეთება, რომელიც „ომეგას“ საქმეზე მეტად რეზონანსული შეიძლება აღმოჩნდეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ის ჯერჯერობით მოკვლევის პროცესშია და მეტ დეტალზე ვერ საუბრობს. „ფოთს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ბატონ ჩხარტიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით თუ ვინმე ჩაატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას, […]

ზაზა ხატიაშვილი – “ვანო ჩხარტიშვილის ჩანაწერში 7 სხვადასხვა საუბარია გაერთიანებული და გაკეთებულია 6 მონტაჟი”

“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს. – ბატონო ზაზა, თქვენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს იცავთ. თქვენ ხელთ გაქვთ ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის პასუხი, რომლის საფუძველზე ამბობთ, რომ ვანო ჩხარტიშვილის ჩანაწერები დამონტაჟებულია. რას უპასუხებთ ბრალდებას, ზაზა ხატიაშვილი “ოცნების” მხარეს გადავიდაო? – ამ ქვეყანაში ასეთი უტვინო ადამიანები რომ არიან, რომ ადვოკატს თავისი საქმის გამო ცილს წამებენ, ამიტომაა […]

ზაზა ხატიაშვილი – ”ლონდონის ექსპერტებმა თქვეს, რომ ვანო ჩხარტიშვილზე ჩანაწერი ხელითაა დამონტაჟებული”

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის მტკიცებით, ლონდონის ერთ-ერთმა საუკეთესო საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ ტელეკომპანიების, „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა ქართული სამართალდამცავი სისტემისთვის უპრეცედენტოა. „ერთი კვირის წინ გავმართე ბრიფინგი და განვაცხადე, რომ ტელეკომპანიების „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ […]

ზაზა ხატიაშვილი – ”ხვალ ზაზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება! წერტილს დავუსვამ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ კამპანიას!”

ხვალ ზაზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ადვოკატთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი წერს. მისი თქმით, ხვალ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩხარტიშვილთან მიმართებით გაკეთებული ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. „მივმართავ ქართულ მედიას და მთელს საზოგადოებას! ხვალ ვგეგმავ საგანგებო ბრიფინგს, სადაც წარმოგიდგენთ უმაღლესი სანდოობის მტკიცებულებას, რომელიც წერტილს დაუსვამს ვანო […]

ჯემალ ჭკუასელი – “ვანო ჩხარტიშვილთან ბიძინა რომ მივიდა, სუფრაზე მე გახლდით თამადა… ბერა დავლოცეთ…”

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, “რუსთავი 2”-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და ირაკლი ჩუბინიშვილის ლაპარაკია აღბეჭდილი. ოქუაშვილის მტკიცებით, საუბარი, რომელიც 2 წლის წინ შედგა, თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილებას შეეხება. საუბრისას ახსენებენ ბიძინა ივანიშვილსაც. ამავე ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ სტუმრობდა ვანო ჩხარტიშვილს ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრის გახსნაზე ბიძინა ივანიშვილი. როგორც ირკვევა, […]

ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან სახლში მივიდა

ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრა ოზურგეთში. “ომეგა ჯგუფის” გარშემო აგორებული სკანდალისა და თამბაქოს ბაზრის გადანაწილებთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ ოლიგარქი საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტთან სახლში მიდის. ვანო ჩხარტიშვილიმა”კურიერთან” ყოფილი პრემიერის სტუმრობა დაადასტურა. “დღეს ფოლკლორის მუზეუმის გახსნაა და ყველა სტუმარს ველოდები, ვინც არის მოწვეული,”-განაცხადა ჩხარტიშვილმა. კითხვაზე რა თემაზე შედგება საუბარი ექსპრემიერთან ჩხარტიშვილმა განაცხადა: “ფოლკლორზე მხოლოდ”.

რეკეტი ივანიშვილის სახელით და ბიზნესის გადანაწილების სქემა – რაზე საუბრობენ ზაზა ოქუაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი

ახალი სკანდალური ჩანაწერები და “კურიერის” ექსკლუზივი – „იბერიას“ და „ომეგა“ ჯგუფის საქმეში ივანიშვილის გვარი გამოჩნდა. “კურიერს” ხელში ჩაუვარდა მორიგი სკანდალური ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორც ცდილობს ხელისუფლება, გააკონტროლოს სიგარეტის ბიზნესი და გადაინაწილოს “ომეგა ჯგუფის” წილები, რომელიც ტელეკომპანია “იბერიას” მთავარი დამფინანსებელია. ახალ აუდიო ჩანაწერში ნათლად ისმის სახელი “ბიძინა”, ასევე “უფროსი”. სანდრო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ საუბრის მთავარი […]

akhalitaoba.ge © 2017-2018